Chapter 22

1K 47 4
                                    

Mell's Pove
იმ დღეს შაბათი იყო,შესაბამისად შემეძლო დიდხანს მეძინა,რადგან სკოლაში არ მივდიოდი,თუმცა ჩემმა ძმამ მაინც გამაღვიძა.
-მელლლლ-ყვირილით შემოვარდა ოთახში.
-ახლა მაინც რა გინდა?შაბათია ადამიანო შაბათი-წუწუნით ვუთხარი მე.
-მელ დედა და მამა ხომ იცი რომ სასტუმროში რჩებიან სამი დღით.
-უკვე წავიდნენ?
-კი,ამ დილით.
-კაი და მე რატო გამაღვიძე?
-მეც მივდივარ.
-სად სასტუმროში?
-არა გოგო,მე,ჯონი და დევიდი გავდივართ ქალაქიდან,რაღაც საქმეზე.
-იმედია ვინმე არ უნდა ცემოთ,ერთხელაც ჩაგსვამენ და ნახავ მერე.
-არანაირი ჩხუბი,პროსტა გოგოს თემაა,ჯონს მოწონს ერთი და უნდა შეხვდეს.
-და თქვენ რატო მიყვებით?მარტო ეშინია?
-ჩვენ გვაინტერესებს ის გოგო,შევათვალიეროდ უნდა.
-ვაი თქვენ პატრონს უბედურს-გვერდი ვიბრუნე მე.
-არ დამისრულებია ჯერ,ხოდა შენ მარტო ხო არ დარჩები,თან ნიკსაც მიხედვა უნდა,ამიტომ ნიკთან ახვალ.ორი საქმე მოგვარდება ერთდროულად,შენც უსაფრთხოდ იქნები და ნიკსაც ეყოლება ვინმე,ვინც დაეხმარება.
ამის გაგონებაზე წამოვხტი.
-რააა?ნიკთან დავრჩე?არა!
-რატო ვითომ?
-ჯერ ეს ერთი ნიკის მოსამსახურე არ ვარ,რომ მივხედო და რაღაცები გავუკეთო,მეორეც პატარა არ ვარ,ძიძასთან რომ მტოვებ.
-ადრეც ეგრე ჭიკჭიკებდი,მაგრამ აღმოჩნდა რომ ეგეთი ძლიერიც ვერ ხარ.
-ციხიდან რა ჯანდაბას მიზამს?
-რა ვიცი რა წამოუვლის.
-კაი ხო,შენი ხათრით მხოლოდ.
კრისმა ლოყაზე მაკოცა და გავიდა,თან მომაძახა მივდივარ მე უკვეო.
რომ ავდექი ჩემს მონატრებულ ხალხს ვესაუბრე ვიდეო ზარით,რომლებიც მშვენივრად ატარებდნენ დროს.საუბარი როცა დავასრულეთ გამოვიცვალე.თეთრი ტოპი,ტეტრი მოკლე ყვავილებიანი კაბა და შავი ფეხსაცმელი ჩავიცვი,თმა გავიშალე და ნიკთან ავედი.
-რაც არ უნდა სამწუხარო იყოს შენთან მომიწევს დარჩენა,ალბათ ორი დღე მაინც.-ვუთხარი და სახლში შევედი.
-შენც დილამშვიდობის მელ,კი კი მეც კარგად ვარ.
-ბლა ბლა ბლა-დივანზე დავჯექი და ჩემი ტელეფონი ავიღე.
-წყალი,ყავა,გინდა რომელიმე?
-როგორი სტუმართმოყვარე ბრძანდებით ნიკ.
-ნუ იტყვი.ტელეფონში თუ აპირებ ჩაძრომას არ შევეგუები იცოდე.
-რა გავაკეთო აბა,შენ გიყურო?
-უკეთესს ვის უყურებ აბა?
-ჩემ თავს-თვალი ჩავუკარი ნიკს.
-სარკე დიდი მაქვს სააბაზანოში თუ გინდა.
-მოვინახულებ მერე.
-აუ მელლ,მთელი ორი დღე ეგრე აპირებ ჯდომას?
-არა და იმედია გავუგებთ ერთმანეთს-ცოტა მოვლბი მე.
-მე ისედაც გიგებ,შენ ხარ ჯიუტი.
-იმის გამო რომ ჯერ კიდეც ცუდად ხარ მოვლბები.
-მომწონს ეგ იდეა.
-რა გავაკეთოთ?
-რა გავაკეთოთ???გითხრა თუ გაჩვენო?-ეშმაკურად გამიღიმა ნიკმა.
-ყველა კაცი ერთნაირები ხართ,სიამოვნების გარდა არაფერი გაინტერესებთ.
-ვიხუმრე უბრალოდ.
-მივხვდი მაგრამ მაინც სიმართლე ვთქვი.
-კარტი გინდა?
-კი,სურვილებზე ოღონდ.
-თანახმა ვარ.
პირველი თამაში ნიკმა მოიგო და ტოსტი გამაკეტებინა თავისთვის.
მერე მე მოვიგე და გიტარაზე დავაკვრევინე.ღმერთო სასწაულად უკრავს და ხმაც კრგი აქვს,მემგონი შემიყვარდა მისი თითების მოძრაობა გიტარის სიმებზე.
-ერთი მოსმენით შეგიყვარდი ხო?-გაიცინა სიმღერის დასრულების შემდეგ.
-ხომ არ მევასები დიდად მაგრამ ვაღიარებ რომ კარგად უკრავ,მეც კი მომხიბლე.
-პროგრესი გვაქვს ურთიერთობაში.
-რომელ ურთიერთობაში ძვირფასო?
-რომელში და აი იმაში მალე რომ გვექნება.
-ძაან ღრმად იჭრები ოცნებაში-რამდენი ხანია ამ ბიჭს ვეჩხუბები და სულ ვეკამათები,თვითონაც დარწმუნდა რომ მძულს,მაგრამ ამის მიზეზი არ მაქვს,თან ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის,პირიქით ძალიან სიმპატიური და საყვარელია.
-იმედი მაქვს ოცნება რეალობად იქცევა მალე.
-შეიძლება კიდეც-ჩემდაუნებურად წარმოვთქვი,ნიკმა კი გაკვირვებული სახით გამომხედა.
-რაღაც კარგად აზროვნებ დღეს,მომწონს.
-გინდა სულ ასე ვიაზროვნო?-გამომწვევი თვალებით გავხედე.
-რატომაც არა,არანაირი პრობლემა არ მაქვს-გაკვირვებული ღიმილი შემომანათა.
„ღმერთო ამ ბიჭის ღიმილზე მეკეტება და გიტარაზეც უმაგრესად უკრავს,უძალიანესად სიმპატიურია“-გავიფიქრე ჩემთვის-რაებზე ფიქრობ მელ,დაწყნარდი-შევეკამათე ჩემივე თავს.
-ჰეი მელ,აქ ხარ?-ხელი ამიქნია ნიკმა.
-აა ხოო,რას ამბობდი?-გონს მოვედი უცებ.
-რასდა ამ წუთას თქვი რომ გიყვარვარ,ყველაზე მეტად,შენი ცხოვრება ვარ და უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია.
-ჩაფიქრებული ვიყავი მე ნიკ მთვრალი კი არა.
-აა გახსოვს რასაც ამბობდი?
-ყოველშემთხვევაში მაგას არ ვიტყოდი-არადა ვიტყოდი:დდ
-რატო?რატომ არ იტყოდი?ცუდი ბიჭი ვარ?-გამიღიმა ნიკმა.
-ნუ ცუდი არ ხარ.
-აბა?ვერ მიტან?
-სხვათაშორის ახლა დავფიქრდი და რას გერჩი?იმ ლიფტის გამო?ძაან სისულელე ხო არაა?-ჩემს თავში და ჩემს ნორმალურობაში ეჭვი შევიტანე.
-როგორც იქნა რაღაც წესიერი თქვი,თან ისე რომ არც მეჩხუბები.
-ხო რავი,მართლა დავფიქრდი.
-სულ ეგრე იფიქრე რა-შემევედრა ნიკი.
-კაი ვნახოთ-გავიღიმე მე და ნიკს მივუჯექი გვერდით-მოდი რამე ფილმს ვუყუროთ.
-სერიოზულად?მელ ხო ხარ კარგად?
-მშვენივრად ვარ,მეც მაკვირვებს ჩემი თავი,მაგრამ ხდება ხოლმე.
-ხშირად მოხდეს ხოლმე-კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ფილმს თუ ჩამირთავ მოხდება ხოლმე-გავიღიმე და თვალი ჩავუკარი.
ჩემი გადაწყვეტილებით თინეიჯერული რომანტიკა ჩავრთეთ,ფილმის სახელი-„ორი ნაბიჯით შორს“.
სხვათაშორის ბევრი ვიტირე,მაგიდა სავსე იყო ხელსახოცებით,რომლებითაც ცრემლს ვიწმენდდი:დდ
-ნუთუ არ მეჩვენება და მელი მართლა ტირის?-დამცინა ნიკმა.
-ნუ დამცინი ნიკ-გავიცინე მე და კიდევ ერთი ხელსახოცი მოვისროლე მაგიდაზე.
-რანაირად არ დაგცინო?ფილმზე ტირიხარ?-ისევ განაგრძობდა სიცილს.
-ნიკკკკ-ავყევი სიცილში მეც.
-მელი ტირის,თან ფილმზეე-ხარხარებდა ნიკი.
-ნუ იცინი,მაბნევს შენი ღიმილი-წამომცდა უცებ.
-მაშინ მომიწევს დაკრეჭილმა ვიარო.
-მოდი კიდევ ერთ ფილმს ვუყუროთ,საქმე მაინც არ გვაქვს.
-ამჯერად მე ვირჩევ ჟანრსაც და ფილმსაც.
-აუუ-წუწუნი დავიწყე მე.
-წინა შენ აირჩიე.
-კაი ხო-დავნებდი მე.
ნიკი ჟანრებში შევიდა და საშინელებათას დააწკაპა.
-არანაირად!საშინელებათა ფილმებს მე არ ვუყურებ!
-გეშინია?
-ხო,ვიცი რომ ნამდვილი არაა მაგრამ ღამე მეღვიძება მერე და ვეღარ ვიძინებ,თან მგონია რომ ოთახში ის პერსონაჟები არიან,ვინც ფილმში.
-მოგონილი ამბების რანაირად გეშინია?
-ზოგი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებლი-მოვისაწყლე თავი მე.
-დარწმუნებული ვარ არც ერთი მათგანი არ გექნება ნანახი-ეკრანს გახედა ნიკმა.
-დაწყება თავიდან ბევრის მაქვს ნანახი,მაგრამ მერე შემეშინდა და გამოვრთე.
-ვერ წარმოვიდგენდი მელს რამის თუ ეშინოდა.
-მეც ადამიანი ვარ,ჩვეულებრივი.
-ჩვეულებრივი ნამდვილად არ ხარ,ყველაზე ჯიუტი ხარ.
-ეგ არაფერი.
-ვიპოვე!ხერხის მეოთხე ნაწილს ვუყურთ,წინა სამი ნანახი მაქვს.
-არა ნიკ!სახლში წავალ იცოდე.
-ჩაბარებული მყავხარ.
-მაინც წავალ.
-ჯერ ვუყუროთ და მერე წადი თუ გინდა.
-რომ ვუყურებ წავალ იცოდე-დავემუქრე მე მაგრამ მივხვდი რომ სისულელე ვთქვი,ამ ფილმის ნახვის შემდეგ მარტო სახლში გავაფრენდი-აუუ ნიკკკ,საძაგელი ხარ!დივანზე გავიტრუნე მე.
იმ საშინელებას მაინც მაყურებინა,თვითონ სიცილით კვდებოდა,მე კიდე მოვკვდი შიშით,ბალიში მეჭირა ხელში და დავგრიხე საწყალი ნერვიულობისგან,დროგამოშვებით კიდე ნიკს ვურტყამდი.
-აბა როგორ მოგეწონა?-მკითხა ბოლოს ნიკმა.
-მძულხარ,მთელი არსებით-გაბრაზებულმა ვუთხარი მე.
-ეგ ისედაც ვიცოდი.
-ახლა უფრო მძულხარ,ხმას აღარ გაგცემ.-გავიბუსე და ხელები გადავაჯვარედინე.
-როგორც გინდა.
საათს ავხედე და სამი საათი იყო,გარეთ ცხელოდა ამიტომ სახლში გადავწყვიტე დარჩენა.ჩემთვის და ნიკისთვის საჭმელი გავაკეთე და ერთად მივირთვით...

_____________________________

Vote & comment 💘💘💘

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now