Chapter 3

1.7K 64 5
                                    

Mell's Pove
-აეგდე გოგო ფეხზე, სკოლის პირველ დღეს მაინც არ დააგვიანო - კრისი იყო ჩემს ოთახში და თავზე ყვავივით დამჩხაოდა.
-ოო მაცადე რაა- ხელით უკან გავწიე.
-გადმოგაგდებ იცოდე.
-აუუუ... წადი შენიც...
კრისი ჩემს საბანს ჩაებღაუჭა და წამში ამაცალა.
-ჯანდაბა
ავდექი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი შავი მუხლებზე დახეული შარვალი, თეთრი წარწერიანი ზედა, თეთრი კედები, თმა გავიშალე და ქვემოთ ჩავედი.
-დილამშვიდობის ოჯახო - ხელის აწევით მივესალმე ყველას.
-ბუტერბროდი აიღე და წადი არ დაგაგვიანდეს.
ქაღალდის პარკში გახვეული ბუტერბროდი მომაჩეჩა დედაჩემმა.
-რა ბუტერბროდი დედა, გაგიჟდი?
-მიდი მაშინ აქ ჭამე და ისე წადი.
-დედა პატარა ხომ არ ვარ.
-კარგი, კარგი ფული გაქვს?
-საიდან უნდა მქონდეს?
-აჰა აიღე და დროზე წადი.
-წავედი მე.
სახლიდან გამოვედი,გარეთ ლუკის  მანქანა იდგა,მანქანის წინ კი მერიემი,ალექსი და ნინა იდგნენ.
-ოჰო..რა ხალხი...გინდათ დილიდანვე ხასიათი გამიფუჭოთ?-სიცილით შევეგებე მათ.
-დილიდანვე შხამს აქცევ?-მკითხა ალექსმა
-წავედით,წავედით-აამუშავა მანქანა ლუკმა.
სკოლაშიც მივედით. გაკვეთილების დაწყებამდე იყო ერთი ამბები. ხვევნა-კოცნა,მოკითხვები და რა ვიცი.
გაკვეთილებიც დამთავრდა,ლუკს დავურეკეთ და ხუთივენი კაფეში წავედით. როგორც ყოველთვის კარგად გავერთეთ,ბევრი ვიგიჟავეთ და საღამოს დავიშალეთ.
ჩემს ოთახში ვიყავი და ვმეცადინეობდი,როცა დედამ ამომძახა ქვემოდან:
-მელ ჩამოდი რა
-რა იყო დედა?
-ჩამოდი.
ქვემოთ ჩავედი.
-მელ გეხვეწები მაღაზიაში გადი რა,ნამცხვარი და ყავა ამოიტანე
-ოოო დედა,კრისი გაუშვი არ მცალია მე
-კრისი არაა სახლში
-აბა სადაა?
-კლუბში წავიდა მეგობრებთან ერთად
-კაით რა,ახლა არაა არავინ სახლში-ისევ წუწუნი დავიწყე.
ჩემი სახლიდან გამოვედი და ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი. ლიფტის კარი გაიღო და შიგნით ვიღაც ბიჭი დამხვდა. სიმპატიური კი იყო მაგრამ ყურადღებაც არ მიმიქცევია. ნუ კი ვამბობ ყურადღება არ მიმიქცევიათქო თუმცა თავიდან ბოლომდე შევათვალიერე,რადგან არ მეცნო,ჩვენს კორპუსში არ უნდა ცხოვრობდეს. ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო,ოდნავ გრძელი,მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა,შავი თვალები,ჩემზე ოდნავ მუქი კანი,სწორი, პატარა ცხვირი და საკმაოდ დიდი ტუჩები. არა უნდა ვაღიარო,ნამდვილად სიმპატიური იყო.
პირველ სართულზე რომ ჩავედით ლიფტი გაჩერდა,კარიც გაიღო და კორპუსიდან გამოვედი. ძირს სრული ქაოსი იყო,ეტყობა ვიღაც გადმოდიოდა და სატვირთო იდგა,რომლიდანაც ავეჯი გადმოჰქონდათ. რამდენიმე დამხმარე კაცს გვერდი ავუარე და გზა განვაგრძე.
მაღაზიიდან ვბრუნდებოდი ისევ ლიფტში შევედი,კარიც დაიკეტა მაგრამ ისევ გაიღო,კიდევ ის ბიჭი იყო. ლიფტში შემოვიდა და მე12ე ღილაკს დააჭირა,მე კიდე მერვეზე უკვე დაჭერილი მქონდა.
-უკაცრავად მაგრამ პირველი მე შემოვედი ლიფტში და პორველიც მე დავაჭირე ღილაკს თითი
-მერე რა?
-ის რომ პირველი მე ავალ ჩემს სახლში
-არამგონია
-არ ვაპირებ შენს გამო მეთორმეტეზე ამოვიდე და იქიდან ისევ მერვეზე ჩამოვიდე
-სამწუხაროა,მაგრამ მოგიწევს
-თავხედი რომხარ უთქვამს ვინმეს?
-შეიძლება-მითხრა და სულელური ღიმილი მაჩუქა.
ღილაკების მწკრივს ავეკარი და ჩუმად მივაჭირე მერვეს.
ლიფტიც მერვე სართულზე გაჩერდა,კარი გაიღო,გამოვედი და უკან მოვტრიალდი.
-მიზანს ყოველთვის ვაღწევ ძვირფასო-ვუთხარი და თან ხელი დავუქნიე.
სახლში ავედი,მე და დედამ ვჭამეთ,მერე ფილმს ვუყურეთ ერთად და დავიძინეთ.

_____________________________

Vote & comment ❤️❤️❤️❤️

from hate to love [COMPLETED] حيث تعيش القصص. اكتشف الآن