Chapter 10

1.1K 54 4
                                    

Mell's Pove
დილით საწოლში გამეღვიძა,არც აივანზე ვიყავი და არც დივანზე,ზემოდან თბილი პლედი მეხურა. უცებ ტანში გამცრა,შევშფოთდი,ტანსაცმელი გახდილი მქონდა,ლიფი და ტრუსი მეცვა,ზემოდან კი ბიჭის მაისური. ჩემთვის გავიფიქრე "აი სად დაგერხა მელ სკოტ,იმედია ჯერ კიდევ ქალიშვილი ხარ და არაფერი მომხდარა".
ავდექი,ჩემი ტანსაცმელი საწოლის გვერდით ეწყო,ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი. ნიკს დივანზე ეძინა,არაფერი ეფარა,ისევ მხოლოდ შორტი ეცვა.
სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე. ჩემი ტელეფონი შევამოწმე,გატენილი იყო. ალექსს დავურეკე.
-მელ,როგორ ხარ?
-კარგად ალექს,რას შვებით თქვენ?გუშინ...-დასრულება არ მაცალა.
-ვიცი რაც მოხდა გუშინ.
-საიდან?
-ნიკმა დაგვირეკა ყველას,ისიც გვითხრა დედამისმა თუ იკითხოს უთხარით ნინასთან ან მერიემთან რჩება დღესო. კრისმაც დარეკა და ყველაფერი გვიამბო.
-ხო... რაო დედაჩემმა?
-გაუკვირდა მე რატო არაფერი მითხრაო,მაგრამ დავაჯერეთ. ახლა სად ხარ?
-ჯერ კიდევ ნიკთან ვარ.
-ამოვიდეთ?
-არა,არა მე თვითონ გნახავთ.
-კაი,გკოცნი აბა.
ტელეფონი დავდე და შემოვტრიალდი,ნიკი ჩემს უკან იდგა და მაისურს იცვამდა.
-როგორ ხარ?-დამასწრო კითხვა.
-უკეთესად,შენ?
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.
-ნიკ...იცი...მე...-ტანსაცმელზე დავიხედე და ჩემი ტანი შევათვალიერე.
-ჰაჰ-ჩაიცინა-არაფერი მომხდარა,უბრალოდ ღამე ძალიან დაცხა და ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა,ნუ ღელავ თვალებზე ხელი მქონდა აფარებული და ისე გხდიდი-ისევ გაიცინა.
-საზიზღარი ხარ ნიკ ბრაუნ.
-მაგიტო ვერ მშორდები ხომ?
-მე ვერ გშორდები? კარგად იყავი.
-კაი მოიცა,ვხუმრობ.
-არა,მაინც უნდა წავიდე,ჩემები უნდა ვნახო.
კართან მივედი და გავაღე,სანამ გარეთ გამოვიდოდი მივაძახე:
-კარგად ნიკ და მადლობა ყველაფრისთვის.
ლიფტით მეცხრეზე ჩამოვედი,ლუკს და ალექსს დავადექი თავზე.
-ოჰო,მოვიდა ჩვენი პრინცესა,ბიჭებთან თამაში მოუნდა გოგოს-მითხრა ლუკმა და გადამეხვია.
-ხო ისე ვეთამაშებოდი კინაღამ გამაუპატიურა იმ ცხოველმა.
-ვინ იყო?
-არ ვიცი.
-რანაირი იყო,აღწერე.
-ნწუ,ვიცი ვინც იყო მაგრამ თქვენ რომ ეგ გითხრათ ალბათ ციხეში წახვალთ.
-იცი?მიდი დაფქვი ყველაფერი.
-არამეთქი.
-შენი აზრით ვერ გავიგებთ?ასეთი საქციელისთვის პასუხს არ მოვთხოვთ?
-გეტყვით,ოღონდ დამპირდით,რომ არ მოკლავთ.
-კაი არ მოვკლავთ,უბრალოდ სიკვდილამდე ვცემთ.
-ეგ მაწყობს-სამივეს გაგვეცინა.
-ბილი იყო.
-შენი შეყვარებული?
-შეყვარებული არა ის.
-ეგრე არ თქვი?
-თქვა მაგრამ ნიკის გასაბრაზებლად,ვეუბნები რომ ნიკი მოწონს და არ ჯერავს.-ასისინდა ალექსა.
-აქ რა ამბები ტრიალებს ბლიად და მე არაფერი ვიცი?
-ნუ ბოდიალებთ ძმებო.
-მიდი მერიემს და ნინას დაურეკე ალექს,ამოვიდნენ და რამე ვქნათ,თორემ აღარ შემიძლია უკვე-თქვა ლუკმა.
ნუ მოკლედ მეგობრებო ის მთელი დღე ერთად გავატარეთ მე,მერიემმა,ნინა,ალექსმა და ლუკმა. ალბათ ყველაფრის დაწწვრილებით აღწერა მოსაწყენი იქნებოდა ამიტომ მოკლედ გეტყვით რა გავაკეთეთ.
ძმების სახლიდან ჯერ კარაოკე ბარში წავედით. ძაან,ძაან ბევრი ვიმღერეთ,უფრო სწორედ ვიყროყინეთ,ვიბღავლეთ,ვიკივლეთ და ვიწივლეთ,სიმღერის გარდა ყველაფერი გავაკეთეთ და საწყალი ხალხი გადავრიეთ. შემდეგ "just dance" კლუბში წავედით,სიმღერაზე უკეთ ცეკვა ნამდვილად გამოგვდის და არავინაც არ გადარეულა. ძაან ბევრი ვიცინეთ და ვიღადავეთ. ამის შემდეგ უკვე დაღლილები კომპიუტერული თამაშების ბარში წავედით და რაღაცეები ვითამაშეთ,მართალია არაფერი გაგვეგებოდა თუმცა ამას ვინ დაეძებდა. დაახლოებით 7საათისთვის ჩვენს საყვარელ ადგილს მივადექით და რა თუ არა სხვა,ისევ ფილმს ვუყურეთ. 9-ის ნახევარზე პარკში წავედით და 11მდე ვსეირნობდით,ატრაქციონებზე ვისხედით,ტირი ვისროლეთ და სხვათაშორის საყვარელი დათუნიაც მოვიგე.
12-ის 15წთზე სახლში მივედი და ჩემ ძმას გვერდით მივუჯექი.
-როგორ ხარ ჩემო პრინცესავ?
-თავი რამეს მიარტყი შენ?
-ნწ. ის ხო არ შეგხვედრია სადმე?
-არა,მაინც ვეღარაფერს იზამს,ალექსმა და ლუკმა ჩვენ მოვუვლითო.
-შენი აზრით მე ტყუილად გავჩერდები?
-არ მოკლათ და რაც გინდათ ის უქენით.
-ჩემს ერთადერთ დაიკოს რომ ვინმე რამეს უზამს ის სიკვდილის ღირსი არაა?
-კაი ძამიკ,არაფერი უქნია.
-ნიკი რომ არ მოსულიყო წარმოგიდგენია რას გიზამდა?
-მაგრამ ნიკი იქ იყო.
-ხოდა მადლობა მაინც თუ უთხარი?
-მთლად ეგეთი უსინდისოც არ ვარ.
-ხო ვიცი დაიკო როგორი თავაზიანი ხარ,შენნაირი მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე.
-ერთადერთი და განუმეორებელი ვარ ხო?-ჩავიცინე.
-ღადავს მორჩი და ხვალ რა გეგმები გაქვთ შენ და შენს მეგობრებს?ვიცი რომ დასვენების დღეებს ტყუილად არ ხარჯავთ.
-რავიცი,გეგმების მეტი რა გვაქვს,რამეს გავაფუჭებთ ალბათ.
-ხოდა უჩვენოდ არაფერი გააფუჭოდ,ჩვენც შემოგიერთდებით-თვალი ჩამიკრა.
-როგორი პატივია,თვით შენ და შენი სასტავი იქნებით ჩვენთან?
-ასე გამოდის,ხოდა გიხაროდეთ.
-აღფრთოვანებული ვარ,ფეხებში ჩაგივარდებით და გეამბორებით.
-სულ ნუ ღადაობ გოგო.
-ჩემი პროფესიაა ძვირფასო.
-ცირკის მასხარა ხარ.
-მპუაჰ ძამიკო,წავედი მე ვიძინებ.
საძინებელში ავედი და მალევე ჩამეძინა,ისეთი დაღლილი ვიყავი.

_____________________________

Vote & comment 💕💕💞

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now