Chapter 6

1.4K 57 5
                                    

Mell's Pove.
დილით ავდექი,ვიბანავე,მოვწესრიგდი,ჩავიცვი და სკოლაში წავედი.ძირს რომ ჩავედი ლუკის მანქანა იდგა,კარებები დახურული იყო და არავინ ჩანდა.მივედი,წინა კარები გავაღე და დავჯექი.ყველა იქ იყო,ნინამ,მერიემიც,ლუკიც და ალექსიც.
-დილამშვიდობის სასტავ-მომღიმარი სახით ვუთხარი ყველას
-შენზე გაბრაზებულები ვართ-მომახალა მერიემმა
-რატო??რა დავაშავე??
-გვეკითხები კიდეც?გრცხვენოდეს-მითხრა ნინამ და ზურგი მაქცია
-რა იყო ხალხო ამიხსენით,ალექს შენ მაინც მითხარი რა უნდათ ამ დეგრადიულებს
-ხმა არ ამოიღო ალექსს თორემ მოგკლავ-დაემუქრა ნინა
-ნუთუ შენც არ მელაპარაკები ალექს?არ გაპატიება!
-ლუკ...მეგობარო ამიხსნი?
-გუშინ სადღაც იყავი,თან ისე რომ არცერთმა არაფერი ვიცოდით,არც გაგვაფრთხილე და ჩვენს გარეშეც წადი,მოყოლასაც კი არ აპირებ-მომაყარა მერიემმა
-და მაგის გამო მეჩხუბებით?
-ღირსი არ ხარ მოგკლათ?ცალ-ცალკე არსად დავდივართ და სად ეგდე ბოლო-ბოლო გვეტყვი?
-კაი,ოღონდ არავის უთხრათ სკოლაში რა...
-მოყევი ტოო,რას დაგვტანჯე
-ესეიგი ნიკი,ჩემი ძმის ძმაკაცი ხო გახსოვთ?ეგ დაჭრეს.
-რა?
-რანაირად?
-ვინ?
-როდის?
ერთდროულად მომაყარეს კითხვები.
-რა იყოთ ხალხო,ხო არ მომკვდარა?!ცოცხალია.
-მოყევი მიდი.
-ჩემი ძმა და ეგ იყვნენ ერთად...
-კრისს ხო არ მოსვლია რამე?-წინადადების დასრულება არ მაცადა მერიემმა
-არა გოგო,ჩემი ძმა კარგადაა.
-კაი გააგრძელე ახლა
-ხოდა ქუჩაში მისეირნობდნენ და დაუნახავთ ვიღაცა კაცი როგორ აშანტაჟებდა 16/17 წლის გოგოს,ამათ ვაჟკაცობა გამოუჩენიათ და მივარდნილან,ის კაცი უცემიათ,მაგრამ დანა ჰქონია და ნიკისთვის დაურტყამს.
-საწყალი ნიკი,ალბათ როგორ ტკივა...-რაღაც სასწაულებრივად ამოიოხრა ნინამ.
-ახლა სად არის?
-ჩვენს აგარაკზე აიყვანა კრისმა.
-და კრისი მარტო როგორ მოუვლის?
-ხოდა რომ მეჩხუბებით მათ დასახმარებლად ვიყავი ასული.
-კაი რა,შენ ვინმეს დასახმარებლად წახვედი?
-ეგეთი უგულოც არ ვარ ალექს-ვუთხარი და გავიცინე.
-მოდი არ ვუთხრათ ისე დავადგეთ თავზე-წამოიძახა ლუკმა.
-ხო და გოგოები დაეხმარებით რაღაცაში,მტვერს მაინც გადაწმენდთ-მხარი აუბა ალექსმა.
-კარგი!საჭმელიც მოვუმზადოთ ცოდვები არიან-თქვა მერიემმა.
-შენ ნიკი გეცოდება თუ ჩემი ძმა?
-კიდე გველობ გოგო?-სიცით
მითხრა ალექსმა.
ნუ მოკლედ ყველა ერთად წავედით ჩვენს აგარაკზე.
კარი გავაღე და დავიყვირე:
-კრის!კრის!აქ ხარ?
-მოდი მელ აქ ვართ-გამომძახა ჩემმა ძმა.
ოთახში შევედი და ჩემი ძმა პირდაღებული დარჩა ამდენი ხალხი რომ დავაყენე თავზე.
-მეღადავები გოგო?
-ისევ თქვენს სასიკეთოდ,მოგეხმარებით-უთხრა მერიემმა.
-ოხ ეს ღლაპი თინეიჯერები
-ჰმმ...
ლუკი და ალექსი ჩემ ძმასთან. მივიდნენ ხელი ჩამოართვეს მერე ორივემ ნიკისკენ გადაინაცვლა.
-როგორ ხარ ბრატ?
-რავიცი გადავრჩი მემგონი
-ღმერთი მსჯის-ჩავილაპარაკე ჩემთვის მაგრამ გაიგონა.
-რაიყო ასე ძაან გძულვარ?
-მძულხარ?არა,მე არავინ მძულს,დროს არ ვხარჯავ სიძულვილისთვის.
-დავიჯერო?
-თუ არ დაიჯერებ ახლა ამ ჩემ ფეხებს.
-გადი გოგო გვშია რამე გააკეთე-შემომიტია ჩემმა ძმამ.
სამზარეულოში გავედი,გოგონები იქ დამხვდნენ.
-აბა,რას ვაკეთებთ?
-რავიცი რამე სალათი მოვუმზადოთ.
-კაი მე ბოსტნეულს დავჭრი.
რაღაცა სალათი მოვამზადეთ,ქათმის ფილეთი,იმედია ვინმეს არ მოწამლავს.
-აბა!ვის უნდა პირველმა დააგემოვნოს სასიკვდილო შხამი?-გაღიმებული სახით ვუთხარი ბიჭებს.
-ჯერ ნამდვილად არ მინდა სიკვდილი,მაგისთვის ძალიან ახალგაზრდა ვარ-ღიმილითვე მიპასუხა ლუკმა.
-შენი ხელით სიკვდილს ნამდვილად არ ვნატრობ-ალაპარაკდა კრისიც.
-ჰმმ...მე რომ მომკლა უჩემოდ რა გეშველება შე საწყალო?!-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა ალექსმა.
-რას ვიზამ-ამოიოხრა ნიკმა-სამწუხაროდ მშია,თან სასტიკად.
-მაშინ დავაი ბრატ!სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში გზა ხსნილი გაქვს,მოგვენატრები-არარსებული ცრემლი მოიწმინდა კრისმა.
-სამოთხეში არადა ჯოჯოხეთში ნამდვილად მოხვდება,იქიდანაც თუ არ გამოაგდეს-ჩავიბუტბუტე ჩემთვის და თეფშების დალაგება დავიწყე.
-ყველაფერი გავიგონე მელ-მომაძახა ნიკმა.
-აი დარდი...
ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე და დავჯექით.
-აუ მე არ მშია-ვთქვი და ჩემი ტელეფონი ავიღე.
-ხოდა მაშინ ნიკს აჭამე მიდი-მითხრა ჩემმა იდიოტმა ძმამ.
-შანსი არაა!
-თვითონ შევჭამ-თქვა ნიკმა.
-რანაირად შეჭამ თქვითონ?ცალ ხელს ვერ აამოძრავებ.
-როგორმე მოვახერხებ.
ჩემი ძმა ისევ მე მომიტრიალდა.
-კაი რა მელ,ვერ ხედავ რომ ცუდადაა?თან მშიერია,მიდი აჭამე ჩემო ლამაზო დაიკო-თავი მოისაყვარლა კრისმა.
-ახლა ვარ შენი ლამაზი დაიკო?
-ნწ.სულ იყავი.
-შენი ხათრით ძამიკო.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ნიკს ჩემი ხელით ვაჭამე.ყველა მორჩა ჭამას და გოგოებმა ავალაგეთ.
-მგონი დროა წავიდეთ-თქვა ნინამ.
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა.
-მე გავაღებ-კარისკენ წავიდა მერიემი.
ორ წამში ჯონი და  დევიდი ოთახში გაჩნდნენ.
-რა მოხდა ბრატ?ხომ კარგად ხართ?-შეცბუნებული სახით იკითხა დევიდმა.
-რავიცი,მემგონი გამოვძვერით
-დანამ შეგაშინათ ამხელა კაცები?
-არა,პროსტო წავითამაშეთ.
-კი,კი უეჭველი წაითამაშეთ!ეტყობა ამას რომ აშკარად თამაშობდა-ვთქვი და თითი ნიკისკენ გავიშვირე.
-აუ ბიჭებო წავედით ჩვენ  და თუ რამე დაგვირეკეთ-თქვა ნინამ.
-მოიცა,ჯერ ნიკს ჭრილობა დავუმუშაოთ-მერიემი წამლების ყუთისკენ წავიდა.
-მე ერთხელ უკვე დავუმუშავე,ახლა თქვენი ჯერია,მიდით და უმუშავეთ რამდენიც გინდა-ვთქვი მე და თან გველური ღიმილი ვესროლე ნიკს.
ნუ მოკლედ ყველაფერს მოვრჩით და გოგოები სახლში წამოსასვლელად ვემზადებოდით.
-მე გაგიყვანთ,ვინმემ არ მოგიტაცოთ-მანქანის გასაღებს დაწვდა ლუკი.
-ჩვენ რომ ვინმემ მოგვიტაცოს თქვენ რა გეშველებათ პაწკუ-ვუთხარი ლუკს.
-ხო აბა,უშენოდ მოვკვდები.
-ვიცი და მაგიტო ვარ შენს გვერდით ლამაზო.
მანქანაში ვიჯექით და მუსიკები გვქონდა ბოლო ხმაზე ჩართული,თან ვცეკვავდი და ღია ფანჯრიდან გარეთ გადავიწეოდი ხოლმე.
-შემოეთრიე გოგო შიგნით,პოლიცია არსად იყოს.
-ფეხებიც არ მომჭამოს ლუკ.
-შენ არა მაგრამ ჯარიმას მე ამარტყამენ.
-მე გადავიხდი რა იყო.
-არ მჭირდება.
-ისე მელ მგონი ნიკი მოგწონს.
-მეღადავები ლუკ?
-სულაც არა.
-შენი აზრით ვინმეს მოწონებაზე დავხარჯავ დროს?სად მცალია მაგისთვის.
-ხო ისეთი დაკავებული ხარ...
-დრო საერთოდ არ მაქვს:)ამდენი ღადავი საქმე არაა აბა?))
-მაგასაც ნიჭი უნდა))
-რომელიც თქვენ არც ერთს არ გაგაჩნიათ.
-სულ ნუ გველობ გოგო.
-რა ვქნა,ჩემი პროფესიაა.
ჩვენს კორპუსამდეც მივედით,მანქანიდან გადმოვედით და ლუკს დავემშვიდობეთ.
-ბიჭო შენ კიდე იმათთან წახვალ?
-ხო,ალექსიც იქაა.
-კაი,დავაი აბა,იქნებ როგორმე მოკლათ ის დეგენერატი.
-გეუბნები მოგწონსთქო და არ მიჯერებ.
-გაა*ვი ლუკ.
-მეც მიყვარხარ მელ.

_____________________________

Vote & comment ბოდიშით დაგვიანებისთვის ❤️❤️💖💖😁

from hate to love [COMPLETED] Dove le storie prendono vita. Scoprilo ora