Chapter 4

1.6K 62 4
                                    

Mell's Pove
მეორე დღეს ისევ კრისმა გამაღვიძა. რა თქმა უნდა სკოლაში წავედით. გაკვეთილებმა ისევ ჩვეულებრივად ჩაიარა,სკოლის შემდეგ პარკში წავედით ოღონდ ამჯერად ჩემი ძმაც წამოვიდა თავისი ძმაკაცებითურთ. სხვათაშორის ჩემი ძმა ჩემს გიჟ მეგობრებს კარგად იცნობს და მეგობრობენ კიდეც. მერიემი კიდე  მარტო კი არ ემეგობრება ქრაშავს,მაგრამ ჩემი ძმა ყურადღებასაც არ აქცევს. ამას მარტო გასართობი გოგოები ჭირდება,სერიოზულ ურთიერთობებს და სიყვარულობებს ჩემი არ იყოს თავს არიდებს. ერთი ღამის გოგოებთან ერთობა და ვსიო.
-აბა რა ვქნათ ახლა?რა გავაფუჭოთ?-ვიკითხე მე
-შენ სულ გაფუჭებაზე როგორ ფიქრობ გოგო-შემომიტია ჩემმა ძმამ
-ოოო შემეშვი რა
-პიცა ვჭამოთ-დაიძახა ჯონმა.
ჯონი და დევიდი კრისის ძმაკაცები არიან.
-ბაზარი არაა ვჭამოთ-აჰყვა დევიდი.
-კაი რა პიცა,ვიჯდე და ვჭამო?!არანაირად,წამოდით უბრალოდ გავერთოთ-ისევ ავწუწუნდი მე
-მე ვეთანხმები მელს-გვერდით ამომიდგა ნინა
-რავიცი მე პიცას შევჭამდი-ყოყმანით თქვა მერიემმა
-ჰმმ...პიცას შეჭამდი თუ უბრალოდ ჩემ ძმას გაყვებოდი?-სიცილი დავიწყე ბოლო ხმაზე
-მელლ!!!-დაჯღავლა შერცხვენილმა ქალბატონმა.
-კაი რა მერიემ,ხომ იცი ჩემი ძმისგან არაფერს უნდა ელოდო,პირდაპირ გეუბნები კიდიხარ-ვუთხარი მერიემს და კრისს გავხედე
-გულს ნუ უტეხავ გოგოს დეგენერატო-შემომიტრიალდა ჩემი ძმა
-აბა ტყუილად იმედები უნდა ჰქონდეს?მე სიმართლეს ვეუბნები და არ მინდა მერე გული გაუტყდეს-მერიემთან მივედი და მოვეხვიე
-ეგეთი უნამუსო გგონივარ დაიკო?
-არ ხარ ძამიკო?
-კაით,მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს-ჩემი ხელები მოიშორა მერიემმა
-უბრალოდ კინოში წავიდეთ,ყველა ერთად და დიდი პოპკორნის ყუთებით დავჯდეთ-წამოჭრა ახალი იდეა ლუკმა.
-კაი ბაზარი არაა-ერთად დაიძახეს ალექსმა და დევიდმა.
კინოშიც წავედით,რაღაცა რომანტიკას ვუყურეთ და დაწყდნენ ტირილით,მე კიდე სიცილადაც არ მეყო))
კინოდან რომ გამოვედით ჩემმა ძმამ გვითხრა:
-ბავშვებო ახლა გაგაცნობთ ჩემს ახალ ძმაკაცს,მეც სულ რაღაც ორი დღის წინ გავიცანი,კაი ტიპია ხოდა მინდა რომ ჩვენს სასტავში მივიღოთ.
-შენც ჩვენ სასტავს ეკუთვნი და არ ვიცი ძმაო?
-ანუ?
-წელიწადში ერთხელ გამოხვალ ჩვენთან ერთად და ვსიო?!ნურას უკაცრავად ჩვენ შენნაირი ბომჟები არ გვინდა ოკკ??
-თავს ნუ მაცემინებ გოგო
-ბავშვებო ხომ არ გინდათ მისნაირი უჟმურები?-გადავხედე ჩემებს
-ნახე,ნახე მერიემმა უკვე მოიწყინა-სიცილი ატეხა ნინამ
-გულს ნუ გაიტეხ მერიემ ვხუმრობთ-დააამშვიდა ლუკმა და მერე იმანაც სიცილი დაიწყო.
-მოგკლავთ ხალხო!ჩემი ხელით ჩამოგკიდებთ თოკებზე-თითის ქნევით გვითხრა მერიემმა.
-გაგვიმეტებ გულო?-თავი მოვისაწყლე.
-აი ისიც მოვიდა-დაიძახა ჩემმა ძმამ და გაჩერებული ბეემვესკენ წაიწია.
ჩვენს წინ შავმა დაგრუნტულმა ბეემვემ გააჩერა,რომლის მუსიკების ხმა ალბათ მარსამდეც აღწევდა:
-ღმერთო დიდებულო მემგონი ჩემნაირი ვიპოვე! ალილუია!-ეს ვთქვი და ხელები მაღლა ავწიე ისე თითქოს ღმერთს ველაპარაკებოდი და მისგანაც ველოდი პასუხს))
მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა,თეთრი გამჭვირვალე სათვალე ეკეთა და მოსაცმლის ქუდი ჰქონდა გადმოხურებული.
-პრივეტ შეჩემა-მიესალმა ჩემი ძმა
ისიც მოვიდა და ქუდი მოიხადა.
-სასტავს გაუმარჯოს-ბიჭებს ხელი ჩამოართვა გოგოებს კი ხელზე აკოცა,ჩემამდეც მოვიდა და ხელზე კოცნას აპირებდა მაგრამ ხელი ავუქნიე და ჩემი თმისკენ წამოვიღე.
-თავხედებს უფლებას არ ვაძლევ ხელზე მაკოცონ
-მელ როგორ იქცევი-ხელი შეუმჩნევლად მკრა ჩემმა ძმამ
-მართალი არ ვარ?-ვიკითხე მე
-თავხედებთან არც მე ვმეგობრობ-ალაპარაკდა ახალი
-თორე ხო გეხვეწებოდი ჩემი მეგობარი გახდითქო
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?-მკითხა ალექსმა
-არა უბრალოდ ლიფტში ადგილი დავუთმე-გამიღიმა ახალმა
-როგორ?შეიძლება გაიმეორო?-გაოცებული სახე მივიღე
-ყურს თუ გაკლია შემიძლია კარგი ექიმი გირჩიო-ისევ იდიოტური ღიმილი მაჩუქა
-საბედნიეროდ ჯანმრთელი ვარ
-ოოო მელ ყველგან პრობლემას როგორ ეძებ-ჩემმა ძმამ ისევ ამოიღო ხმა
-სხვის საქმეში შენს გრძელ ცხვირს ნუ ყოფ ძამიკო(არადა კაი ცხვირი აქ)
-ჰე ახლა რა იყოთ,ნუ დაჭამეთ ერთმანეთი,სირცხვილია პირველივე დღეს ნუ გამოვამჟღავნებთ ჩვენს სიგიჟეს-გაიცინა ლუკმა
-სხვა დღეებშიც ჩვენთან ერთად აპირებს ყოფნას?-ხელების ქნევით ვიკითხე
-მოვრჩეთ!აბა ბოულინგ კლუბში არ დავაწვეთ?-იკითხა დევიდმა
-ბაზარი არაა მაგრამ მელ შენი გადამკიდე ბიჭის სახელიც კი არ ვიცით-თქვა ნინამ
-არცაა საჭირო
-მე ნიკ ბრაუნი ვარ,19წლის.
-რაში გვაინტერესებს-ავიბზუე ცხვირი.
-წავედით,წავედით,თქვენ ლუკის მანქანით წამოდით,ჩვენ კიდე ნიკი წამოგვიყვანს-თქვა კრისმა
-ხო მოიყარეთ ერთნაირებმა თავი ერთად და რაღა გიჭირთ-ისევ დავგესლე ბიჭები
-შეურაცმყოფას ნუ გვაყენებ ლამაზო-შემეპასუხა დევიდი
-დიახადაც,მშვენიერი ტიპები ვართ-მხარი აუბა ჯონმა.
მე,ნინა,მერიემი,ლუკი და ალექსი ერთ მანქანაში ვიჯექით. დევიდი,კრისი,ჯონი და ნიკი მეორეში.
ბოულინგ კლუბში მივდიოდით,მე რა თქმა უნდა წინ ვიჯექი და მუსიკები ბოლო ხმაზე მქონდა ჩართული,ის იდიოტი კიდე ჩვენ გვეჯიბრებოდა და სიჩქარეს თანდათან უმატებდა.
-იმ გოიმს არ გავამარჯვებინებ,მიაწექი ლუკ
-ნუ ბავშვობ მელ
-არანაირად!აუჩქარე თუ გიყვარვარ.
თავბრუ დამეხვა ისე ჩქარა მივდიოდით,მაგრამ როგორც ყოველთვის მიზანს მივაღწიე,ის ახალი კი გაკვირვებული დავტოვე.
სხვათაშორის სიჩქარე ძაან მიყვარს და პატარა როცა ვიყავი ხშირად დავყავდი მამას რბოლებზე,რა თქვა უნდა მხოლოდ საყურებლად))
ბოულინგ კლუბშიც მივედით,მანქანებიდან გადმოვლაგდით და შენობაში შევედით.
-აბა,როგორ გავნაწილდეთ?-იკითხა ჯონმა
-მე გავანაწილებ,კაი?
-რატომ შენ?-მკითხა ნიკმა
-იმიტორო ასე მინდა
-იქნებ მე არ მინდა
-შენ არც არავინ გეკითხება
-ბულინგს აქვს ადგილი
-ხოდა საბაბს ნუ მაძლევ დაგაბულინგო
-შენ ვერც დამაბულინგებ პატარავ.
-შენი პატარა ტყეში დარბის წადი დაეწიე
-ჩემი პატარები ტყეში არ დადიან.
-აბა ბორდელში?
-შეურაცმყოფას მაყენებ,ხვდები?
-სრულიად გაუცნობიერებლად-ირონიულად გავუღიმე
-თქვენ კიდე ჩხუბობთ გოგო?-ჩემი ამჩემფეხება ძმა მოვიდა
-თვითონ მიწვევს-უთხრა ნიკმა
-ცილს მწამებს-შევუღრინე მე
-დაიშალეთ და საერთოდ ერთმანეთს ნუ უახლოვდებით.
ბეისბოლიც ვითამაშეთ,მაგრამ იმ იდიოტთან წავაგე:(
საღამოს 12 საათი იყო რომ დავიშალეთ.
მე და კრისი ერთად მივედით სახლში,ის თავის ოთახში წავიდა მე კი დედას დავეხმარე რაღაცაში,თუმცა მალევე ავედი ჩემს ოთახში,ცოტა წავიმეცადინე და დავწექი.

_____________________________

Vote & comment ❤️❤️❤️

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now