Chapter 11

1.1K 56 4
                                    

Mell's Pove
დილით როგორც ყოველთვის ჩემმა ძმამ გამაღვიძა.
-ადექი მელ,მივდივართ.
-სად?ასე ადრიანად?
-შენებმა დარეკეს დილიდან ვიწყებთო.
-აუ ჯერ ძაან ადრეა-წუწუნით ვთქვი და გვერდი ვიცვალე.
-რა არის გოგო ადრე 11 დაიწყო.
ჩემმა ძმამ ლოგინიდან გადმომაგდო და ძირს ბრახვანი მოვადინე.
-ვაიმე გვერდები...კრის მოგკლავ...
-მიდი ჩქარა მოემზადე და გავდივართ.
ავდექი. მუხლს აცდენილი ყვითელი,გაშლილი კაბა,ზემოდან შავი მკლავიანი მაისური და შავი კედები ჩავიცვი,თმა კოსად ავიწიე.
ქვემოთ ჩავედი.
-მზად ვარ კრის. დედა გავდივართ ჩვენ.
-დილიდან იწყებთ?-მკითხა დედაჩემმა.
-ვერ შევძლებთ?-სიცილით ვუთხარი.
გამოვედით. გარეთ ლუკის და ნიკის მანქანები გვიცდიდნენ.
ლუკის მანქანიდან ნინა,მერიემი,ალექსი და ჯონი გადმოვიდნენ.
-ჰმმ... ვფიქრობ ჩემი ადგილი დაკავებულია-ჩაფიქრებული სახით ვთქვი.
-არა,მე გადავდივარ-თქვა ჯონმა.
-კიდევ კარგი,თირემ გული გამისკდა,იმ უპრავოს მანქანაში მომიწევდა დაჯდომა.
-როგორ?-მანქანიდან თავი გამოყო ნიკმა-უპრავო?მე მელი კი არ ვარ.
-ნურას უკაცრავად მაგრამ შეგახსენებ რომ 16 წლის ვარ და როგორც კი 18ის გავხდები პრავასაც ავიღებ.
-არამგონია,მაგრამ წარმატებები.
ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ და წავედით.
მაღალი სიჩქარე,გაზის პედალი,მუსიკები ბოლო ხმაზე,ღია ფანჯრები,სიმღერა,ცეკვა,შეძახილები,მანქანებით შეჯიბრი,მუხრუჭების ხმა,საბურავების მკვეთრი სუნი და ბოლოს პოლიციის სირენის ხმა. ჯანდაბა!აგვეკიდნენ!
-მიდი მიადგი მაინც ვერ დაგვეწევაა-თქვა ალექსმა და ტელეფონში კამერა ჩართო.
-არა ლუკ,გააჩერე,განყოფილებაში წაგვიყვანენ-უკმაყოფილო სახით ამოილუღლუღა მერიემმა.
-მერიემი მართალია,ჯარიმა გადავიხადოთ და ვსიო.
ჩვენს წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა. პოლიცია მიადგა და მანქანიდან ნიკი გადმოვიდა. ოფიცერი ჯარიმას წერდა და თან ნიკს ესაუბრებოდა. ჩვენც ნიკის მანქანის გვერდით გავაჩერეთ.
-თქვენი მართვის მოწმობა თუ შეიძლება-პოლიციელმა ნიკს მიმართა.
-აი ინებეთ-მიაწოდა ნიკმა მოწმობა.
პოლიციელმაც საბუთების თვალიერება დაიწყო,ჯარიმები ამოწერა და გაგვიშვა.
გზა განვაგრძეთ,ოღონდ ამჯერად ნიკისანქანაში მომიწია გადასვლა,იმიტომ რომ ჩვენთან ჩემი ძმა გადმოჯდა იმათ ვუთხარი ჩვენი დღევანდელი მარშრუტი ახლა შენებს ვეტყვიო. მეც სხვა გზა არ მქონდა და იმ იდიოტთან დავჯექი.
-ბიჭებო მიესალმეთ საპატიო სტუმარი გვყავს-დაცინვით თქვა ნიკმა და უკან მჯდომებს გადმოხედა.
-დამცინი?
-არასწორად გაიგე.
-ხო როგორ არა.
-გეწყინა?
-ეგრე ადვილად ვერ მაწყენინებ ნიკ.
-დრო გვიჩვენებს ლამაზო.
-რამდენჯერ გითხარი შენი ლამაზი არ ვართქო თუ გინდა ფანჯრიდან გადაგაგდო.
-როგორი ამბიციური ხარ.
-ჩვენ რა თქვენ ჩხუბს უნდა ვუყუროთ?-უკმაყოფილო ხმით თქვეს ბიჭებმა.
-ჩხუბს?ჩვენ არასდროს ვჩხუბობთ,არა მელ?-ისევ გაიცინა.
-ნახე რა,კიდე დამცინის,რანაირად არ ვეჩხუბო ახლა?-ცხვირი ავიბზუე, ხელები გადავაჯვარედინე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
-აბა ეგრე ადვილად არ ვბრაზდებიო?-კიდევ იცინოდა.
-შემეშვი რა-ხელი ავუქნიე.
-გოგოს ნუ აბრაზებ ნიკ,არ იცი ვისი დაა?-სიცილით თქვა დევიდმა.
-როგორ მეშინია მისი ძმის...ვკანკალებ.
-მუსიკები ჩართეთ თუ შეიძლება აღარ შემიძლია ამ უაზრობის მოსმენა.
-ხო იცი რომ ვხუმრობთ-მომმართა დევიდმა.
-შენ რას გერჩი,ეს გყავთ გოიმი.
-ოჰოო!აღიარე რომ გიგებს ძმაო-ნიკს მიაძახა ჯონმა.
მუსიკები ჩავრთე და ბოლო ხმაზე ავუწიე თან ფანჯარაზე შემოვსკუპდი და წინ მიმავალ ჩემებს დავუქნიე ხელი. მეორე მანქანიდან ნინა და მერიემიც გადმოძვრნენ და მთელი გზა ასე მივდიოდით ცეკვა-ცეკვით.
მივედით,ოღონდ სად არ ვიცი.
-აბა,ჩავლაგდეთ-დაიწყო ნიკმა.
-სად ვართ?რა გვინდა აქ?რა უნდა გავაკეთოთ?რა დაგეგმეთ?
-ამოისუნთქე გოგო რა იყო-მითხრა დევიდმა.
ნიკმა კარი გააღო და ძირს ჩავიდა,დევიდი და ჯონიც გადავიდა,ნუ მე მანქანაში რა მინდოდა მარტო და თავისთავად მეც ჩავედი.
წინ მდგომი მანქანიდან კრისი,ალექსი,ლუკი,მერიემი და ნინა გადმოვიდნენ.
-ჰმმ...ვფიქრობ ბიჭებმა უჩვენოდ დაგეგმეს ყველაფერი-თქვა ნინამ და გამჭოლი მზერა გააყოლა წინ მიმავალ ბიჭებს.
-ალექს,ლუკ თქვენც იცოდით?-იკითხა მერიემმა.
-შეიძლება-ჩაიცინა ალექსმა.
-როგორ?მომეჩვენა რამე?-თვალებ მოჭუტულმა ვკითხე.
-კაით,ნუ დგახართ აქ,შევიდეთ და ყველაფერს ნახავთ-ჩემმა ძმამ შენობის შესასვლელი კარი გააღო და რევერანსით გოგოებს გზა დაგვითმო.
-როგორი ჯენტლმენი ხარ ძამიკო.
-ვერც კი წარმოიდგენ დაო.
დიდ დარბაზში შევედით,ირგვლივ ყველაფერი ფოტოებით იყო აჭრელებული,რომლებზეც ფილმებიდან ამოჭრილი კადრები იყო გამოსახული,აშკარად კინოთეატრში მოვედით.
-ფილმს უნდა ვუყუროთ?-კითხვისნიშნებიანი გამომეტყველება მივიღე.
-არა.
-აბა აქ რა გვინდა?
-ფეხბურთზე რა აზრის ხარ?-მკითხა ჯონმა.
-ღადაობ?ფეხბურთის საყურებლად მოვედით?
-ჰო,რაიყო არ გიყვართ ფეხბურთი?
-ბარემ აქ ვართ და "ელვა მაქვინსაც" ხო არ ვუყუროთ? ან რამე რბოლებს-სიცილნარევი ხმით ვთქვი.
-ფეხბურთი მართლა არ გიყვართ?-გვკითხა დევიდმა.
-ძმაო ერთად მაინც არ ვცხოვრობდეთ,არ იცი რომ ფეხბურთის ყურებაში დროს არ ვხარჯავ?
-აუ ჰო რაა,არ გვინდა ფეხბურთი-აწუწუნდა ნინაც.
-რადგან მოვედით ვუყუროთ,თან მაგარი თამაშია დღეს-დაიწყო ნიკმა.
-არა!-მტკიცე უარი ისროლა მერიემმა.
-კაი მაშინ სხვაგან წავიდეთ-თქვა ჩემმა ძმამ.
-მიყვარხარ ძმაო-მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
-მხოლოდ იმიტომ რომ მერე მთელი დღე თქვენი წუწუნის მოსმენის თავი არ მაქვს.
-ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
-აბა სად მივდივართ?-ყველას გასაგონად იკითხა მერიემმა.
-მოდი ბილიარდზე წავიდეთ-ახალი ვერსია შემოგვთავაზა ნიკმა.
-ჩვენ ბილიარდი არ ვიცით-მოწყენილი სახით თქვა ნინამ.
-ბიჭები გვასწავლიან-თქვა მერიემმა.
-ბიჭები თუ მარტო კრისი?-გველური სისინით ვუთხარი მერიემს.
-მელ!თავს ნუ მაცემინებ.
-ვითომ ეწყინა ახლა-ამყვა ნინაც.
-კაით,მორჩით-გაბრაზდა მერიეემი.
-კაი. ანუ ყველა ბილიარდზე მივდივართ-ერთად დაიძახეს ჯონმა და დევიდმა.
-აბა წავედით!-დაიყვირა კრისმა და მანქანებისკენ წავედით...

_____________________________

Vote & comment 💖💖

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now