love

480 46 14
                                    

ქაიჰუნის თვალთახედვით:

უკვე ორი კვირა გავიდა რაც აქ გადმოვედით. სულ რაღაც სამი დღის წინ ჩამოფრინდნენ ახალდაქორწინებული წყვილი. მე და მარკი სახლში უნდა დავბრუნებულიყავით მაგრამ დეიდა მეიმ ჩვენი გაშვება არ მოისურვა ამიტომ ახლა აქ ვცხოვრობთ.

ბიჭები უკეთ გავიცანით და დავრწმუნდით რომ ძალზედ კარგი ადამიანები არიან და საქმიანობა რომლითაც ისინი არიან დაკავებული საერთოდ არ არის "შავი".

სიმართლე გითხრათ ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდა დავმეგობრდით კიდეც მაგრამ ჯინის რა მოგახსენოთ.

ის ჯერ კიდევ ვერ ეგუება ნამჯუნს.არ მოსწონს მისი სიახლოვე,თუმც ეს მხოლოდ ნამჯუნს ეხება დანარჩენებს კი მშვენივრად უგებს.

მე თუ მკითხავთ მისი საქციელები გადამეტებულია. ნამჯუნს მისთვის არაფერი დაუშავებია. ჯინი მას წურბელასავით მიეწება და სისხლს უშრობს. ამის გამო ჯუნი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს. თავის სახლში წყნარად ვეღარ გაუვლია.

თუმცა ჯინმა თავისი თავი დაიფიცა რომ მას სიკვდილს მოანატრებდა ის კი უდიდესი ნარცისი და სიტყვის კაცია ამიტომ იქცევა ასე.

მაგრამ მოდით ცოტახანი თავი დავანებოთ მათ და ჩემ მდგომარეობას გადავავლოთ თვალი.

არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის როცა შონუ მიყურებს, მიღიმის და კომპლიმენტებით მავსებს რაღაცა მემართება. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენო, თავბრუ მეხვის და სულ მთლად ვწითლდები.ის ყოველთვის ცდილობს დამეხმაროს, დამიცვას ეს კი საშინლად მომწონს.

ახლაც გადავწყვიტე საყიდლებზე წასვლა და ისიც ძაღლივით ამეკიდა. განაცხადა ახალი ტანსაცმელი მაქ საყიდელი და ერთად წავიდეთო.

მთელი დღეა დავბოდიალობთ ამ უშველებელა მაღაზიაში და ძლივს ავარჩიეთ ტანსაცმელი.

wRoNgWhere stories live. Discover now