As You Wish

197 10 25
                                    

მესამე პირი:

გაბრაზებული ნამჯუნი თავისი ოთახისკენ მიემართება. კარებთან მისული ღრმად უშვებს ფილტვებში ჰაერს, თავს იმშვიდებს, რათა თავის ტყუპისცალს გახარების მიზეზი არ მისცეს.

სახეს ასერიოზულებს და კარებს აღებს. შიგნით შესული კარებს საკეტით კეტავს და ნელი ნაბიჯებით მიემართება ოთახში მდგარი სავარძლისაკენ, სადაც კომფორტულად თავსდება და კედელზე გაკრულს დამცინავ სახეს ესვრის.

-არემ, არემ, არემ... როგორც ყოველთვის ბევრ პრობლემას ქმნი... როგორ ვერ დაიმახსოვრე რომ ამით მხოლოდ შენს თავს ვნებ

ნამჯუნის დამცინავი ტონი უფროსის გაბრაზებას იწვევს, მაგრამ მისი შინაგანი მე არ აძლევს ამ სიბრაზის გამოჩენის უფლებას და ცდილობს უმცროსს საპასუხო ზიანი მიაყენოს

-მართალი ხარ, მაგრამ როგორც ჩანს ახლა ყველაფერი გამომივიდა, ისე ძამიკო შენი საყვარელი ჯინი როგორი გემრიელია, კიდევ როდის მომიყვან?!

მისი სიტყვები უმცროსმა ცულ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მართალა მის საყვარელ ადამიანზე ასეთი რამის გაგება სისხლს უდუღებს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. მისი უფროსი ძმა ფსიქოპატია, მცირედი სისუსტის გამოვლინებაც კი საკმარისი იქნება დამარცხებისთვის, ამტომ იგი ჩვეულ მდგომარეობას ინარჩუნებს და აუღელვებლად შეექცევა ღვინოს.

-იცი მეცოდები... ჩემს წინ ხელ-ფეხ შეკრული დგახარ, ბოდიში კიდიხარ და ცდილობ ჩემზე ზემოქმედებით თავი დაიძვრინო, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით რომ ეს არ მოხდება და იცი რატომ?!

ცოტახანი ჩუმდება, ღვინოს სვამს და უფროსს თვალს თვალში უყრის

-იმიტომ რომ მე გამარჯვებული ვარ შენ კი უბრალო ლუზერი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ზურგს აქცევს, შენ იმდენად საბრალო ხარ რომ მსოფლიოში არსებულმა არცერთმა ფსიქიატრიულმა არ მიგიღო

wRoNgWhere stories live. Discover now