Chapter 36

1.1K 58 4
                                    

4 years later
-მამიკოო- მეძახის თავისი წრიპინა ხმით და წამებში ვგრძნობ მის პატარა სხეულს რომელიც მყარად მხვევს ხელებს .
-პატარავ , როგორ მომენატრე - მასზე მიკრული ვჩურჩულებ , თავს მის ყელში ვრგავ და თავზე კოცნას ვუტოვებ , თან ვცდილობ ელიზაბეთის მოშორების გარეშე სახლში როგორმე შევიდე .
-მამიკო მოვიდა . ვაჩე , სწრაფად ჩამოდი . ნახე , მამიკო მოვიდა . მამიკო როგორ მომენატერეე - ისევ მე მომიბრუნდა ლიზი და კვლავ ფეხზე მომეხვია .
-მეც მომენატრე ლიზ . დედიკო სად არის? მარტო რატომ ხართ?
- დედიკო სკოლაში წავიდა , დირექტორმა დაიბარა - ბოლო სიტყვებზე თავი დახარა და ქვევიდან ამომხედა . კიბეებზე ვიღაც მთელი სისწრაფით დაეშვა და ჩემსკენ მთელი ძალით გამოექანა .
- ეეეიი ჩემპიონოო - ხელში ავიტაცე ჩემი პატარა ვაჟი და ჰაერში დავატრიალე . რა წამსაც ლიზის გაბუტულ სახეს დავლანდე . სავარძელზე დავჯექი და ორივე კალთაში ჩავისვი .
-აბა ? რა ხდებოდა ჩემს აქ არ ყოფნაში? რა გამოვტოვე? - ვკითხე , თან ვაჩეს თმა ავუჩეჩე . მათაც დაიწყეს საუბარი და ყველაფრის მოყოლა როგორც იციან . ჩემი პატარა სულელები , როგორ მენატრებოდნენ . საუბარში იმდენად გავერთე ვერც კი შევნიშნე როდის გაიღო კარი და იქიდან გაბუტული სოფია შემოვიდა . მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება როცა მისი ბუზღუნი გავიგე
-რა ჩემი ბრალია , გოგოს პატივისცემა ისწავლოს და არც მე დავარტყავ .
- სოფია გაჩუმდი , ნუღარ აგრძელებ თავი მეტკინა - უკან დაქანცული ელენა შემოყვა . როგორც ჩანს ვერც ერთმა შემამჩნია რადგან ტყუპებს შორის ვარ ჩამჯდარი და თავისი ბუჩქისავით თმებით მთლიანად მიფარავენ სახეს .
-დედიკო იცი? მამიკო მოვიდა - შეპარვით უთხრა ლიზიმ და გაიბადრა
-კარგი რა ლიზ ხო ხედავ ისედაც ცუდ ხასიათ.... მამა? - რა წუთსაც შემამჩნია გაიცინა და ჩემსკენ გამოექანა .- მამიკო როგორ მომენატრე .
-ჰარი? - გავიგონე ხმა რომელიც ამ ქვეყნად ყველაფერს მერჩივნა - ჰარიი - ამჯერად დაიკივლა ელენამ და სიცილტირილით ჩამეხუტა .
-პატარავ - ამოვიბურდღუნე მის თმებში და უფრო ძლიერად მოვხვიე მკლავები - ჩემი ყველაზე დიდი პატარა - ამაზე ორივეს გაგვეცინა და ერთმანეთს მოვშორდით . წამიერად ერთმანეთს ვაკოცეთ და ხელგადახვეულები შევბრუნდით ბავშვებისკენ რომლებიც ღიმილით გვიყურებდნენ .
- აბა? ვის უნდა თევზის სტეიკი? ოჯახურ ვახშამზე რა აზრის ხარ ძვირფასო? - ვკითხე ელენას და ტუჩებზე ნაზად ვეამბორრე.
- რა პრობლემაა შენ გააკეთებ - მანაც სიცილით მიპასუხა და ხელი მუცელზე დაიდო . - ჰარი , მგონი მასაც უნდა ოჯახური ვახშამი - დაჭყანული სახით თქვა , რაზეც კიდევ უკვე მეორედ ცხოვრებაში დავქაჩე თვალები და აფორიაქებულმა თმაში ხელი შევიცურე .
-ჯანდაბა , ანუ საჭმელი ექვსისთვის უნდა გავაკეთო - დაბნეულმა გახუმრება ვცადე და ელენას დაჭყანულ სახეს შევხედე .
-ჰო , ოღონდ ჯერ სამშობიარო მოვინახულოთ - ასეთივე სახით მიპასუხა და უარესად დაიჭყანა .
ჯანდაბა , ნამვილად საუკეთესო ოჯახური ვახშამი გამოგვივა .

დასასრული

Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz