Chapter 23

678 53 12
                                    

ELLE'S  P.O.V

როგორც იქნა დადგა ეს საშინელი დღეც. ჩემი დაბადების დღე . დღეს მე და მისტერ სტაილსი ოფიციალურად მოვაწერთ ხელს და ერთმანეთს ყალბ სიყვარულს შევფიცებთ . ჰაჰაჰა ძალიან ბედნიერი ვარ . გუშინ მთელი ღამე ტირილში გავათენე , თვალები ალბათ საშინელ დღეში მაქვს . იმ დღის შემდეგ ჰარი არ მინახავს . ზეინი კი ძალიან უცნაურად იქცეოდა . ყოველ დღე და ყოველ წუთს მამოწმებდა , მირეკავდა, მწერდა , მაკითხავდა. რამ გააგიჟა ვერ ვხვდები თუმცა არ მგონია ზეინს ასე უცებ უმიზეზოდ მონდომებოდა ჩემი კუდში დევნა .
რაც არ უნდა იყოს დღეიდან ყველაფერი შეიცვლება და ეს მაშინებს .
-საყვარელოო გაიღვიძეე მომზადება უნდა დავიწყოთ - ღიღინით შემოდის დედა ოთახში და როგორც კი საწოლზე წამომჯდარს მხედავს ეღიმება .
-დაბადების დღეს გილოცავ ანგელოზო - მიღიმის და ჰაეროგან კოცნას მიგზავნის . მეც მსუბუქად ვუღიმი და ჩემს ტანს თხელ პლედს ვაშორებ .
-კარგი .. იბანავე .. მალე ვიზაჟისტი აქ იქნება და მოგამზადებს . - მეუბნება დედა და ოთახიდან გადის . თავს ვაქნევ და ღრმად ვოხრავ . საწოლიდან ვდგები და აბაზანაში შევდივარ . თავის მოწესრიგების და უბრალო ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ დაბლა ჩავდივარ . უკვე ყველაფერი მზადაა , კაბაც თავის ადგილას კიდია და ელის როდის ჩაიცვამს მას ულამაზესი უბედური პატარძალი . უკვე 11 საათი სრულდებოდა . 1:30 ზე ცერემონია იწყებოდა. სახლში აქეთ-იქით სირბილი არ წყდებოდა , ყველა დარბოდა და ფუსფუსებდა . რამდენიმე ადამიანი ერთად მეხვია თავზე . ზოგიც ჩემს მაკიაჟს , ზოგიც თმას , ზოგიც კი შტრიხებს ასწორებდა .
11:20 - ვზივარ და ველოდები როდის გავბედნიერდები
11:35- ისევ იგივეს ველოდები .
11:50- მშობლები ჩამოდიან და მამა პირველად ცხოვრებაში შუბლზე კოცნით მაჯილდოვებს .
12:00 - ისევ ვზივარ .
12:05- ლისა მოდის ულამაზესად გამოწყობილი (ლისა მეჯვარეა)

 12:05- ლისა მოდის ულამაზესად გამოწყობილი (ლისა მეჯვარეა)

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Where stories live. Discover now