Prologue

2.5K 73 7
                                    

ველოდებოდი.
მიუხედავად უიმედო ბრძოლისა მაინც ველოდებოდი .
გაზაფხულის ცივი , გიჟი ქარი თმებს მილიონ ნაწილად ყოფდა . გულიც ასე იყო  , უთვალავ ნაწილად დამსხვრეული , დასახიჩრებული , დამპალი .
ვნატრობდი - ნეტავ , ფიზიკური ყოფილიყო ჩემი ტანჯვა .
ვიდექი უმოქმედოდ ყვავილებიან მდელოზე , იმედდაკარგული , გაფერმკრთალებული  , ჩამქრალი თვალებით და ახალამოწვერილი იების ცქერით ვტკბებოდი .
მენატრებოდა სუნთქვა რომელიც ასე გავს მის ღიმილს
უკანასკნელ წუთამდე მწამდა , მოვიდოდა , არ დამტოვებდა .
თუმცა არსად ჩანდა მისი კუპრივით მწვანე -მანათობელი თვალები . არსად ჩანდა  თმა , რომელიც მუდმივად აბურდული იყო . არსაიდან ისმოდა ლაღი, ბედნიერი სიცილი . ის ღრმულებიც აღარ ჩანდა მერომ ასე მიყვარდა !
ეს სასჯელია!
ის უკანასკნელიც წამართვეს რაც გამაჩნდა !
გული წამართვეს .
სუნთქვა წამართვეს .
გაზაფხულის სურნელება დამაკარგვინეს.
სინათლე წამართვეს !
ჩემი გული მასთან ერთად გაჩერდა !
და მაინც , ვდგავარ ამ ბნელ , მყრალ , უჟანგბადო გარემოში და ციდან შველას ველი !
ველოდები .
მიუხედავად უიმედო ბრძოლისა მაინც ველოდები . ცხელი მარილიანი სითხე ჩემს დამჭკნკარ სახეზე მიიკვლევს გზას და მთელს ორგანიზმს ედება . თურმე  ისეთი მონატრებაც არსებობს,სულიდან მოყოლებული, ძვლებსაც რომ აგიტირებს და თვალებს დაგწვავს ცხარე ცრემლებით.
ჩემს ტუჩებს მხოლოდ ერთი სიტყვა წყდებოდათ , ჩემ გულს მხოლოდ ერთი სიტყვა აფეთქებდა , ჩემი ტვინი მხოლოდ ერთ სიტყვას გაჰკიოდა , თითოეულ ორგანოში ერთი სიტყვა ჩქეფდა .

-ჰარი......

ჰააითთ <3
მოკლედ ჩემი პირველი მოთხრობაა და იმედი მაქვს მოგეწონებათთ <3
Vote&comment  please ! 😂❤️
love u all guizz <3 <3

Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Where stories live. Discover now