Chapter 33

654 53 5
                                    

შეგიძლიათ მომკლათ , უფლებას გაძლევთ.

-მოვიდა - ამოვთქვი და კიბეებზე დავეშვი . კართან ცოტახნით შევყოვნდი , ვიცოდი კარს იქით ჩემი ძმა იდგა , ყველანაირი ენერგია და აქამდე დაგროვილი მონატრება მოვიკრიბე და კარები გავაღე. ჩემს წინ ლუი და ლიამი იდგნენ , ღიმილიანი სახეები ქონდათ . ლუის ხელები უკან ჰქონდა გადაჯვარედინებული , ლიამი კი ცალი ხელით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა , ცალი კი მუცელზე ჰქონდა მიდებული .
-გამარჯობაა ელეე - დაიყვირა ორივემ და სახლში შემოვარდნენ . ბავშვები , როდის გაიზრდებიან?
გადამეხვივნენ და მისაღებში შევიდნენ .
-სიძე შე ძველოო - თავში ხელი წამოარტყა ჰარის ლიამმა და სიცილით გადაეხვია . მათი შემხედვარე სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა .
-აბა ? რა ხდება რატო შევიკრიბეთ? - იკითხა ლუიმ . ნამდვილი მიზეზის გახსენებისას სახე დამისერიოზულდა და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე .
- ჯერ მითხარით რამეს დალევთ? მერე მე წავალ და მარტოებმა ილაპარაკეთ - ვკითხე ? საპასუხოდ ჰარის ღიმილი დავიმსახურე , თვალი ჩამიკრა და პირის მოძრაობით  'კარგი გოგო' თქვა .
-მეე საჭესთან ვარ დაა .... ალუბლის წვენი მინდააა შავი საწრუპით- წამოიძახა ლიამმა . ზუსტად ისე როგორც მე ვსვამ . შეუმჩნევლად გამეღიმა და ჰარის შევხედე რომელიც მიყურებდა და იღიმოდა , შემდეგ კი თვალი ჩამიკრა და კვლავ ბიჭებს შეხედა .
-მე ლუდს დავლევ ელე - თბილი ღიმილით მითხრა ლუიმ . გავუღიმე და მისაღებიდან გამოვედი .
ლუი თუ ლიამი?
ლუი თუ ლიამი?
ლიამი .
არა მგონი ლუი .
არა ლიამი .
ლუი თუ ლიამი?
ჭიქებში ლუდი და წვენი ჩამოვასხი , ლიამს შავი საწრუპი ჩავუდე , მიწისთხილი ავიღე და სამზარეულოდან გამოვედი .
-ესეც თქვენი შეკვეთა ბატონებო - ღიმილით მივიტანე , თუმცა წარბები შევკარი რაწამსაც მათი სერიოზული სახეები დავინახე . ბიჭებს ჭიქები დავუდგი , მიწისთხილი შუაში ჩავდე , გავუღიმე და კიბისკენ წავედი .
-ელე ..ამმ თუ გინდა დარჩი - თქვა ჰარიმ და იმედიანი თვალებით შემომხედა . მხრები ავიჩეჩე და დივანზე ჰარის გვერდით ჩამოვჯექი  . ჰარიმ ხელი ჩამკიდა და თავის ფეხზე დადო .
-მოკლედ უკვე იცით რა სიტუაცია , უნდა გავარკვიოთ ყველაფერი . - თქვა ზეინმა და საზურგეს მიეყრდნო.
- ანუ ახლა მე უნდა დაგეხმარო საკუთარი დის პოვნაში? - შეპარვით იკითხა ლიამმა და თავი მოიფხანა - ამხელა ინფორმაცის ერთ დღეში გადახარშვა რთულია ზეინ . მე არაფერი მახსოვს  იმის გარდა რომ ძალიან მიყვარდა . ისიც არ მახსოვს როგორი იყო . რთული იქნება მისი პოვნა - გული უკვე გაგიჟებული იყო და ამოხტომა უნდოდა.
'მას არ ახსოვხარ'
'არ ახსოვხარ '
'არ ახსოვხარ '
'არ სჭირდები '
'შეეშვი'
'არ ახსოვხარ ' .
-გაჩუმდი- დავიყვირე და თვალები დავხუჭე . ჰარიმ ხელები მომხვია , ლიამმა კი გაოგნებული თვალებით შემომხედა -ბოდიში , შენ არა ლიამ . უბრალოდ .. არაფერი . განაგრძე . - ჰარი თავზე მკოცნიდა და თან მეჩურჩულებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო . არაფერი იქნება კარგად , მას არ ვახსოვარ .
'არც შენ გახსოვდა ' .
-ლიამ ის უკვე ნაპოვნია და შენ გეძებს - ნელნელა თქვა ზეინმა და შემომხედა .
-რა? არა მე მზად არვარ ზეინ . ახლა არა . გთხოვ , ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო . ჯერ არა .
-ლიამ ის ..
-ზეინ ახლა არა , არ შემიძლია - უფრო ხმამაღლა გაუმეორა ლიამმა
-მე ვარ - წამოვიძახე უცებ და თვალის კუთხიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე . ლიამმა გაფართოებული თვალებით შემომხედა . ოთახში ჰაერი დაიხუთა , სიჩუმეს მხოლოდ ხუთი ადამიანის სუნთქვის ხმა არღვევდა . მოულოდნეელად ლიამმა მაგიდას ხელი დაარტყა და  კარებისკენ გინებით წავიდა .
-ლიამ სად .. - დაუყვირა ჰარიმ თუმცა ლიამმა დასრულებაც არ დააცადა .
- უნდა ვიპოვო . ის დედამოტყნული კაცი უნდა ვიპოვო . სასწრაფოდ .

ხოო შეგიძლიათ მართლა მომკლათ . ჩემი ბრალია . მუზა არ მქონდა საერთოდ :( <3 ხვალ სოფელში მივდივარ და იქ უფრო მეტი დრო მექნება საწერად ❤️ სოუ მიყვარხართ რაა ძალიან და ველოდები კომენტარებს ❤️
•ვაფშე გაგრძელება ღირს? მგონია რო არ მოგწონთ :/

Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Where stories live. Discover now