Chapter 15

728 54 7
                                    

-დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი 2 უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში - დაიწყო მამამ და ღიმილი გვაჩუქა - პირველი , მინდა გაცნობოთ რომ მეორედ მამა გავხდები , და ძალიან დიდი იმედები მაქვს რომ ბიჭი იქნება - ტაშის ხმა არ წყდებოდა , მე კი გაოცებული ვიჯექი და ჩემს მშობლებს ვუყურებდი . 17 წლის ასაკში და ან ძმა უნდა მეყოლოს? მაგარია .
-ახლა კი მთავარ საკითხზე გადავიდეთ , 50 ს  უკვე გადავაცილე - ამის თქმისას ყველამ ჩაიცინა ,  ზოგიერთისგან შეძახილებიც მოისმა მაინც ყოჩაღი ხარ ბიჭი გააკეთეო . აგჰ უკვე მაღიზიანებს ეს სიტუაცია , მალე თქვან რაც ხდება , უკვე გულს მირევე აქ ყოფნა . - გადავწყვიტე პენსიაზე გავიდე . ჩემს ბიზნესს კი  გამგრძელებელი ჭირდება . ელე- ჩემსკენ გამოიხედა და გამიღიმა - 2 კვირაში 18 ის ხდები და საპატიო ადგილი გიხმობს დირექტორის სავარძელზე . თუმცა ისიც კარგად ვიცით რომ ამხელა ბიზნესს მარტო ვერ გამართავ . ამიტომ გადავწყვიტეთ ზუსტად შენს დაბადების დღეზე , შენ და მისტერ  სტაილსი დაინიშნებით . გილოცავთ . დარწმუნებული ვარ ერთად საუკეთესო სადირექტორო დუეტს შექმნით და ერთმანეთს გაზრდით . ბედნიერებას გისურვებთ შვილო . - ყურებში აღარაფერი მესმოდა , ვეღარაფერს ვხედავდი გონება დამებინდა . მათ რა მართლა უნდათ რომ გამათხოვონ? ასე უცებ ადგნენ და ჰარიზე მეთხოვებენ ? მათთვის მხოლოდ ბიზნესის გამგრძელებელი ვიყავი ყოველთვის . შვილი კი ახლა მოუნდათ და მეორე გააკეთეს . არც კი მჯერა რომ ეს გამიკეთეს . ჰარიზე . ჰარიზე მათხოვებენ , მხოლოდ იმიტომ რომ ბიზნესი არ ჩავარდეს . ზეინის ხელი ვიგრძენი რამაც რეალობაში დამაბრუნა . ხელი გადამხვია და მიმიხუტაა . თან ყურში მეჩურჩულებოდა , ძალიან ვწუხვარ ჩემო პატარავო . ჯერ კიდევ ვერ მოვედი გონს . გაშეშებული ვზივარ და ვცდილობ არჩევანი გავაკეთო ჩემს ცხოვრებასა და მშობლებს შორის . მგონი ჯობია ისინი ავირჩიო. ნელ ნელა , მტკივნეულად ვიმოქმედო და ისევე ვატკინო როგორც მათ მატკინეს . უკვე იმედგადაწურული მშობლების სახეების დანახვისას , მათგან მოულოდნელად გავიღიმე . ფეხზე წამოვდექი და ჰარისაც ვანიშნე ამდგარიყო .
- დედა , მამა , დღეს თქვენ საუკეთესო საჩუქარი გამიკეთეთ . უკვე ისედაც ვაპირებდიყ მე ფა ჰარი თქმას რომ ერთმანეთი გვიყვარდა . ამ პროცესმა კი ყველაფერი დააჩქარა . - ჰარი გაოცებული მიყურებს და ვერაფერს ხვდება რა უნდა გააკეთოს , ეს რა იდიოტია? ბოლოს ჩანაფიქრს მიმიხვდა , ფართოდ გაიღიმა, მკერდზე მიმიკრა და ჩემს მაგივრად განაგრძო საუბარი .
-თქვენი შვილი უბედნიერეს ადამიანად მაქცევს . დარწმუნებული ვარ ასახელებს თქვენს სახელს . - ფეხის წვერებზე ავიწიე და ჰარის მოწყვეტით ტუჩებზე ვაკოცე . მშობლებისკენ გავაპარე თვალი რომელიც ღიმილიანი და აცრემლებული , ბედნიერი სახით გვიყურებდნენ . აი ასე , მალე ეს ცრემლები ტანჯვისგამ იქნება და არა ბედნიერებისგან . მაგიდა აიშალა . ჩვენთან მოდიოდნენ და გვილოცავდნენ . მეც გაკრეჭილი ვიღებდი მოლოცვებს და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ზეინის მწველი მზერისთვის რომელიც ზურგს მწვავდა . საღამო დასრულდა . ნებართვა ვითხოვე , ყველას დავემშვიდობე და ოთახში ავედი . კარების დახურვა და ჩემი ტირილი ერთი იყო . კართან ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე ტირილი დავიწყე .
-რატომ ღმერთო რატომ , ბავშვობა წამართვეს , ახლა მომავალსაც მართმევენ . რატომ . რა დავაშავე ? - ცრემლები წვიმასავით მოდიოდა . ცხოვრებაში ასე არასდროს მიტირია . მე ვთხოვდები . ჰარი სტაილსზე ვთხოვდები . და თურმე ბედნიერი უნდა ვიყო . ნამდვილად , მე ნამდვილად ბედნიერი ვიქნები . დამიჯერე ძალიან ბედნიერი ვიქნები ჰარი სტაილს ...ფიქრი და ტირილი კარზე კაკუნმა გამაწყვეტინა . ფეხზე ზლაზვნით წამოვდექი , ცრემლები მოვიწმინდე და კარი გავაღე . ზეინს ხელები მოემუშტა , ნესტოები დაებერა და თვალები დაექაჩა . სწრაფად სუნთქავდა , რაც იმას ნიშნავს რომ კარგი დღე არ მელის .
-შენი მოკლე ჭკუით რა ჯანდაბა გააკეთე? - დაიყვირა მას შემდეგ რაც კარებში შემომაგდო , ჩაკეტა და კედელთან მიმიმწყვდია - რატომ დათანხმდი იმ სირთან ქორწინებას?  - ტონს ნელნელა უმატებდა . არ ვიცოდი რა მეპასუხა . ზეინისთვის არასდროს მომიტყუებია , თუმცა ახლა როგორ უნდა ვუთხრა რომ ეს მხოლოდ მშობლების გასამწარებლად გავაკეთე ?
-ზეინ მე...
-რა შენ ელე რა შენ? ვერ ხვდები რა გააკეთე? მომავალი დაინგრიე და იმ ერთადერთ ყველაზე დიდ ნიჭზე თქვი უარი რასაც სიყვარული ქვია .
-ზეინ
-მთელი ბავშვობა ელენა , მთელი ბავშვობა ერთად ვიყავით , შენი პირველი სიტყვა დედას მაგივრად ზენინი იყო . პირველი ნაბიჯები ჩემს ხელებში გადადგი . მეგონა სხვანაირი იყავი , მეგონა ადამიანად ჩამოყალიბდი . მეგონა  შემდგარი ქალი იყავი . შენ კი რა გააკეთე? ფულში საკუთარი ბედნიერება გაცვალე ? შენც მათნაირი ხარ . მათ გავხარ . რათქმაუნდა შენ ხომ მათი შვილი ხარ - ამრეზით შემომხედა .
-მთელი ბავშვობა არა ზეინ? გეგონა ადამიანი ვიყავი აარა ზეინ? იცი როდის დავკარგე ადამიანობა? გაინტერესებს? მაშინ როცა შენზე გაგიჟებული ძებნისას ვერსად გპოულობდი , ვერსად ვპოულობდი იმ ადამიანს ვინც სიცოცხლეს მერჩივნა . მაშინ როცა ვერავის მკლავებში ვპოულობდი შვებას . მაშინ როცა შენ მიმატოვე ზეინ , შენ მიმატოვე და წახვედი ზეინ - უკვე ხმას და ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებდი - უკანაც არ მოგიხედია ზეინ ისე წახვედი  და შენ მეუბნები რომ ადამიანი არ ვარ? მაპატიე მაგრამ არვიცი ამ ყველაფრის შემდეგ შენ ადამიანობაში რას გულისხმობ ზეინ . ახლა კი წადი . აღარ მინდა გხედავდე . - ზეინი დამფრთხალი მომშორდა , ცოტახანს მიყურა , შემდეგ ერთი შეიგინა და კარი მძიმედ გაიბრახუნა . ესეც ჩემი საუკეთესო დღე . <3

ემოციებისგან ვტირი და არ ვიცი თქვენ რა დაგემართებათ 😭😭❤️❤️❤️ რას ფიქრობთ ელეს საქციელზე? სწორად მოიქცა თუ არა თქვენი აზრით? ❤️ მიყვარხართ ❤️
Vote&Comment ❤️

Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Where stories live. Discover now