chapter 14

771 57 16
                                    

- ახალი ფოტო არ დამიდევს პატარავ ... - დაფეთებული ავიხედე მაღლა და მაღალი , ხუჭუჭა სხეულის დანახვისას ბოლო ხმაზე ვიყვირე , თუმცა მოასწრო და ხელი პირზე ამაფარა .
-ჩშშ. გაგიშვებ ოღონდ არ იყვირო კარგი? - თავი დავუქნიე და ხელი ნელ ნელა მომაშორა - აი ასე , კარგი გოგო ხარ .  ლოგინის გვერძე მდგარი ლამფა აანთო და ხელები ჩემს გარშემო დაალაგა .
- სულ გააფრინე? აქ რა ჯანდაბას აკეთებ? როგორ შემოხვედი? - ჩუმი ყვირილი დავუწყე , თუმცა რა , მაინც ვერავინ გაიგებდა . ამხელა სახლში .
-მგონი გავიწყდება რომ შენი აივნის მეზობელი ვარ საყვარელო- ნარციზულად მითხრა და თვალი ჩამიკრა .
-მერე აქ რა ჯანდაბას აკეთებ ? რა დაგგაკრგვია ჩემს სახლში? -კბილებში გამოვცერი და ხელები გადავაჯვარედინე .
-ჩემს ინსტაგრამს რატომ ათვალიერებდი? -კითხვითვე მიპასუხა და სახეზე ღიმილი აიკრა .-ასე უცებ მოგენატრე პატარავ? თუ გინდა შემიძლია გავიმ....
-გააჩუმე შენი ბინძური ენა და დროზე მითხარი რა გინდა აქ ამ დროს - თვალები ავუტრიალე
-ამმ ... მე იციი.. შეე..ნთან მოვედი , ისე წამოხვედი ვერ გნახე , მაინტერესებდა სახლში მშვიდობით მოხვედი თუ არა . - მის სიტყვებზე სიცილი ამიტყდა . ისე დაიბნა სიტყვებს ძლივს აგროვებდა რომ ეთქვა .
-ჰა...რი... ჰარი სტაილსი ჩემს გამო ნერვიულობდა? - უარესად სიცილი დავიწყე და ვეღარ ვჩერდებოდი. ჰარის დაბღვერილ და შეშინებულ სახეზე უარესად მეცინებოდა .
-სასაცილო რა არის ? ჩემი ძმაკაცის შეყვარებული ხარ და არ უნდა ვნერვიულობდე ? - მის სიტყვებზე სიცილი  შევწყვიტე და გაანალიზება დავიწყე
-მოიცა რრა თქვი?- ნელა გავუმეორე და თვალებში დაჟინებით ჩავაშტერდი . ხელები მოვმუჭტე და კუნთები დავჭიმე . ვიცოდი ცოტაც და თავს ვეღარ მოვთოკავდი
-მე...
-გაეთრიე . ახლავე გაეთრიე აქედან ისე როგორც მოხვედი
. ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამოჩენილს დაგინახავ და გპირდები საკუთარ თავს თავად დაგამარხინებ . - კბილებში გამოვცერი და ხელი ვკარი . -ართრიე და წადი . მალე . როგორ იფიქრე? როგორ შეგეძლო? როგორ შეგეძლო ჩემთვის თავისუფლად გეთქვა რომ ბოზი ვარ ? როგორ ?
- ელენა მე..სხვ...
-წაეთრიე მეთქი . შენი დანახვაც არ მინდა ჰარი წადი . - თითი აივნისკენ გავიშვირე . გაბრაზებული წამოდგა ხელი კამოდს დაარტყა და აივნისკენ წავიდა . არ მახსოვს ტირილი როდის დავიწყე, თუმცა გამთენიისკენ ჩამეძინა. არც იქ მასვენებდნენ მწვანე თვალები , რომელიც ცინიკურად მიყურებდნენ და მეუბნებოდნენ , დღეს ჩემთან წევხარ , ხვალ კი ჩემი ძმაკაცის შეყვარებული ხარო . ნამდვილად საშინელი დღე მქონდა . ნამდვილად .

Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin