Chapter 21

707 50 4
                                    

გონზე მოსვლის და დაკარგული ენერგიის აღდგენის შემდეგ თავი ავწიე და ჰარის ლამაზ თვალებს შევეჩეხე . კულულები სახეზე ქონდა ჩამოყრილი , შუბლზე კი წყლის წვეთები უელავდა  . ღიმილიანი სახით მიცქერდა , რამაც გული გამითბო .
-კინაღამ დამავიწყდა , აქ როგორ მოხვდი? - ცოტახნის შემდეგ ვკითხე და წყალში გავფართხალდი.
-ამმ .. შენთან მოვედი, დედაჩემმა გამომაგზავნა , დღეს კაბის საყიდლად მიდიხარრთ და უნდა გადმომეცა . ოთახში რო არ იყავი და საწოლი აბურდული იყო მივდვდი აქ იქნებოდი . ხოდა მერეე .... - ჰარის სიტყვებმა კვლავ უხასიათოდ დამტოვა. უჟმური სახით მოვშორდი და წამოდგომა ვცადე , თუმცა ხელები მომხვია და კვლავ თავის მკერდზე დამაბრუნა..
-რამე მოხდა? - წარბშეკრულმა მკითხა და სახიდან თმა გადამიწია.
-არაფერი . უნდა ავდგეთ . კაბის საყიდლად მივდივარ - მოჩვენებით ბედნიერი სახით და ხმით ვუთხარი და სწრაფად გადმოვედი აბაზანიდან . ჰარიმ ერთი ამოიხვნეშა და მანაც ჩემი მოქმედება გაიმეორა . უჯრიდან კიდევ ერთი პირსახოცი გამოვიღე და ჰარის მივაწოდე . ერთიც მე შემოვიხვიე ტანზე და ოთახის კარები შევაღე . კარადიდან ახალი თეთრეული და ტანსაცმელი გამოვიღე და ჰარის გამოსვლამდე სწრაფად გადავიცვი . უკვე ლოგინს ვასწორებდი როცა ჰარის ცივი ხმა გავიგე
- ნანობ არა? - კბილებს შორის გამოცრა და პირსახოცჩემოხვეული , თავისი სველი ტანსაცმლით ხელში ლოგინის მეორე მხარეს დადგა .
-არაფერს ვნანობ ჰარი , საიდან მოიტანე? - შევეცადე თბილად გამომსვლოდა თუმცა უხასიათობა მაინც გამომერია ხმაში .
-ელენა .. რატომ ... რატომ არ გინდა რომ ცოლად მოგიყვანო? ჩვენ ხომ ასე... ასე..
-რა ასე ჰარი .. ქორწინება , თანაც ჩემს ასაკში არ მიმაჩნია საუკეთესო ალტერნატივად . მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემს მშობლებს ორი თბილი სიტყვა არ გადაუბიათ ჩემთვის , ახლა კი მოვიდნენ და დიდი სიყვარულით მათხოვებენ . ვინმე თუ მეტყვის რაში მიმიძღვის დანაშაული გავიგებ . თუმცა ვერავინ მეუბნება . ყველაზე დიდი დაზარალებული ამ ცხოვრებაში მე აღმოვჩნდი , შენ არ ხარ პრობლემა ჰარი , მევარ . მევარ ყველაზე დიდი პრობლემა - ერთი ამოსუნთქვით მივაყარე და თვალიდან წამოსული ობოლი ცრემლი მოვიწმინდე .
-ამმ მე .. წავალ ... - დაიწყო ბლუყუნი თუმცა ჩემი სიცილის გაგონებისას სწრაფად ამომხედა და გაკვირვებული სახით შემომხედა .
-ასე? .. პირსახოცით აპირებ წასვლას? და ხალხს რას ეტყვი სახლში აბაზანა გამიფუჭდაო? - თან ვიცინოდი და თან ველაპარაკებოდი .
-არა ვეტყვი რომ საცოლესთან მივედი , მან წყალში ჩამაგდო მერე კი უმოწყალოდ გამჟიმა . აი რას ვეტყვი - თვალი ჩამიკრა და მანაც გაიცინა . კარადასთან მივედი, ჰარის მაიკა გადმოვიღე და ვესროლე .
- შარვალი არ მგონია მქონდეს და ეგ შენი მაისურია . - ჰარის ფართო ღიმილი გამოესახა, ლოყებზე კი ჩემი საყვარელი ფოსოები გამოუჩნდა .
-დაგიბრუნებ - წარბების თამაშით მითხრა , მაისური გადაიცვა და აივნისკენ წავიდა . - შენებს უთხარი რო მათი ოთახში ყოფნის დროს წავედი - უკვე აივანზე გასულმა მომაძახა .
-ჩემებს არ ველაპარაკები - მეც მივაძახე და აივნის კარები მივხურე . ფარდები გადავწიე და ოთახის მოწესრიგებას შევუდექი .
როცა ყველაფერს მოვრჩი და გასარეცხებიც მანქანაში შევყარე საწოლზე წამოვწექი და ჩემი საყვარელი წიგნის მეასედ კითხვას შევუდექი . ტვინს მოდუნების და დასვენების საშუალება მივეცი . უცებ ტელეფონი განათდა . შეტყობინება იყო, ზეინისგან .
"-Nightmare-სთან 9 საათზე:)) " -ზ
"არის უფროსო :))" -ე
"მე გამოგივლი . 9ის 30 წთ ზე მზად იყავი ;) " - ზ - ტელეფონი გადავდე და წიგნს მივუბრუნდი . წინ კიდევ 2 საათი მქონდა. ცოტა ხანი არ იყო გასული , ტელეფონი კვლავ განათდა .
"-გამომწვევად არ ჩაიცვა;) არ წაგიყვან " - ზ - ეს ბიჭი მოკლავს . დაიწყო ისევ თავისი უაზრო გაჭედვები . მოგივლი ზეინ მალიკ ;))

ვიცი პატარაა მაგრამ მეტი ვერ მოვასწარიი <3 რას ფიქრობთ ზეინზე? ( გელოდებით კომენტარებშიი :)) 😂❤️

Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz