თავი 19

612 35 21
                                    

თავი საშინლად ვიგრძენი. ჯიმინი მომიახლივდა და ამაყენა. სასწრაფოდ სახლში წამოვედით.
-რატომ არ მითხარი?-მთელი გზა ჩუმად იყო და როცა სახლში შევედით მაშინ ამოიღო ხმა.
-როგორ უნდა მეთქვა? შემეშინდა.-თვაკებიდან ცრემლები წამომივიდა და ძალიან გავნერვიულდი, მასაც ეტყობოდა ნერვიულობა.
-მე შენი შეყვარებული ვარ. რისი შეგეშინდა?-ბოლო სიტყვები ხმამაღლა წარმოსთქვა.
-ნუ ყვირი-მეც ტონს ავუწიე.
-მაოატიე-ჩემკენ წამოვიდა და ხეკები შემომხვია.
-შემეშინდა, იმის, რომ აღარ მოგეწონებოდი. იმის, რომ ჩემთან დაშორებას მონდომებდი. ჯიმინ მე ვკვდები და ამას უნდა შეეგუო.
-არა, ამას ნუ ამბობ.-წარმოუდგენელი ძალით ატირდა და გულში ჩამიკრა.
-ცხოვრება უნდა გააგრძელო.-ცუდად გავხდი, თავბრუ დამეხვა. თავი ამტკივდა და ვიგრძენი როგორ დავეცი. ჯერ კიდევ მესმოდა ჯიმინის ხმა. ის მიყვიროდა:"ანა, ანა გაიღვიძე,  გთხოვ"...

#ჯიმინი
  ანა მიწაზე დაეცა. მეც ჩავიმუხლე. განწირული ხმით ვკიოდი და ვეუბნებოდი, რომ თვალები გაეხილა, მაგრამ...
სასწრაფოს გამოვუძახე. საავადმყოფოში შესვლისას ექიმი მოვიდა:
-რა სჭირს?
-ვოაპარაკობდით და უეცრად გული წაუვიდა.-ექიმმა ანი პალატაში შეიყვანა. სულმოუთქმელად ველოდებოდი და ბოლოს როგორც იქნა ექიმი გამოვიდა.
-რა ხდება? ხო ყველაფერი კარგად არის?-შოკში ვიყავი.
-ჩემ კაბინეტში ვილაპარაკოთ.-კაბინეტში წავყევი. 
-თქვენ კარგად იცით ანას მდგომარეობა. მას მდგომარეობა ნელ-ნელა ურთულდება. ის აქ ხშირად მოდიოდა. არ უნდოდა, რომ ეს თქვენ გაგეგოთ. ოპერაციის გაკეთება აუცილებელი იყო, მაგრამ მან უარი თქვა. ახლა კი სამწუხაროდ უკვე ძალიან დაგვიანებულია.
-რას ამბობთ? ჩვენ ერთად ძალიან ცოტახანი გავატარეთ. ცხოვრება წინ გვაქვს.-სლუკუნით ვეუბნებოდი ექიმს. არ მინდოდა მეტირა, მინდოდა დავწყნარებულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა.
-ძალიან ვწუხვარ. მას ძალიან ცოტახანი დარჩა. გირჩევთ ეს დრო არ ანერვიულით, მშვიდად გაატარეთ მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. არ ანერვიულოთ. ყვეკაფერი გააკეთეთ მისი ბედნიერებისთვის.
-უნდა წავიყვანო.
-რა?
-ანა უნდა წავიყვანო.
-ჯერ ცოტახანი კიდევ დავტო...-შევაწყვეტინე.
-ექიმო გეუბნებით ახლავე უნდა წავიყვანო.-კაბინეტიდან გავედი და პალატაში შევედი.

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now