თავი 9

521 43 3
                                    

"გულცივი"

თავი 9

-გიყვარვარ? ალბათ მეღადავები ხომ? დაახლოებით 4 ან 5დღის წინ შევხვდით ერთმანეთს და ასე მალე შეგიყვარდი? შენ ფიქრობ, რომ მაგას დავიჯერებ? აიდოლს მე შევუყვარდი? შენ იცი, რომ მიყვარფი, ახლა კი გინდა, რომ ჩემი გულუბრყვილობით ისარგებლო?
-არა, ეგ რა შუაშია? მე მართლა შემიყვარდი, როცა გავიგე, რომ გიყვარდი მას შემდეგ სულ შენზე დავიწტე ფიქრი, სოციალურ ქსელში შენ ფოტოებს ვნახულობდი, ძალიან მინდოდა, რომ ერთხელ მაინც შეგხვედროდი. შემდეგ გავიგე, რომ შენც იმ უნივერსოტეტში იწყებ სწავლას სადაც მე ვსწავლობ და ამიტომ გავკართე წვეულება, რომ შენ მენახე, ყველაფერი შენგამო გავაკეთე.
-უნდა წავიდე-ვთქვი და დივნიდან ავდექი, მაგრამ ჯიმინიმ შემაჩერა
-არა, გთხოვ დარჩი. სად უნდა წახვიდე? მეჩხუბე, რაც გინდა ის მითხარი ოღონდ არ წახვიდე.
-ხელი გამიშვი. სადმე წავალ, შენ ნუ ნერვიულობ.-ვთქვი და კარისკენ წავედი, კონვერსები ამოვიცვი და გავედი.
     გზაში კლერის დავურეკე.
-კლერ, შეიძლება შენთან მოვიდე?
-კი, მაგრამ რა მოხდა? ჯიმინთან არ რჩებოდი?
-მოვალ და მოგიყვები-ტელეფონი გავთიშე და სწრაფი ნაბიჯებით დავიწყე სიარული.
     კარზე დავაკაკუნე, კლერიმ გააღო, მისაღებ ოთახში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი. ნატალიც იქ იყო. 
-აბა გვითხარი რა მოხდა?
-ჯიმინიმ სიყვარული ამიხსნა.-გაკვირვებულებმა შემომხედეს.
-რააააა?-თქვეს გაოცებულებმა.
-მერე?-თქვა კლერიმ.
-რა მერე?
-რა უთხარი.
-არაფერი გამოვიქეცი.
-თავი რამეს მიარტყი? რას ქვია გამოიქეცი? ეს დებილია, ჯიმინი გაგიჟებით უყვარდა, მან სიყვარული აუხსნა და ეს გამოიქცა, ყოჩაღ ანი.
-აბა რა მეთქვა? მეც მიყვარხარ-მეთქი? მან თავის სიყვარული უნდა დამიმტკიცოს, მერე გადავწყვეტ რა უნდა ვქნათ. ნატალი შენთან რა ხდება?
-რასთან დაკავშირებით?
-კარგად იცი,  რა თქმა უნდა ქუქისთან-ვუთხარი.
-არაფერი, ინიციატივა არ გამოუჩენია.
-ნუ ღელავ, ჩვენც ეგრე გვეგონა, მაგრამ ჯიმინიმ სიყვარული აუხსნა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს-თქვა კლერიმ და გაეცინა.
-ახლა დავიძინოთ-ვთქვი და ყველანი ოთახებისკენ წავედით.
     დილას კლერიმ გამაღვიძა.  "სულ ეს რატო უნდა მაღვიძებდეს?"-გავიფიქრე და ჩაცმას შევუდექი. სამზარეულოში შევედი. კლერიმ ომლეტი მოამზადა და ძალიან კარგი სუნი იდგა.
-ანი, რაღაც უნდა გითხრათ- მითხრა ნატამ.
- რა ხდება?
-ბიჭებმა დარეკეს, პიკნიკზე მივდივართ ტყეში. ღამე ჩამოვალთ.
-არა, შანსი არაა, ხვალ უნივერსიტეტში უნდა წავიდეთ.
-კარგი რა, ღამე ჩამოვალთ და ხვალ უნივერსიტეტშიც წავალთ. ჩვენ უკვე ვუთხარით, რომ წავიდოდით, ამიტომ უარის თქმა აღარ შეიძლება. წადი დროზე გაემზადე, მეც მოსამზადებელი ვარ.-თქვა და ოთახში შევიდა.
-ნატალიც ხო მოსამზადებელია?
-ის უკვე იყო სახლში დილას და ყველაფერი მოიტანა, ამიტომ ის მზადაა-კლეეიმ გამომძახა.
-ყველაფერი ჩემ გარეშე გადაგიწყვეტიათ.
-წადი ჩაიცვი ნუ წუწუნებ.-თქვა კლერიმ.
     ოთახში ავედი და ჩანთის ჩალაგებას შევუდექი..

______________
  ტყეში კარგი რაღაცეები მოხდება😍😍😍😍😍😍😍💖💖💖💗💗💕💕💖💖💗💗💕💖💖💗💗😍

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now