თავი 16

456 35 3
                                    

-ანიიი-თქვა ჯიმინმა. ოთახში შევედი. ის გაკვირვებული მიყურებდა. კარი დაკეტა და წამომყვა. დივანზე ჩემოვსხედით.-აქ რამ მოგიყვანა? ან როგორ გაიგე, რომ აქ ვიყავი?
-მაგასვრა გაგება უნდოდა? მოვედი, რადგან გითხრა, რომ...
-რაა?
-თუ შეყვარებულები ვიყავით დასამტკიცებლად რაიმე გააკეთე.
-მაგალითად?
-მაგას შენ მეკითხები? წამიყვანე იქ სადაც ერთად გვაქ დრო გაფარებული. თან თან რამდენიმე დღეში უნივერსიტეტში არდადეგები იწყება. ასე, რომ ვთქვათ გაძლევ შანს და ეცადე, რომ გამოიყენო. ახლა წავალ, გვიანია. დილას შევხვდებით.-წამოვდექი და კარისკენ გავიწიე, მაგრამ ჯიმინის სიტყვებმა შემაჩერა.
-ანიი-მე უკან მივტრიალდი.-გპირდები, რომ ამ შანსს გამოვიყენებ. შენ ყველაფერს გაიხსენებ.-გავუღიმე და წავედი.

  დილას ავდექი და მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად. სასტუმროდან გავედი თუ არა ჯიმინი შემხვდა, ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და მან მოულოდნელად მანქანის კარი გამიღო. დავიბენი და ჩავჯექი მანქანაში. დაახლოებით 10 წუთი ოროვენი ჩუმად ვისხედით. შემდეგ სიჩუმე ისევ მე დავარღვიე:
-რა მოიფიქრე გუშინდელთან დაკავშორებით? ენა ჩაგივარდა?
-4 დღეში უნივერსიტეტი მთავრდება. მე ვცხოვრობ კორეაში. თავის დროზე შენც იქ ცხოვრობდი, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. გადავწყვიტე, რომ იქ წაგიყვანო და ის ადგილები გაჩვენო სადაც დრო ერთად გავატარეთ.
-მე, რომ ვმუშაობ.
-შენ თქვი, რომ მეჩვენებინა ის ადგილები სადაც ერთად ვიყავით.
-მე რა ვიცოდი თუ სხვა ქვეყანაში  მიპირებდი წაყვანას.
-შეგიძლია ცოტახანი შვებულება აიღო. უფროსს მე დაველაპარაკები.
-არ ვიცი, დავფიქრდები.
-მოსაფიქრებელი აქ არაფერია.
-კარგი.-ამასობაში უნივერსიტეტს მივუახლოვდით და მანქანიდან გადმოვედით. ყველამ ჩვენ დაგვიწყო ყურება. თავი უხერხულად ვიგრძენი.

  ლექციების შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა სახლში წასვლა დავაპირეთ. გაჩერებამდე ფეხით გავისეირნეთ. ტროტუართან მანქანამ დაამუხრუჭა. კინაღამ გული გამისკდა. ფანჯარა ჩაიწია და დავინახე ჯიმინის სახე.
-ჩაჯექი.-მითხრა მკაცრი ტონით.
-ვერ ხედავ, რომ მეგობრებთან ერთად ვარ?
-ვერა. შენ ვერ გაიგე, რომ გითხარი ჩაჯექი-მეთქი?
-ვერა.-დავინახე როგორ გადმოვიდა მანქანიდან და მომიახლოვდა. ორ წუთში მის მანქანაში აღმოვჩნდი.-რას აკეთებ?-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-ცოტახანი გაჩერდი და ყველაფერს მალე გაიგებ.-მე რაღაც მომენტში შემეშინდა და გავჩუმდი.
   ცოტახანში სასტუმროსთან მივედით.
-მეგონა სხვაგან მიგყავდი.
-მაინც სად?-თვალი ჩამიკრა.
-ყველაფერს ცინიკურად ნუ უყურებ.
-შენს ოთახში ადი და დაისვენე. როგორც ვიცი სამსახურში უნდა წახვიდე საღამოს. ბილეთები უკვე ავიღე. დღეს სამშაბათია. უნივერსიტეტი კი პარასკევს სრულდება. ღამე კი გავფრინდებით, ამიტომ შეგიძლია ბარგის ჩალაგება დაიწყო.-არაფერი მითქვამს. ოთახში ავედი. შხაპი მივიღე და ტანსაცმელი ჩავიცვი. ბუფეტში ჩავედი, ცოტა, რომ მეჭამა. შემდეგ კი სამსახურში წავსულიყავი. იქ, რა თქმა უნდა, ჯიმინი შემხვდა. "ეს ბიჭი მგონი მითვალთვალებს"-გავიფიქრე. ყავა მინდოდა. მივედი ჭიქა ავიღე, შაქარი ჩავყარე და წყალი დავასხი. მაგიდასთან დავჯექი. ჯიმინისგან მოშორებით, მაგრამ ის მაინც ჩემთან მოვიდა.
-რატომ მითვალთვალებ?
-იმედია ეს ოთხი დღე მალე გავა, რომ წავიდეთ.
-სამსახურში უნდა წავიდე. ასე რომ, შენთვის არ მცალია და ზედმეტი მოგდის მგონი. მე ჯერ არაფერი გამხსენებია.-ხმა ვეღარ ამოიღო. მეც ფეხზე ავდექი და ბუფეტიდან გამოვედი.

___
  იმედია მოგეწონათ. მეტის დაწერა ვეღარ მოვახერხე. დავაგვიანე თან ძალიან ამიტომ ბოდიში. 💟😍😍😍❤️❤️❤️❤️❤️💕💓❤️💗💟

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now