თავი 4

759 56 6
                                    


მოკლედ რა თქმა უნდა კლერიმ დამიყოლია, ბავშვობიდან ასეა, ყოველთვის შეუძლია ჩემი დაყოლიება.
12 საათია  და კლერი უკვე ისე ნერვიულობს მეშინია სადმე გული არ წაუვიდეს, თორე ისევ ჩემი სათრევი გახდება. მთელ სახლში დარბის, ხან რას ეძებს, ხან რას, უკვე მე მეხვევა თავბრუ. მაგრამ რას ვიზამთ ერთი კრინტი მაინც, რომ დავძრა ალბათ აქვე მიმახრჩობს. არა, სულ მაინტერესებდა ამდენი ხანი რაში სჭირდება გასამზადებლად. ხომ შეგიძლია უბრალოდ გადაიცვა და მორჩა. სიმართლე გითხრათ არასდროს დავინტერესებულვარ ჩემი გარეგნობით, არა ვიცოდი, რომ ლამაზი ვარ, მაგრამ ჩაცმას არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას. რაც მთავარია, არასდროს არ ვიცმევ კაბას. უბრალოდ კაბა ჩემი სამოსი არაა, მიყვარს იმის ჩაცმა, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. და რაღა თქმა უნდა შავი ფერი, ის ხომ შეუდარებელია. ყოველთვის მიყვარდა მუქი ფერები. კარგი ჩემზე გვეყოფა, ისედაც ბევრი გამოვიდა. როგორც იქნა დაასრულა ქალბატონმა კლერიმ ჩაცმა, მაგრამ როგორც კი დაინაახა, რომ ჯერ კიდევ მოუმზადებელი ვიყავი, ბღვერა დამიწყო, რისი თავიდან ასაცილებლადაც ეგრევე ფეხზე წამოვხტი და ოთახში შევედი გამოსაცვლელად. როგორც ყოველთვის, შავი ზედა, შავი შარვალი, შავი კონვერსები და აი მეც მზად ვარ. სულ ეს იყო, რად უნდოდა ამას მთელი ნახევარი საათი, მე ხომ მხოლოდ 5 წუთი დამჭირდა. ოთახიდან გამოვედი, მაგრამ კლერიმ ისეთი სახით შემომხედა უკან შებრუნება მომინდა.
-იცი, არაა საჭირო მუდამ ისე დადიოდე თითქოს გასვენებაში მიდიხარ.
-რა ვქნა, Black is always elegant!!!
-ღმერთო ჩემო, რატომ არ მოიშლი ამ შენს სარკასტულ კომენტარებს, ჩემს გარდა ვერავინ გამონახავს შენთან საერთო ენას.
-თითქოს მაღელვებდეს რა, მე შენც მეყოფი.-ვთქვი და გავეღრიჯე, რაზეც ამაზრზენი სახე მიიღო და ჩანთა მესროლა. კიდევ კარგი სწრაფად აღვიქვამ ყველაფერს, ეგრევე გამოვიწიე და ჩანთაც ავიცილე, რაზეც უკმაყოფილო კლერი ბუზღუნით გავიდა სახლიდან.
-ეი, საათიანო, რას ელოდები, აღარ წავიდეეთ??
-ღმერთო, ასეთი ენამწარობა საიდან კლეეერ?
-კარგი მასწავლებელი მყავს-თქვა და მანქანის გასაღები მესროლა. რა თქმა უნდა დავიჭირე. იშვიათად ხდება როცა კლერი საჭესთან დაჯდომის უფლებას მაძლევს, ვინაიდან იცის რამდენად მოყვარული ვარ სისწრაფის, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც კონცერტი ზუსტად 10 წუთში იწყებოდა და იქამდე მისასვლელად(თუ რა თქმა უნდა ჩვეულებრივი სიჩქარით ვივლიდით) ნახევარი საათია საჭირო, ამჯერად გამოგვადგება ჩემი დამოკიდებულება სისწრაფისადმი. მეც რაღას ველოდებოდი, ჩავჯექი მანქნაში, დავქოქე და აიი თამაშიც ახლა იწყება.
ისეთი სისწრაფით გავაქანე მანქანა, კლერი ინერციით უკან გადავარდა და კიდევ კარგი ღვედი ეკეთა და იმას ებღაუჭებოდა, თორემ ალბათ საერთოდ გადაყირავდებოდა კიდევაც. ნუუ მოკლედ 5 წუთში მანქანა დიდი შენობის წინ გავაჩერე და დაველოდე როდის მოიფიქრებდა კლერი  გადასვლას, მაგრამ როგორც ჩანს ეს უკანასკნელი არ ჩქარობდა, რის გამოც შემოწმება გადავწყვიტე და რას ვხედავ. გაფითრებული კლერი მთელი ძალითაა ღვედს ჩაჭიდებული და თვალებს არ ახელს. კინაღამ სიცილი წამსკდა, მაგრამ თავი შევიკავე, თორემ მერე მთელი დღე გაბუტული იქნებოდა იმის გამო,  რომ დავცინე.
-ეიიიი, კლეერ-პასუხი არ არის.
-ვიძახებთ კლერს დედამიწაზე- აი ამან კი იმოქმედა, დენდარტყმულივით წამოფრინდა და ვითომც აქ არაფერი ისე გადავიდა მანქანიდან. ნუ კარგი, არ ვიმჩნევთ , იცის ხოლმე კლერიმაც გაგიჟებები აქა იქ. გადავედი მანქანიდან და ღმერთოო ჩემო. ეს რა ჭედვაა. ალბათ მილიონობით ფანია აქ მოსული მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცის ცეკვას და სიმღერას უყუროს,  როცა ეს თანამედროვე ტექნოლოგიებითაც შესაძლებელია. თვალები ავატრიალე, ძალიან არ მიყვარს თავშეყრის ადგილები, მირჩევნია ჩემთვის ვიყო ისევ მყუდროდ და ტკბილად. მე და კლერი ხალხში გზის გაკვლევას ვცდილობდით, როცა კლერის ვიღაცამ ხელი კრა და წააქცია. აი ამაზე კი წითელი ამენთო, როცა ჩემს დაქალს აწყენინებენ, იქ ყველა საზღვარი წაშლილია და მე მე არ ვარ.
-ეი, არ გინდა ბოდიში მოიხადო?
-რატომ, მე ხომ უბრალოდ ნაგავს თავისი ადგილი მივუჩინე.
-გოგონი, ცოტა ზრდილობიანად ილაპარაკე უფროსებთან, ნუ მაიძულებ შენს მშობლებს დავურეკო და ვუთხრა რა ძუკნაც ხარ. ფიქრობ არ შემიძლია ხომ? ერთი წუთით დამაცადე.-აი აქ კი ჩემს სამსახიობო ნიჭს უნდა მივმართო, რაშიც საკმაოდ ვარ დახელოვნებული, უბრალოდ დედაჩემის ნომერს ვკრიფავ და ვრეკავ(არ გაუკვირდება ასეთი რამ ჩემგან მიჩვეული გიჟურ წამოფრენებს)
-ეი კაპიტანო მე ვარ, არა არა რას ამბობ არავინ არ მაწუხებს, დამიჯერე მთელი რაზმის გამოგზავნა საჭირო არაა, მისმინე, ერთი რაღაც მინდა გამირკვიო, ახლა არქივში შეხვალ და მოძებნი-სკოლის უნიფორმაზე კარგად ვკითხულობ ამ იდიოტის სახელს და გვარს-კიმ სუ ჰონის დედის ნომერს ან რავიცი რაც გინდა იმას და ძალიან გთხოვ რაც შეიძლება სწრაფად, თორემ კონცერტზე დამაგვიანდება.-ტელეფონს ვთიშავ და წინ ვხედავ ტირილამდე მისულ გოგონას, რომელიც მთელი ძალით ცდილობს ცრემლები შეიკავოს, მაგრამ ბოლოს არ გამოსდის და სლუკუნით გარბის საპირისპირო მიმართულებით. ღმერთო ყოველთვის მძულდა ჩემზე პატარა ბავშვები, ალბათ მხოლოდ ჩემი შვილი მეყვარება.
-ასეთი სიუხეშეც არ იყო საჭირო.-თქვა კლერიმ.
-რა ვქნა წყობიდან გამომიყვანეს.
ბევრი აღარ გვიბოდიალია და პირდაპირ შენობაში შევედით. ვაუ, ლამის პირი დავაღე, რამდენი ხალხია და ყველა ისე სწრაფად დარბის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ვარსკვლავბიჭუნებს ტანსაცმელი დროზე მიურბენინონ, რომ არ გაიყინონ. ღმერთო, რა სისულელეა.
თუმცა რას ველოდი, ტიპიური აიდოლობა. მოკლედ ამ ალიაქოთში ძლივს შევამჩნიეთ, რომ კონცერტი უკვე დაწყებული იყო და BTS უკვე მეორე სიმღერას ასრულებდა. კლერიმ წინ წამაათრია, აქედან კარგად ვერ ვხედავო, ხოდა ორ წამში ზუსტად სცენის წინ ატუზული აღმოვჩნდი. ბიჭები ცეკვავენ, მთელ ენერგიას დებენ ამაში, მღერიან და მთელ ემოციებს ატანენ შიგ. კონცერტი უკვე დასასრულს უახლოვდება, სიმღერაც კულმინაციისკენ მიდის და სულ ბოლო მომენტში, ზუსტად ჩემს წინ ფეიერვერკი ფეთქდება. ო, არა, ოღონდ ეს არა, ოღონდ აქ არა. თავბრუ მესხმის და მოსაჭიდებლად კლერის ვეძებ, ისიც მაშინვე ხელებს მაშველებს, უსიტყვოდ ესმის ჩემი მდგომარეობა, რასაც ძალიან ვაფასებ. ღმერთო, ყველაფერი იმ დაწყევლილი ტრამვის ბრალია 7 წლის ასაკში, რომ გადამხდა. მის მერე ხომ უბრალოდ ფეიერვერკის დანახვაზეც პანიკა მეწყება. ახლაც ასეა, მაგრამ ყველაფერი უფრო მძაფრად, ასე ძალიან არასდროს გამჭირვებია, ალბათ იმის ბრალია ცხვირწინ რომ ამიფეთქეს. ნორმალურად ვეღარ ვფიქრობ, გონება მებინდება, კლერის დაძახება მინდა, მაგრამ ერთ სიტყვასაც ვერ ვაბამ თავს. ძნელია, მტკივა საშინლად, ყველაფერი მტკივა. მუხლებში ვიკეცები, ცივი ოფლი მასხამს და ისტერიული კანკალი მიტანს. მთელი ამ ხნის განმავლობაში კლერი ჩემს ძახილს არ წყვეტს რომ როგორმე გონება არ დავკარგო. უკვე ვიცი, ათასჯერ მაქვს ეს პერიოდი გავლილი, მაგრამ ასეთი ძნელი არასდროს ყოფილა. ველოდები როდის წამივა გული და ჩამიბნელდება ყველაფერი, თუმცა სრული უკუნის ნაცვლად, ვიღაცის ძლიერ ხელებს ვგრძნობ წელზე, რომლებიც ჰაერში მიტაცებენ და სადღაც მიმარბენინებენ.  რაღაცნაირად ვახერხებ რომ თვალი გავახილო და დავინახო ვინაა ამ გმირობის ავტორი. ჯიმინია. ღმერთო, ის ხომ ახლა სცენაზე უნდა იყოს.ჯანდაბა, რატომ ჩამოვიდა. დებილი, მაგრამ მაინც რატომაა ასეთი სასიამოვნო მის მკლავებში ყოფნა არ ვიცი. მაისურზე ვებღაუჭები იმის შიშით რომ გამიშვებს, საპასუხოდ კი თბილ სიტყვებს მიჩურჩულებს დასამშვიდებლად. ჩემდა გასაკვირად მოქმედებს. საბოლოოდ კი მისი თბილი სიტყვების და ძლიერი მკლავების ფონზე ვკარგავ გონებას და ყველაფერი შავში იძირება...

____________
❤️❤️❤️

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now