თავი 15

455 42 8
                                    


-გიცნობთ?-შევტრიალდი და დავინახე ვიღაც ბიჭი. დავიბენი.
-ანი, მეღადავები? მე ვარ ჯიმინი.-მითხრა გაკვირვებულმა.
-უნდა გიცნობდეთ?-ჩემი სახელი საიდან იცით? და თუ შეიძლება ხელი გამიშვით. სამსახურში მაგვიანდება.
-სად მუშაობთ?
-რას გადამეკიდეთ? არ გიცნობთ. რა თქვენი საქმეა სად ვმუშაობ?-ვუთხარი და სასტუმროდან გამოვედი. კაფისკენ ფეხით წავედი, რადგან ახლოს არის.
გზაში იმ ბიჭზე ვფიქრობდი "ვინ იყო? რა უნდოდა? ან ჩემი  მასვენებდა.
-ანიი-დამიძახა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს. ისიც მიმტანია. -მე-5 მაგიდასთან მიიტანე ყავა ორი კოვზი შაქრით.
-შენ რატო არ მიგაქ?
-მას უნდა, რომ შენ მიხვიდე.
-რააა?-ძალიან გამიკვირდა და მე-5 მაგიდას გავხედე. იქ ის ბიჭი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ სასტუმროში შემხვდა. ის მე მიყურებდა. ყავის ჭიქა მოვამზადე ორი კოვზი შაქარი და ყავა ჩავყარე, შემდეგ ადუღებული წყალი დავასხი და მისკენ გავემართე. მივედი და ჭიქა მაგიდაზე ისე დავაბრახუნე ლამის ყავა გადმოიქცა, შემდეგ კი ყველამ მე შემომხედა, მაგრამ ცოტახანში ისევ თავის საქმეს დაუბრუნდნენ.
-აქ რა გინდა? მითვალთვალებ?-ვკითხე ბიჭს, რომელიც ყავას ისე სვამდა ვითომც არაფერი.
-რატომ უნდა გითვალთვალებდე? გარეთ გამოვედი სასეირნოდ, შემდეგ კი ეს კაფე დავინახე და შემოვედი. მართლა არაფერი გახსოვს?
-კიდე დაიწყე? გითხარი არა-მეთქი. რას გადამეკიდე? და საერთოდ ვინ ხარ?
-არავინ, უკვე აღარავინ ვარ.-თქვა და ფეხზე წამოდგა. ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფული მაგიდაზე დააგდო. კარისკენ შეტრიალდა და გავიდა. ისე გავიდა თითქოს გული გაუტეხეს და მგონი მართლაც ასე იყო. მეც ძალიან დავიბენი, მაგრამ მუშაობა ჩვეულ რიტმში გავაგრძელე.
     სახლში, მისვლისას დედაჩემს დავურეკე სოციალური ქსელის მეშვეობით:
-ანიი, როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-კარგად.
-დეეე, სანამ ავარიაში მოვყვებოდი, ბიჭს სახელად ჯიმინს ვიცნობდი?-სახე შეეცვალა, ცოტახანი ჩაფიქრდა.-დეედაა, მითხარი ვიცნობდი?
-კი, იცნობდი, მაგრამ ახლა არ გვინდა მასზე ლაპარაკი. თუ არ გაგახსენდება მით უკეთესი იქნება.
-დედაა, მითხარი ვინ იყო.
-ის შენი შეყვარებული იყო.
-რააააა?-შოკში ჩავვარდი.-როგორ თუ შეყვარებული?
-მართლა არაფერი გახსოვს? ის ბიჭი მთელი შენი ბავშვობა გიყვარდა, შემდეგ კი გაიგე, რომ უნივერსიტეტში სწავლებდით ერთად. მერე იმასაც შეუყვარდი და გახდით შეყვარებულსბი, მაგრამ მერე...
-რაააა?
-...
-დედა ხმა ამოიღე. რა მერე?-ვუთხარი ხმამაღალი ტონით.
-მერე მან გიღალატა. დაინახე როგორ აკოცა სხვა გოგოს. მას შემდეგ შენ გადაწყვიტე იტაკიაში წასვლა. ახლა კი როგორც ჩანს ეგ ბიჭი შენგამო ჩამოვიდა.
-უნდა წავიდე.
-ან, დაიცადე.
-გითხარი უნდა წავიდეთქო.-ვუთხარი და გავთიშე.
    თავში ყველაფერი მიტრიალებდა, ძალიან მინდოდა, რომ ყველაფერი გამეხსენებინა, მაგრამ არ გამომდიოდა.
   კაროსკენ წავედი, ფეხსაცმელები ამოვიცვი და გავედი. ქვემოთ ჩავედი.
-გამარჯობათ, მაინტერესებს ამ სასტუმროში პარკ ჯიმინი ხომ არ დაბინავდა დაახლოებით დღეს შუადღისთვის?-ვკითხე ქალბატონს, რომელიც გასასვლელში იჯდა.
-დიახ, ის დღეს ჩამოვიდა.
-ხომ ვერ მეტყვით რომელ ოთახშია?
-დიახ. მეორე სართულზე ნომერი 330.
-გმადლობთ.-ვუთხარი და მისი ოთახისკენ გავიწიე. კარზე დავაკაკუნე.
-ვინ არის?-იკითხა მან, მაგრამ მე ხმა არ ამომიღია. კარი გააღო.
-ანიიიი.-დამინახა თუ არა თვალები გაუბრწყინდა, თითქოს მას ამდენი რამის მიუხედავად, იმედი შერჩენოდა იმისა, რომ მე ყველაფერი გამახსენდება.

_________
  ვიცი, რომ პატარა თავია. შემდსგს უფრო დიდს დავწერ. ბოდიშით, რომ ამმდენი ხანი ვერ დავდე. არ მეცალა.😍❣️💗💖❤️💖💖💖💖💖❤️❤️❤️❤️😍❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

გულცივი (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt