თავი 3

749 57 0
                                    


  ამას ვინ წარმოიდგენდა, ახლა მე იმ ბიჭის წინაშე ვდგავარ ვინც წლების წინ მიყვარდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. გავშეშდი, არ ვიცი რა გავაკეთო, ნატალი ჩემსკენ იწვეს და ძალიან ჩუმად მეუბბება:
-რა გჭირს? წამოდი დივანზე დავჯდეთ, ჩვენთან ერთად ითამაშე.-არ ვუცოდი რა ვუთხრა ან რა გავაკეთო, დივაბს მივუახლოვდი და ჩამოვჯექი, კლერიც ჩემ გვერდით დაჯდა.
-სიმართლეს თუ მოქმედებას ვთამაშობთ და თქვენც უნდა ითამაშოთ, უარი არ მიიღება.-გვითხრა ბიჭმა, რომელიც ჩვენი კლასელი იყო "ალექსი".
-კარგი, ვითამაშოთ-თქვა კლერიმ.
-იცოდი?-ვუთხარი მას ჩუმად.
-არა, რა თქმა უნდა, ისიც კი არ ვიცოდი თუ ეს ბიჭი ჩვენ უნივერსიტეტში სწავლობდა, აქ მისი რამდენიმე მეგობარია. ახლა ვერ წავალთ, ცოტახანში გავიდეთ.
-არც კი იცი როგორ ვარ, როცა ის დავივიწყე მერე გამოჩნდა, რატომ? აქ არ უნდა მოვსულიყავი.
-ანი, ახლა ჩვეულევრივად ითამაშე, თან მას არც კი ახსოვხარ-ეს სიტყვები გულზე მომხვდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მეტკინა.
-ვინ დაიწყებს? ნატალი შენ დაატრიალე-თქვა ალექსიმ.
-კარგი...
-ერთი წუთით- არც კი ვიცი რამ წამომიარა, მაგრამ მოულოდნელად ავდექი და ვთქვი-მე გავალ საპირფარეშოში.
-კარგი დაგელოდებით, სვამ?-თქვა ნატალიმ
-კი, დავლევ.-ვთქვი და საპირფარეშოში გავედი, სახეზე წყალი შევისხი, რომ გამოვფხიზლებულიყავი, არც კი ვიცი რას ვაკეთებ. სახე გავიმშრალე და გარეთ გავედი...
-კარგად ხარ?-მითხრა კლერიმ, მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დავჯექი. თამაში დავიწყეთ. ამჯერად ბოთლი ალექსიმ დაატრიალა. მე და ჯიმინი ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით, ბოთლიც ჩვენ შორის გაჩერდა, "ამას ნამდვილად არ მოველოდი"-გავიფიქრე და ჯიმინს შევხედე.
-ჯიმინი უსვამს ანას-თქვა ჯონ ქუქმა, ის ჯიმინის საუკეთსესო მეგობარია.
-სად გინდა დასასვენებლად წახვიდე?
-იტალიაში-ვუპასუხე და ავდექი...
-სად მიდიხარ?-მითხრა ნატალიმ.
-დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე და კლერი სახლში უნდა წავიდეთ.
-რატომ? დედიკო გეჩხუბება?-თქვა ჯიმინიმ და მას შევხედე.
-როცა მინდება სახლში მაშინ წავალ, აქ დედიკო არაფერ შუაშია და არ ვარ ვალდებული რამე გითხრა.-ამ სიტყვების შემდეგ კარისკენ წავედი, მაგრამ ისევ და ისევ ჯიმინის სიტყვებმა შემაყოვნა.
-ანიი..-დამიძახა მან მე კი შევტრიალდი და მას შევხედე...-მახსოვს, ყველაფერი მახსოვს...-ეს სიტყვები უკანასკნელი იყო, რაც მან მითხრა, შემდეგ კი სახლიდან გამოვედი მე და კლერი.
-მეც ის გავიგე რა შენ?-მითხრა კლერიმ.
-ეს რას ნიშნავდა?- ვკითხე მე.
-ვერ გეტყვი ზუსტად, მაგრამ....დარწმუნებული ვარ, რომ მან სკოლის ამბავი იგულისხმა.
-და რისი თქმა უნდოდა?
-დაიცადე და ნახავ, ამით არ დაამთავრებდა თქვენ კიდე შეხვდებით ერთმანეთს.-სახლში წავედით, მინდოდა, რომ კლერი ჩემთან დარჩენილიყო, მაგრამ დედამისმა დაურეკა და უნდა წასულიყო, მე კი შესვლისთანავე ჩემ ოთახში შევედი, დავჯექი და ფიქრი დავიწყე, ასე ვთქვათ ნოსტალგია მომაწვა...
   ვერ ვიტყვი, რომ მისი ეს სიტყვები არ მესიამოვნა პირიქით...თითქოს ამით მას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ხვდები რისი. მთელი ღამე მის ფიქრში გავატარე და როგორც იქნა ბოლოს ჩამეძინა. 
   
   დილას კარზე კაკუნის ხმა მომესმა, როგორც ყოველთვის ეს კლერია, ალბათ კიდე რაღც უნდა, კარი გავაღე, ის კი სახლში გიჟივით შემოვარდა.
-აწინ კარს აღარ გაგიღებ, დაძინებას რატომ არ მაცდი?
-დღეს კონცერტიაააა...
-დამშვიდდი, რა კონცერტი?
-ჯიმინიმ და თავისმა მეგობრებმა დაგვპატიჟეს, დღეს 2საათზე არის კონცერტი BTS და EXO გამოდის, და კიდე რამდენიმე ჯგუფი, ძალიან მაგარი იქნება. მიდი დროზე გაემზადე და წავიდეთ.
   BTS ბოი-ბენდ ჯგუფი სადაც ჯიმინი და მისი კიდევ 6 მეგობარია, ჯგუფი, რომელზეც მთელი კორეა გიჟდება
-მე არ მოვდივარ...
-არა, უნდა წამოხვიდე, იქ ნატალიც იქნება და მთელი ჩვენი სამეგობრო, იცოდე თუ არ წამოხვალ ვიჩხუბებთ.
-ხო, კარგი, მაგრამ იცოდე ეს მართლა ბოლოა.
-ხო, ხო, აბა რა, მიდი მალე და წავიდეთ...
____________
   💖❤️❤️❤️

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now