Chapter 8

319 16 0
                                    

Chapter 8:
თვალებს ვატრიალებ.
თეფშებს ვარიგებ და სავარძელზე ვჯდები.
ტორტის ჭამის შემდეგ,თეფშებს ვალაგებ და სამზარეულოში გამაქვს
-შემიძლია გავრეცხო-უკან მომყვება ელიზა
-არა,რატომ?-ნიჟარაში ვდებ თეფშებს
-შენ ტორტი გაჭერი,მე თეფშებს გავრეცხავ-არ მინდოდა სიტუაციის გამუქება,ამიტომ სამზარეულოდან გავდივარ და გასარეცხ თეფშებს ელიზას ვუტოვებ.
მისაღებში მხოლოდ ზეინი მხვდება,რომელიც ტელევიზორსაა მიჩერებული
-ფილმია?-მის გვერდით ვჯდები
-ჰო-მოკლედ მიჭრის.
ჩვენს შორის ბავშვივით ახლა ის უფრო იქცევა
-რა ფილმია?-ტელევიზორს ვაჩერდები
-არ ვიცი-თვალს არ აშორებს ისე მცემს პასუხს
-ზეინ მორჩი-მწყობრიდან გამოვდივარ
-რას მოვრჩე?-პოზას არ იცვლის.
ფეხზე ვდგები და ტელევიზორის წინ ვდგები
-მოშორდი ტელევიზორს-მიბღვერს
-არა!-მტკიცედ ვპასუხობ
-მოშორდითქო-წარბევს კრავს
-ორივემ ვიცით,რომ ეს ფილმი არ გაინტერესებს-თავს ვაქნევ
-მერე რა?-ფეხზე დგება-არც შენი ლაყბობა მაინტერესებს-ხელს მკრავს.წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ და იატაკზე ვეცემი
-გმადლობ-ფეხზე ვდგები
-არ მინდოდა-ხელს სახეზე ისვამს
-მაპატიე,რომ ჩემი ლაყბობის მოსმენას გაიძულებდი-წასასვლელად ვბრუნდები.
ხელს მკლავზე მიჭერს და მისკენ მაბრუნებს
-სულელივით იქცევი-ტუჩებს კუმავს და გაბრაზებული მაჩერდება.
ხელს მისგან ვითავისუფლებ.
-არც შენი საქციელია ჭკვიანური ზეინ!-კბილებს ერთმანეთს ვაჭერ
-წამოდიი-ხელს მკიდებს და უკანა ეზოში გავყავარ-კარგად მომისმინე-ტუჩებს ისველებს-ვხედავ,რომ ელიზა არ მოგწონა.რატომ?
-ის შენ გეფლირტავება!-წარბებს ვკრავ
-ოუუ-იცინის-და შენ რა?
-შენ ჯერკიდევ გუშინ მეუბნებოდი,რომ მოგწონვარ-ცხვირს ვჭმუხნი და ბრაზისგან კბილებს ერთმანეთს ვაჭერ
-დღესაც შემიძლია იგივე გითხრა-იღიმის
-ნუ იღიმი!-ხელს მკერდზე ვურტყამ
-ლაილა რაშია პრობლემა?
ელიზა ჩემი მეგობარია,ბავშვობის მეგობარი..
-ჰო,რომელთანაც სექსი გაქვს-ცინიკურად ვიღიმი
-შენ რაიცი?-თვალებს აწვრილებს
-ჰარიმ მითხრა
-კარგი.დავუშვათ მაქვს.მერე რა?-წარბებს მაღლა სწევს
-რაა?-პირს ვაღებ-ზეინ,მეუბნები რომ მოგწონვარ..არ გაქვს უფლება ჩემს თვალწინ მას ეფლირტავო-ხელებს აქეთ-იქით ვაქნევ
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-ის მნიშვნელობა აქვს,რომ არმინდა სხვას კოცნიდე.
არ მინდა სხვას უყურებდე,არ მინდა სხვას ეფლირტავებოდე.არ მინდა გესმის?-ვყვირი.
-რატომ ლაილა?რატომ არ გინდა?
-იმიტომ რომ მეც მომწონხარ-მისკენ ვიწევი და ჩემს ბაგეებს მისას ვაწებებ
-აი ეს მინდოდა-მშორდება და დიდზე იღიმის
-ნუ იღიმი!-ხელს ვკრავ.
მის ქცევაზე მეღიმება
-ანუ მოგწონვარ?-ლოყაზე მკოცნის და ხელებს ჩემს წელზე ალაგებს
-ზეინ!-ვუბღვერ-გაფრთხილებ,კიდევ ერთხელ გნახავ ელიზას სხვანაირად უყურებდე და...-საჩვენებელ თითს მაღლა ვწევ-უშვილოდ დაგტოვებ!-ვემუქრები.
თავს უკან ხრის და იცინის.
ღმერთო რა საყვარელია
-კარგი-იღიმის-წაქცევისას რამე დაიშავე?-მზრუნველი ხმით მეკითხება
-იმას თუ არ ჩავთვლით,რომ ყველაფრის თქმის სურვილი გამიმძაფრდა-ვიცინი-კარგად ვარ
-კარგია-მხარზე მკოცნის-ჯობს დაიძინო
-ჰო მართალი ხარ-ვიღიმი.
ხელს წელზე მხვევს.
სახლში შევდივართ
-მგონი ყველას სძინავს-ვამთქნარებ-ძილინებისა-მოწყვეტით ვკოცნი და მაღლა ავრბივარ.
ღმერთო ეს მართლა მოხდა?
ოთახში შევდივარ და ხტუნვას ვიწყებ.
ხმამაღლა ვიცინი და საწოლზე ვხტები.
არ მჯერა,რომ ზეინს ეს ვუთხარი.
-ყველაფერი რიგზეა?-კარზე აკაკუნებს ზეინი
-ჰოო,უბრალოდ ლარნაკს დავეჯახე-ხმადაბლა ვხითხითებ
-ლაილა მანდ ლარნაკი არ არის-ამაზე უფრო ხმამღლა მეცინება
-ძილინებისა-ვყვირი.
ტანსაცმელ ჩემს სხეულს ვაშორებ და პიჟამოს ვიცვამ
-ძილინებისა-
თვალებს ვხუჭავ და ტკბილად მეძინება.
თვალებს ვახელ,მაგრამ ვერაფერს ვხედავ.
ირგვლივ სიბნელეა გამეფებული.
თვალებს რამოდენიმეჯერ ვახამხამებ,რომ რამის დანახვა მაინც შევძლო,მაგრამ უშედეგოდ.
რამოდენიმე წუთი ურეაქციოდ ვზივარ.
უმისამართოდ ვიყურები.
სად ჯანდაბაში ვარ?
რაღაც ხმაური მესმის,შემდეგ კი ჩემს წინ კარი იღება.
-ადექი-ვიღაც ხელზე მექაჩება
-რახდება?-ვცდილობ ხელიდან დავუსხლტე
-ფეხი გამოადგი-მიღრენს მამაკაცი,რომელიც ჩემზე ორი თავით მაღალია
-სად ვარ?-უკვე ნერვიულობას ვიწყებ
-ჯოჯოხეთში-მისი ხმა არასასიამოვნოდ ჩამესმის ყურში.
რამოდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ,რაღაც ოთახში შევდივართ,რომელიც ზედმეტად საშიშად გამოიყურება.
არაფერი მახსოვს,აქ საიდან მოვხვდი?
-მოხვედი პრინცესა?-სიბნელეში ვიღაცის სილუეტი ჩნდება
-ვინ ხართ?ჩემგან რა გინდათ?-ვყვირი
-შენი თავი-შემზარავად იცინის-რომ იანს გავუგზავნო და ჩემი ნამუშევრით მოვხიბლო
-რას ამბობ?-ათრთოლებული ხმით ვეკითხები
-სამწუხაროა რომ ასეთი ლამაზი ხარ-მიახლოვდება,მაგრამ მის სახეს მაინც ვერ ვხედავ
-გთხოვთ-ვევედრები-არაფერი დამიშავოთ
-გპირდები არ გეტკინება-საფეთქელთან იარაღის ცივ ლულას ვგრძნობ
-არა-ვცდილობ ამ უზარმაზარ კაცს დავუსხლტე.მაგრამ უშედეგოდ.
ხელებით მხრებზე მაწვება და იატაკზე მუხლებით მაგდებს
-ბოლო სურვილი?-კაცის გამყინავ ხმას ყურთან ვგრძნობ
-იცოდე თუ რამე მომივა ზეინი გაგანადგურებთ-ვუღრენ
-ზეინი?-ხმამაღლა იცინის.-სწორედ მან გაგწირა-იარაღას ტენის
-არააააა-ვყვირი.
საწოლიდან აკანკალებული ვხტები.ეს რაიყო?
მთელი სხეული მიცახცახებს.
უნდა დავმშვიდდე,ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო.
სააბაზანოში გავდივარ და წყლის ქვეშ ვდგები.
ვცდილობ სიზმარი,რომელიც ვნახე ამოვშალო ჩემი გონებიდან,მაგრამ ვერ ვახერხებ.
ახლა ზეინი ერთადერთია ვისაც ჩემი დამშვიდება შეუძლია.
სხეულს ვიმშრალებ,თმებზე ტილოს ვიხვევ და ოთახში გავდივარ.
თმებს ვიმშრალებ,ვიცვამ და ოთახიდან გავდივარ.
ზეინის ოთახის კართან მივდივარ რომელიც,ჩემდა გასაკვირად ოდნავ შეხსნილია.
-იცოდე თითი არ დააკარო-არ მინდა ზეინის საუბარი მოვისმინო,მაგრამ თითქოს ხელს ვერ ვწევ,რომ კარზე დავაკაკუნო-ხომ გითხარი მოგიყვან.მოგიყვან.-ვის ელაპარაკება?
კარს ვხსნი და ოთახში შევდივარ
-ლაილა-ფითრდება-სხვა დროს დაგირეკავ-ტელეფონს თიშავს-რამე მოხდა?-მიღიმის
-ვინ იყო?-თვალებს ვაწვრილებ
-არავინ-სახე ეცვლება
-არავინ?-წარბებს მაღლა ვწევ
-ხო ლაილა.არავინ!-ხმას უწევს.-მაპატიე-ხმას არბილებს-უბრალოდ მითხარი რამე გჭირდება?-თვალებს ხუჭავს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს
-კოშმარი ვნახე-სიზმრის გახსენებისას ცახცახი მეწყება
-ჰეი-მეხვევა-ერთიანად ცახცახებ.ეს ხომ მხოლოდ სიზმარია-შუბლზე მკოცნის
-მაგრამ,მე ძალიან შემეშინდა-ხელებს ვხვევ
-დამშვიდდი.გინდა დღეს პარკში წავიდეთ?-მიღიმის
-პარკში?-გაკვირვებული ვაჩერდები-ზეინი სად არის?-ვშორდები და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ.
ჩემს საქციელზე ეცინება-იქნებ აქაა?-ფარდას ვწევ
-იცოდე აღარ წაგიყვან-საჩვენებელ თითს მაღლა წევს
-გეგონოს-ვიცინი
-მოდი აქ-მისკენ მწევს-იცი რომ ძალიან საყვარელი ხარ?
-საყვარელი?-ვიცინი
-ჰო-ცხვირზე მკოცნის
-შენ მახინჯი-ვხითხითებ
-მე ვარ მახინჯი?-უკან იწევა და წარბს მაღლა სწევს-ტყუი
-ჰო აბა რა-თავს გვერდზე ვხრი და ზეინს ვაკვირდები
-ნეტავ მახინჯებს ასე ათვალიერებენ?-დაინტერესებულ სახეს იღებს.
-დაბლა ჩავიდეთ.საშინლად მშია.
-ეჭვიც არ მეპარება-მუჯლუგუნს ვკრავ და ოთახიდან გავდივარ
-დილამშვიდობისა-ტელევიზორთან მჯდარ ბიჭებს ვესალმები.
ხელს მიწევენ და ისევ თავის საქმეს უბრუნდებიან
-ზეინ-ჰარი სავარძლიდან დგება-უნდა დაგელაპარაკოთ-იმდენად სერიოზული სახე აქვს,რომ შიში მიპყრობს.
ნეტავ ახლა რაღა მოხდა
-ლაილა რამე მოამზადე კარგიი?-მიღიმის ზეინი.
ვიცი რომ ჩემი მოშორება უნდა და ამიტომ მაგზავნის სამზარეულოში
-კარგი-მოწყვეტით ვკოცნი და სამზარეულოში გავდივარ.
-ჰეიი-ელიზა მიღიმის
-ჰეი-მეც იგივეს ვიმეორებ-მგონი რაღაცაზე საუბრობენ მისაღებში
-მაპატიე მეც უნდა გავიდე-წვენის სმას ამთავრებს და ჭიქას ნიჟარაში დებს
-არაფერია-ოთახიდან გადის.
მოსამზადებლად საჭირო პროდუქტებს მაგიდაზე ვდებ და გაზქურას ვრთავ.
მინდა გავიგო რაზე საუბრობენ,მაგრამ არ მინდა ჩუმად მოვუსმინო.
სპაგეტისთვის განკუთვნილ მაკარონს ადუღებულ წყალში ვყრი.
-არააა-ზეინის ყვირილისა და რაღაცის ლეწვის ხმა მესმის.
შეშინებული უკან ვხტები.
დროა გავიგო რაზე საუბრობებ.
სამზარეულოდან გავდივარ და მისაღები ოთახის კარს ვეფარები
-ზეინ მათ უკვე გაიგეს.რამე უნდა გავაკეთოთ-ლუის შეშფოთებული ხმა მესმის
-რა უნდა გავაკეთო?არჩევანის გაკეთება არ შემიძლია.-ოხრავს
-ზეინ არ გვაქვს უფლება ეს გოგონა გავწიროთ
-ჰო,მაგრამ არ ვაპირებ ჩემი და მათ ხელში დავტოვო-კარს ვშორდები და სამზარეულოში გავდივარ.
რა ჯადაბა ხდება?
ზეინის დას რამე სჭირს?
ვიღაც გოგონაში მე მიგულისხმეს?
ვიცი რომ იმას რასაც მიმალავენ ძალიან სერიოზულია.
უბრალოდ ამას ვგრძნობ.
ვცდილობ ეს ფიქრები გონებიდან გავფანტო და მხოლოდ სპაგეტის მომზადებაზე ვიფიქრო,მაგრამ არ ვიცი ეს რამდენი გამომდის.
მაკარონს თეფშებზე ვანაწილებ.
მაგიდაზე თეფშებს ვდებ.
მაცივრიდან ფორთოხლის და ვაშლის წვენი გამომაქვს და ჭიქებთან ერთად მაგიდაზე ვდებ.
-საჭმელი მზადაა-ვყვირი.
ოთახში ყველა შემოდის ზეინისა და ელიზას გარდა.
-მმმ რა კარგი სუნი აქვს-მიღიმის ნაილი
-შენ გემო უნდა ნახო-თვალს ვუკრავ.
ოთახიდან გავდივარ.მისაღებში არავინ მხვდება.
იქნებ სადმე წავიდნენ.
სახლის კარს ვაღებ და ეზოში გავდივარ
-ჰეი ასე თუ გაცხარდები გამოსავალს ვეღარ იპოვი-ელიზას ხმა მესმის.
აუზისკენ მივდივარ და ვხედავ ორ სხეულს,რომელიც ერთმანეთს ეხვევა.
დიდებულია.
-საჭმელი მზადაა-ხმამაღლა ვამბობ.
ელიზა ზეინს შორდება
-ძალიან მშია-მიღიმის და სახლისკენ მიდის.
თვალებს ვაყოლებ და ღმერთს ვევედრები ამ წამს ზებუნებრივი ძალა მომცეს რათა ერთი შეხედვით ტვინი მივასხმევინო
-ზეინ არ წამოხვალ?-ვეკითხები.
პასუხს არ მცემს-ზეინ!
-მოვალ ლაილა.მოვალ.შენ წადი-ზედმეტად უხეშად მპასუხობს
-მაპატიე თუ ხელი შეგიშალეთ!-ვიღრინები
-ისევ თავიდან იწყებ?-წარბებს კრავს
-ნეტავ რა უნდა ვიფიქრო,როცა ვხედავ ჩემი შეყვარებული როგორ ეკვრის ვიღაც ლამაზმანს-ბოლო სიტყვა ზედმეტად გარკვევით წარმოვთქვი
-მე შენი შეყვარებული არ ვარ-რა?ნერვები მეშლება მის ასეთ ცივ დამოკიდებულებაზე
-არ ხარ?-ცინიკურად ვიცინი-რატომ არა?შენ მითხარი,რომ მოგწონდი და მეც იგივე გიპასუხე.შენ მაკოცე.-ხმას ვუწევ-აბა ვინ ვართ ერთმანეთისთვის?
-მე არასდროს მომწონდა სერიოზული ურთიერთობები და გთხოვ ნუ ჩათვლი,რომ ჩემი შეყვარებული ხარ.ეს ზედმეტად ოფიციალურად ჟღერს.მე შენ მომწონხარ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვასთან რაიმე სახის ურთიერთობა არ მექნება.მე თავისუფალი ვარ-ასრულებს
-რა?სერიოზულად? გინდა როდესაც სხვასთან ერთად დაგინახავ არაფერი ვთქვა?-სასოწარკვეთილი ვყვირი
-ლაილა-ყბა ეჭიმება-ვისთანაც მინდა იმასთან მექნება სექსი.გასაგებია?
-არა ზეინ.არ არის გასაგები.შენ რა გინდა გვერდით ოთახში,ელიზას კვნესას ვუსმინო?-ხელებს ვაქნევ
-შენგან ნებართვას არ ვიღებ
-კარგი.-ვიცინი-მაშინ მეც იმას გავუშლი ფეხებს ვისაც მომინდებაა!-ახლა ისე ვსაუბრობ,როგორც ბოლო დონის კახპა
-არა.შენ ამას ვერ იზამ-ბრძანების კილოთი მომმართავს
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ ჩემს გარდა არავისზე მოგინდა ფეხების გაშლა
-ნაბიჭვარი ხარ-ხელს ვკრავ.
ვშორდები და სახლში შევდივარ.
იდიოტი,სირაქლება,კენგურუ,ზღარბი,კრეტინი.
სამზარეულოში შევდივარ და მაგიდასთან ვჯდები.
ცოტახანში ზეინიც შემოდის და ჩემს წინ ჯდება.
ხმას არავინ იღებს.
უხერხული სიჩუმე ვარდება,მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს.
სპაგეტის ჭამის ნაცვლად მაკარონს ჩანგლით ვანაწევრებ და ერთმანეთში ვურევ
-ლაილა არ გშია?-ნაილი მეკითხება
-მადა გამიქრა-თავს ვწევ და წყალს ვსვამ
-რატომ?-ახლა ლუი მეკითხება.
მათზე ნერვები მეშლება.
რატომ?იმიტომ რომ ზეინი უხეშად მელაპარაკა.
სხვა ქალს ეხვეოდა.
ყველა რაღაცას მიმალავთ.
აი ეს მოხდა და მაგიტომ
-უბრალიდ არ მშია-უხეშად ვპასუხომ.
მაგიდიდან ვდგები და მისაღებში გავდივარ.
ტელევიზორს ვრთავ და მდივანზე ვჯდები.
მომბეზრდა რომ ყოველთვის ყველაფერს მე ვპატიობ ზეინს.
ჯანდაბამდეც გზა ქონია.
ყელშია ამოვიდა მისი უაზრო საქციელი.
როცა უნდა მეხვევა და თბილად მექცევა. მერე რაღაც დაარტყამს,ხასიათი ეცვლება და ისევ მეუხეშება.
მე შენ გაჩვენებ რას ნიშნავს უხეშად მოქცევა.
გაჩვენებრამდენად პრინციპული და ამაყივარ.
გაჩვენებ ზეინ მალიკ,რომ როცა ჩემთან ხარ სხვას ვერასდროს შეეხები.
ახლა ჩემი ჯერია.
-ჰეი-ლიამი სახის წინ მიფრიალებს ხელს-გაიგე რაც გითხარი?
-მაპატიე.არ გისმენდი
-ზეინი უკანა ეზოში გელოდება-
ოუ უკვე შუამავალიც გვყავს?
-მელოდოს-ცინიკურად ვიცინი.
ლიამი გაოცებული მაკვირდება.
ტელეფონზე შეტყობინება მომდის
*ნუ ჯიუტობ*
ჯერ სად ხარ.
პასუხს არ ვცემ.
- - - - - - - - - - -
#Two days ago.
"Los-angeles"
#ავტორი:
ბეატრისი კლუბში ჩვეულებისამებრ მუშაობდა.
არაფერი განსაკუთრებული.
განსხვავება ის იყო,რომ მას გვერდით ლაილა აღარ ყავდა.
ყველაფრის გაკეთება მას უწევდა
-უკაცრავად-ტრის მხარზე ახალგაზრდა მამაკაცი ეხება
-დიახ,გისმენთ-ტრისი ბრუნდება და მაღალ სილუეტს ათვალიერებს
-თქვენ ალბათ ტრისი ხართ-უღიმის ბიჭი
-დიახ.მაპატიეთ ვერ გიხსენებთ,ვიცნობთ ერთმანეთს?-იბნევა ტრისი
-არამგონია
-რამე გაინტერესებთ?-ინტერესდება ტრისი
-უფროსთან მიმიყვანეთ.იანმა გამომაგზავნა-ტრისი გაკვირვებული აჩერდება.ფიქრობს თუ
რა უნდა უნდოდეს იანს?
-დიახ.გამომყევით-მეორე სართულზე ადის და ერთ-ერთ კარზე აკაკუნებს
-შემოდით-ტრისი შედის და ბიჭიც უკან მიყვება
-გამარჯობათ.მე მაიკლი ვარ, ლაილა მარტესის წასაყვანად მოვედი.-ჯეიკობს თვალები შუბლზე აზდის.
-ვერ გავიგე?-სკამიდან დგება
-ლაილა მარტესის წაყვანის დრო მოვიდა-იმეორებს ბიჭი.
ტრისი ნერვიულობისგან ცახცახებს
-მეხუმრებით?ის ხომ უკვე წაიყვანეთ?-იცინის კაცი
-რას ამბობთ?-ბიჭს სახეზე ნერვიულობა ეტყობა-მე იანმა გამომგზავნა,რომ ის წავიყვანო
-ის აქ არ არის.რამოდენიმე კვირის წინ წაიყვანეს
-რას ნიშნავს წაიყვანეს?ვინ წაიყვანა?-ყვირის ბიჭი
-ვიღაც ზეინმა
-ზეინმა?-თვალები უფართოვდება ბიჭს და აქეთ-იქით იწყებს სიარულს-მალიკმა?
-დიახ ზეინ მალიკმა-ადასტურებს კაცი.
-რა ჯანდაბა ხდება?-ტელეფონს იღებს ბიჭი და რაღაც ნომერს კრეფს
-ის აქ არ არის-ხელს სახეზე ისვამს-არ არის.ზეინს წაუყვანია...რა ხდება უფროსო?..არ იცით?..ახლა რა უნდა გავაკეთოთ...ახლავე,ვბრუნდები
#Now
#London
-რომ არ მოიყვანოს?
-მოიყვანს,მოიყვანს-გულისამრევად იცინის კაცი-მისი და ხომ აქ არის-ხარხარებს.

LaylaWhere stories live. Discover now