Chapter 1

459 28 0
                                    


Chapter 1:
-ლაილა უკვე ოცი წუთია მესამე მაგიდიდან ყვირიან.მოემსახურე მათ-მომაბეზრებლად ჩამესმა ტრისის ხმა
-ახლავეე-დავუყვირე და სკამიდან წამოვიზლაზნე.მთელი ღამეა ფეხზე ვდგავარ მალე უძილობისგან გული წამივა ალბათ
-სახე დაიფარე-შავი ნაჭერი მომაწოდა ტრისმა.
თავზე დავიფარე ნაჭერი და სახე შევიხვიე,ისე რომ მხოლოდ თვალები მიჩანდა.
ალბათ გიკვირთ თუ რატომ ვიფარავ სახეს.ჰო ეგ ბოლომდე მეც არვიცი.
აქ 14 წლის ასაკში მომიყვანეს.მშობლები გარდამეცვალნენ,უფროსწორედ მომიკლეს.
ახლა ტრისი მივლის.ის მეძავია.დედად მეკუთვნის,მას დიდ პატივს ვცემ.მიუხედავად იმისა რომ აქ მოსვლიდან გაუჩერებლად ვმუშაობ.
ეს სტრიპტიზ ბარია.მოიცათ,არგეგონოთ რომ მეც მეძავი ვარ.არა,არა,მე უბრალოდ მიმტანი ვარ.
ტრისთან ერთმა კაცმა მომიყვანა,დღესაც კი არვიცი მისი სახელი.
ტრისი ყოველთვის მეუბნება რომ ერთ დღეს მოვლენ და წამიყვანენ,იმისთვის რომ ჩემი მშობლების საქმე გავაგრძელო.
მეკი ისიცკი არვიცი ისინი რას საქმიანობდნენ.
ცოტა რამ ვიცი.ისინი ყველაფერს რასაც აკეთებდნენ,მხოლოდ ხალხისთვის.
ახლა 18ის ვარ.გუშინ მქონდა დაბადების დღე.
ყოველდღე ველოდები როდის მოვა ვიღაც და აქედან წამიყვანს.იმდენი კითხვები მაქვს დაგროვილი რომ,მათზე პასუხი რომ არ გავიგო,ალბათ შევიშლები.
რატომღაც მგონია რომ მალე მოვა ეს დრო.რადგან მე უკვე 18 ვარ.
გარეთ გასვლას მიკრძალავს ტრისი.რადგან დაკარგულ ბავშვებთა სიაში ვარ და დღესაც მეძებენ.
ახლა იმას დავუბრუნდეთ თუ რატომ მაქვს სახე დაფარული.
ტრისმა მითხრა რომ შეიძლება ვინმემ ეჭვი შეიტანოს ჩემში,რადგან ახალგაზრდა ვარ და თან აქ ვმუშაობ.მეორე და იმიტომ რომ აქ ბევრი მთვრალია და შეიძლება ვინმეს მოვეწონო და ამიკვიატოს.
თუმცაღა სახე ახვეული მაქვს მაგრამ,საკმაოდ მოკლე კაბა და ტოპი მაცვია ხოლმე.რადგან აქ სხვანაირად არშეიძლება.
თვითონ ბარის უფროსი არაფერს ამბობს ჩემზე,როგორცჩანს ვიღაც ძალიან მიცავს.მეკი ინტერესით ვკვდები თუ ვინარის ის.
-ლაილა რასელოდები?-გამომაფხიზლა ტრისმა და სასმლით სავსე ლანგარი მომაჩეჩა.
-ახლავე გავალ-გამოვართვი და მესამე მაგიდისკენ წავედი-აიღეთ თქვენი შეკვეთა-ოთხი ჭიქა დავდე მაგიდაზე
-ჩვენ მხოლოდ ორი გვინდა-ძლივს ამოილუღლუღა კაცმა რადგან მთვრალი იყო
-აჰ კარგით-ორი ავიღე და ლანგარზე დავდე.
მაგიდას მოვშორდი და დახლისკენ წავედი
-ააა-დავიყვირე როცა ვიღაცას შევასკდი და მე და ჩემმა ჭიქებმა ზღართანი მოვადინეთ იატაკზე
-ფრთხილად!-ყურადღემა არცკი მოუქცევია ისე წავიდა.
იდიოტი,თვითონ დამეჯახა და კიდევ მევიყო ფრთხილად?
არცკი დავკვირვებივარ ვინიყო.
მხოლოდ ის შევამჩნიე რომ შავებში იყო გამოწყობილი.ტყავის კურტკა და სათვალე კი საშიშს ხდიდა.
ფეხზე წამოვდექი და დამტვრეული ჭიქები ლანგარზე დავდე.
-ლაილა ჩემთან მოდი-ტრისმა დამიძახა.
გაკვირვებულმა გავხედე,მაგიდებს გვერდი ავუარე და მასთან მივედი
-ტრის ისეთი სახე გაქვს გეგონება ვინმე მოკვდა-მის სახეზე გამეცინა.
მის ყავისფერ თვალებს ნაზად აფახურებდა და სევდიანად მიცქერდა
-მომენატრები ჩემო პეპელავ-გულში ჩამიკრა და აქვითინდა
-ტრიის,რამოხდა?-აფორიაქებულმა შევხედე
-დრო მოვიდა.შენს წასაყვანად მოვიდნენ-ამოისლუკუნა
-რაა?-ავღელდი
-ხოო ასეა.წამოდი უფროსის კაბინეტში არიან-ტრისს უკან ავედევნე.თან გულზე ხელს ვიდებდი,მეგონა ამომვარდებოდა.გაურკვეველი მიზეზის გამო ვღელავდი.
არადა რამდენიხანია ამ მომენტს ველი.
-ბატონო ჯეიკობ-კარი პატარაზე შეაღო ტრისმა-მოვიყვანე
-შემოდით-ახლაღა მივხვდი იმას რომ თავიდან მომეშორებინა ეს ნაჭერი
-შედი-წინ მიბიძგა ტრისმა.
ოთახში ფრთხილად შევედი.
-გამარჯობა ლაილა-მომესალმა ბატონი ჯეიკობის ხმა
-გამარჯობათ ბატონო ჯეიკობ-ზრდილობიანად მივმართე.
მზერა ჯეიკობიდან მაღალ სილუეტზე გადავიტანე,რომელიც მეცნო.ეს ისარის ვინც დამეჯახა და წაქცეული უყურადღებოდ დამტოვაა
-შენ ხარ ლაილა?-ბიჭი მომიბრუნდა.ოუ ის იმაზე სიმპათიურია ვიდრე მე ვგეგმავდი.
-დიახ მევარ ლაილა
-მე ზეინ მალიკი ვარ-ჩვეული სიმშვიდით გააგრძელა საუბარი-მე წაგიყვან აქედან
-სასიამოვნოა ზეინ-გავუღიმე მანკი თვალი ამარიდა.
ღმერთო რამშვენიერი თვალებიაქვს.მგონი ზედმეტად ვფიქრობ მასზე-როდის წავალთ?
-ახლავე
-რ..რა?მე არვარ მზად-დაბნეულმა ამოვიხავლე
-მე მხოლოდ ბარიდან მიმყავხარ,ცოლობას კიარგთხოვ-მისმა სარკასტულობამ ცოტარიყოს გამაღიზიანა
-მე უბრალოდ არველოდი-რათქმაუნდა არაფერი მითქვამს ისეთი რაც სამაგიეროს გადახდას გავდა.
მეხომ ლაილა ვარ.მშვიდი და გაწონასწორებული,ვიღაც იდიოტს,უფროსწორედ სიმპათიურ იდიოტს არავყვები და სცენებს არმოვაწყობ.
-არაფელი გესაჭიროვება.უბრალოდ ადგები და მე გამომყვები.
-ტრის-აღალვებულ ქალს მივუბრუნდი-მადლობა ყველაფრისთვის.შენ ჩემთვის დედასავით ხარ,ძალიან მიყვარხარ და მომენატრები-ცრემლები მოვწმინდე და მოვეხვიე
-მეც მიყვარხარ და მომენატრები ჩემო გოგოვ-შუბლზე მაკოცა-ახლა კი წადი.იმედია გნახავ კიდევ ოდესმე
-რათქმაუნდა-გავუღიმე-ნახვამდის ბატონო ჯეიკობ,თქვენც დიდი მადლობა-მასაც გავუღიმე და აწ უკვე ოთახიდან გასულ ზეინს გავეკიდე
-შეგიძლია დამიცადო?-დავუყვირე,რადგან საკმაოდ წინ იყო ჩემგან
-მოდის ჩვენება კიარარის.სწრაფად უნდა იარო-მკაცრად შემომხედა
-ბოდიში-ამოვიხავლე და თავი დავხარე
-ვერვიჯერებ რომ შენ კოდის და ლილის შვილიხარ-დამცინავად ჩაიცინა
-ვითომ რატომ?-გაბრაზება ვერდავმალე
-შენ ზედმეტად უმწეო ხარ იმისთვის რომ მათი შვილი იყო.ყველაფერზე თავს ხრი-ისევ ჩაიცინა
-დეენემი ხომარგჭრდებათ მისტერ მალიკ?-თვალებში ჩავხედე
-ახლა ცდილობ გამბედაობა გამოიჩინო?-გაიცინა
-თავის მოჩვენება არმჭირდება,ისედაც ვარ-ჩავიცინე და სვლა განვაგრძე.არაფელი უთქვამს,წინ წავიდა და მეც უკან ავედევნე.
რამდენი დრო გავიდა მეკი ლოს-ანჯელესი არცკივიცი როგორია მთლიანად.მეხომ გარეთ არგავდიოდი და თუგავდიოდი მხოლოდ,იმიტომ რომ სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.
-ჩაჯექი-შავ მანქანაზე მიმითითა ზეინმა.ვერგეტყვით რამანქანა იყო,ამაში სუსტი ვარ,მაგრამ იმას გეტყვით რომ ლამაზია,მოვლილი და დარწმუნებულივარ ძვირადღირებულიც.
ზეინს დავუჯერე და მანქანაში ჩავჯექი,მანაც მოუარა და ჩაჯდა
-ზეინ?!-მას შევხედე
-გისმენ
-შეგიძლია გამათბობელი ჩართო?
-კი შემიძლია-თქვა და რაღაც ღილაკს დააჭირა.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით ორივე.ან რაზე უნდა გვესაუბრა?
-ზეინ-მე დავარღვიე სიჩუმე.არგამოუხედავს,არც არაფელი უთქვამს,მაგრამ მაინც გავაგრძელე საუბარი-სად მივდივართ ან ვისთან?ვინ მიცავდა ამდენიხნის განმავლობაში?ჩემი პატარა და ცოცხალია?-ოუუ მგონი ზედმეტად ბევრი კითხვებია,მაგრამ სხვანაირად გაჩერება არშემიძლია.
ვუყურებდი როდის გამცემდა ხმას,მაგრამ არა.არც არაფელი უთქვამს-რატომ არიღებ ხმას?ჰეიი დამუნჯდი-შევყვირე,მანკი გაბრაზებულმა გამომხედა
-მოკეტე-იდიოტი!რადააკლდება თუ ყველაფერს მეტყვის?
სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან და პირშე ჩაიდო.სანთებელა აიღო და მოუკიდა
-სიგარეტი მავნებელია-არგამიხედავს ისე ვუთხარი
-მოკლე კაბაც მავნებელია-გაკვირვებულმა გავხედე-შეიძლება გაცივდე ან უარესი ვინმემ ხელი შეგიყოს და...-ჩაიცინა.
მომენტალურად წავიღე ხელი კაბისკენ და ძირს დავქაჩე
-თავდაჯერებული იდიოტი ხარ-გაბრაზებულმა დავუყვირე
-უუუ შენ გაბრაზდი?რაჩემიბრალია თუ ეგეთი რაღაც გაცვია-ირონიულად ჩაიცინა
-დარწმუნებული იყავი არგავცივდები-შევუბღვირე-და ვერც ვერავინ შემიყოფს ხელს-ჩემდა გასაკვირად ეს სიტყვებიც დავამატე
-ხო აბა რა-ისევ ეს ირონია,როგორ მიშლის ნერვებს.
ამის შემდეგ ხმა არამომიღია,მასთან საუბარს სიჩუმე ვარჩიე.

LaylaWhere stories live. Discover now