Chapter 5

318 17 2
                                    

Chapter 5:
-ჯანდაბა-კარს უკან ხმა გაისმა და მას მოყვა გასაღების ჩხარუნის ხმაც
-მხოლოდ 5 წუთი გაქვს-საათს დახედა და მობეზრებული სახით კარები მიხურა.
მის საქციელზე ჩამეღიმა.
- - - - - - - - - - - - - - - -
-დაბლა დავჯდეთ-ხალიჩაზე მოვკალათდი
-პაემანზე არვართ-ზევიდან დამხედა
-ხალიჩაზე დაჯდომა პაემანს არ ნიშნავს.ასე რომ,შეგიძლია დაჯდე.თუმცა ჩემთვის არც ისაა პრობლემა თუ იდგები-საწოლს მივეყრდენი და ზეინს ავხედე
-კარგი-ჩემს გვერდით ჩამოჯდა და საათს დახედა-დრო ჩართულია.იჩქარე.
-ვინ იყვნენ ჩემი მშობლები?
-აგენტები-უცებ გამცა პასუხი
-მოკლეს არა?-შეპარვით ვკითხე
-ხოო
-ვის ემსახურებოდნენ?
-სახელმწიფოს,მაგრამ ჯაშუშები იყვნენ სხვა ორგანიზაციაში.
-რა ორგანიზაციაში?-თვალები ვჭყიტე
-მაფია,კრიმინალი.-როგორც ჩანს ამ თემაზე ზედმეტს ვერ ვათქმევინებ
-მათ მოკლეს არა.
-ხო-ამოიოხრა
-ჩემი და ცოცხალია?მასაც ხომარ ეხმარებოდნენ ისევე როგორც მე?-გთხოვ,მითხარი რომ ცოცხალია.გთხოვ.ის ერთადერთია ვინც დამრჩა
-ის მკვდარია-თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და დიდი ბურთულა რომელიც ყელში მაწვებოდა უკანვე დავაბრუნე
-მე რაში გჭირდებით?-ზეინს გავხედე რომელიც ერთ წერტილს მისჩერებოდა
-შენ??..შენ..უბრალოდ გეხმარებით.შეიძლება შენი მოკვლა მოინდომონ და ეს სცადეს კიდეც.ხომ ნახე არაა?-რატომ დაიბნა?რაღაცას არმეუბნება ბოლომდე
-ზეინ რაღაც არმეუბნები არა?-იმ იმედით შევხედე რომ რამეს მეტყოდა
-არაფერია იმაზე მეტი,ვიდრე გითხარი-თვალებში არშემოუხედავს ისე გამცა პასუხი
-ყველა აგენტების შვილებს ასე მფარველობთ?-ჩავიცინე.
ეს არარეალურია.
მათ რაღაცაში ვჭირდები.
-დრო დასრულდა-ფეხზე წამოდგა და თვალის დახამხამებაში გავიდა ოთახიდან.
შესანიშნავია.
ახლა უფრო მეტი კითხვა მიტრიალებს თავში,ვიდრე მანამდე.
ყველაფერი უნდა გავარკვიო,ასე ჯდომა არ შემიძლია.
რავიცი რომ ისინი რამისთვის არ მიყენებენ?
ზეინს არ ვენდობი,ის რაღაცას ბოლომდე არ მეუბნება.ჩემს კითხვებს გამუდმებით თავს არიდებს.
თუ ჩემი დაცვა სურთ,ჩემი და რატომ არ დაიცვა ვინმემ?
ის მკვდარია.მეც მკვდარი უნდა ვიყო.
რატომ მიცავენ მე?
ფეხზე წამოვდექი და საწოლზე დავწექი.დასვენება მჭირდება.
ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა.
თვალები დავხუჭე და დაღლილს მალევე ჩამეძინა.
- - - - - - - - -
-ლაილა ადექი,მივდივართ-კარის შემოგლეჯის ხმამ გამაღვიძა
-რა?რატომ?-მე რისი ლაილა ვარ კითხვები რომ არ დავსვა?
-შეგიძლია ერთხელ მაინც დამიჯერო და კითხვებისგან თავი შეიკავო?-მობეზრებულმა ამოიოხრა და უჯრებში რაღაცის ძებნა განაგრძო
-და შენ შეგიძლია ერთხელ მაინც გამცე კითხვაზე პასუხი?-თვალები გადავატრიალე
-ლაილა-დაიყვირა-ახლავე დაბლა ჩადი
-ზეინ ნაილი დაჭრეს-ყვირილით შემოვარდა ლუი.
ზეინს თვალები გაუფართოვდა და გამწარებულმა გააგრძელა ჩემთვის უცნობი ნივთის ძებნა
-რახდება?-თვალები გამიფართოვდა
-სად ჯანდაბაშია დინამიტი ლუი?-იღრიალა ზეინმა
-კარგად მოძებნე,მანდ უნდა იყოს-გასასვლელთან დადგა ლუი
-ვიპოვე-წამოიყვირა ზეინმა-წავედით-მკლავზე ხელი ჩამავლო
-ზეინ ჩემი მოკვლა უნდათ არა?-ხმა ამიკანკალდა
-ლაილა ეს ხელში დაიჭირე-იარაღი მომაჩეჩა-თუ რამე მოხდება ჩახმახს გამოკარი.გესმის?-ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-ახლა დაბლა ჩავალთ.ჩვენ ვეცდებით ისინი გავაკავოთ,შენკი გასასვლელისკენ წახვალ და რაცშეიძლება სწრაფად გაიქცევი.გესმის?მთავარია სადმე დაიმალო.გპირდები გიპოვნი-არაფრის თქმა არა მაცადა,ხელი დამავლო და ქვევით ჩამიყვანა.
-ზეინ-განწირულმა ვიყვირე,როდესაც ვიღაც იარაღიანმა ზეინს დაუმიზნა
-დაწექი-მისკენ გაისროლა და შუბლში მოახვედრა.
ღმერთო ჩემო.
-ლაილა აქ მოდი-ლუიმ მისკენ მიმწია-როცა გეტყვი გაიქეცი,გაიქცევი.მე დაგაზღვევ
-კარგი-თავი დავუქნიე
-ლუის იჩქარეთ ნაილი სისხლისგან იცლება-ვიღაცამ დაიყვირა.ეს ვიღაც მგონი ზეინის მეგობარია
-ლაილა გაიქეცი-ლუის ხმამ გამომაფხიზლა.
გასასვლელისკენ გავიქეცი.იქკი შავთმიანი,იარაღიანი ბიჭი დამხვდა,რომელიც
ავისმომასწავებლად იღიმოდა.
უკან დავიხიე.
მან იარაღი დამიმიზნა.
გასროლა დააპირა,მაგრამ წამში ჩემს წინ დასისხლიანებული წაიქცა.
-გაიქეციი-გვამს გადავუარე და სახლიდან გამოვედი.
რაც ძალი და ღონე მქონდა მივრბოდი.
ბოლოს,როცა ძალა აღარ მეყო გზის გასაგრძელებლად,ძირს დავვარდი და ძლიერად სუნთქვა დავიწყე.
-ღმერთო დამეხმარე-ფეხზე წამოვდექი და იქვე ხეს ამოვეფარე.
მეტი აღარ შემიძლია.
-აქ არის-ვიღაცამ დაიყვირა.
ფეხზე წამოვხტი და ტყეში სირბილი განვაგრძე.
-დაიჭირეთ,არ გაუშვათ-ვიღაცამ ხელი ჩამავლო და ძირს აღმოვჩნდი.
-არ მომეკარო!-იარაღი დავუმიზნე
-ჩვენ არაფერს დაგიშავებთ-უკან წავიდა
-კი როგორ არა-ფეხზე წამოვდექი.
-ლამაზო აქედან მაინც ვერ გაიქცევი-ჩაიცინა.
ვერცკი მოვახერხე გააზრება,ისე წამართვეს იარაღი და ძირს აღმოვჩნდი
-მოკალი-ბიჭმა იარაღი დამიმიზნა.
თვალები დავხუჭე,გასროლის ხმა გაისმა.თუმცა ტყვია მე არ მომხვედრია.
თვალები გავახილე.
ზეინი ორ იარაღიანს შორის იდგა,მესამე კი ქვემოთ მკვდარი ეგდო.
-შენ მხსნელი ხარ?-ერთ-ერთმა ჩაიცინა და ზეინს გახედა.
ზეინმა თვალით რაღაც მანიშნა და დაიყვირა-გაიქეცი-უკან შევბრუნდი და გავიქეცი.
მესმოდა ტყვიების სროლის ხმა,მაგრამ უკან არ შემიხედავს.
-ლაილა-ლუის ხმა გავიგონე და ძლიერი დარტყმა ზურგის არეში.
ძირს დავვარდი.
ჩემს ზემოთ მდგომმა ბიჭმა წამომაყენა და მისკენ შემაბრუნა.
-ნახვამდის ლამაზო-ყურში ჩმჩურჩულა.
მის ხელში ბრჭყვიალა ნივთი დავინახე.
წამში ეს ნივთი გაიხსნა.
ეს დანაა.
დანა.
ხელი მოიქნია და ბასრი საგანი უკვე ჩემს სხეულში ვიგრძენი.
დანა ისევ უკან გაწია და შემზარავად გაიცინა.
სანამ გონს დავკარგავდი,კიდევ ერთხელ ვიგრძენი ეს ბასრი საგანი ჩემში.
ძირს დავვარდი და ტკივილისგან დავიკლაკნე.
-ლაილა-ექოდ მესმოდა ჩემი სახელი.
ბოლოს რაც ვნახე ის შოკოლადისფერი თვალები იყო,რომელიც ზეინს ეკუთვნოდა.
- - - - - - - - -
თვალების გახელისთანავე ვგრძნობ ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.
-ლაილა?-თვალებმოჭუტული მიმზერს ზეინი
-სადვარ?-ამოვიხავლე და ირგვლივ მიმოვიხედე
-ჩემს მეგობართან,რომელიც გკურნალობს-დაღლილი მზერა მომაპყრო
-არ გიძინია?-თვალებში ჩავაჩერდი
-რაა?-დაბნეულმა შემომხედა
-თვალები ჩაწითლებულიგაქვს-ხელით მის სახეს შევეხე
-შენი ბრალია,რომ არ მეძინა-გაიღიმა.
მან რა გაიღიმაა?
-რამდენი ხანია გათიშული ვარ?
-ორი დღეა
-და ჩემგამო ორი დღეა არ გძინავს?-თვალები ვჭყიტე-ერთი წუთით,თვალები უნდა მოვისრისო-ხელი თვალებზე მივიდე-არა,ეს ნამდვილად შენ ხარ-დავასკვენი
-გტკივა?-საუბრის თემა შეცვალა
-კიი-დავიჭყანე-ეს ისეთი საშინელება იყო-ამოვიკნავლე-მეგონა ვეღარასდროს გავახელდი თვალს
-მას უკვე ვაზღვევინე-დაიღრინა
-გგონია შვებას მომგვრის ის, რომ შენ ის მოკალი?-წარბები შევკარი
-შენ არა,მე კი დიდ შვებას მგვრის-სკამიდან ხმაურიანად ადგა და ოთახი დატოვა.
-რათქმაუნდა,შენ მხოლოდ ეს შეგიძლია-დავიჩურჩულე.
არვიცი გაიგონა თუ არა,მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებს.
- - - - - - - - -
-სიარული შეგიძლია?-ოთახში შემოვარდა ზეინი.
მგონი ეს ჩვევად ექცა
-არვიცი,არმიცდია-მობეზრებულმა გავხედე
-ხოდა ახლა ვცადოთ-ხელი მკლავზე მომკიდა
-რასამბობ?-თვალები გამიფართოვდა
-ისინი აქ არიან,ყველა სახლს ათვალიერებენ ამ უბანში.ახლა იმ სახლს მოადგნნენ სადაც ჩვენ ვართ.ჯეისონი(სახლის მფლობელი) მათ მშვიდად შეხვდება,დაელაპარაკება და სანამ სახლში შემოვლნენ ჩვენ უკანა კარიდან გაპარვა უნდა შევძლოთ.ახლა დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?-თვალებში მომაჩერდა
-კიი-თავი დავუქნიე და საწოლიდან ფეხი გადმოვდგი.
-მოდი დაგეხმარები-ხელი წელზე მომკიდა.
-არ შემიძლია ზეინ.მტკივა-დავიჭყანე
-ჯანდაბა-ამოიოხრა და ხელში ამიტაცა.-უნდა დასუსტდე-გაიცინა
-54 კილო ვარ ზეინ-თვალები ავატრიალე
-ყველა გოგოს ასე ეუბნებიან,როცახელში აყავთ-მანაც აატრიალა თვალები
-რა სისულელეა-გამეცინა.
უკანა კართან ლიამი და ლუი დაგვხვდნენ.
გარეთ გასულს ჰარი,ზეინის მეგობარი დაგვხვდა.რომელსაც ნაილი ჰყავდა ხელში აყვანილი.
ამაზე სიცილი ამივარდა.
-ჩშშშ!!-წარბები შეკრა ზეინმა.
-მაპატიე-ხელი პირზე ავიფარე.მასკი ჩაეცინა.
მართლა ძალიან ვიხალისე,ნაილი ტკიპასავით ეკვროდა ჰარის.ისკი ნაილის სიმძიმით გაწვალებული იჭყანებოდა.
ნეტავ რაზე ვხალისობ?იმაზე რომ დაჭრილი ვარ თუუუ იმაზე, რომ კართან ისხალხი დგას რომელთაც ჩემი წამში მოკვლა შეუძლიათ?
-სწრაფად მანქანაში-ლუი საჭეს მიუჯდა.
წინ ნაილი დაჯდა.
უკან ჰარი და ლიამი მოთავდნენ.
-ზეინ,აქ მხოლოდ ერთის ადგილიღა დარჩა-ამოვიოხრე
-არაუშავს-ჩაიცინა-ბიჭებო თუშეიძლება ჩაიწიეთ-თვალი ჩაუკრა ზეინმა მათ.
ჰმ,ზეინ მალიკ რასაკეთებ?
-ზე..-აბა გამოიცანით რამოხდა?
ზეინი უკანა სავარძელზე მოთავსდა და მე კალთაში ჩამისვა.
-ნაილ შეგეძლო შენ დამჯდარიყავი უკან-თვალები გადავატრიალე
-არა საყვარელო არ შემეძლო-გაიცინა.
-ნუ მოძრაობ-ხელი წელზე მომკიდა ზეინმა.
სახეზე ავწითლდი და წამში ძეგლად ვიქეცი.
-შეგიძლიად ჩამოხვიდეთ-მანქანა გააჩერა ლუიმ.
-ისევ სასტუმროო?-ამოვიოხრე-ნელა გადავედი მანქანიდან და კარს დავეყრდენი
-მოდი-ხელი შემაშველა ზეინმა
-ლაილა ეს შენი ახალი პასპორტია-ნაილმა მომაწოდა.
-ტერეზა სმიტი-თეთრ ფურცელზე ამოვიკითხე სახელი და გვარი
-ეს აუცილებელია?-თვალები ვჭყიტე
-კიი-ხელიდან ამაცალა ზეინმა და შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო.
-ჰეი ეს ჩემი პასპორტია-დავუღრინე
-არაუშავს თუ ცოლის პასპორტი მე მექნება-გაიცინა და სასტუმროსკენ წავიდა
-რა?-თვალები გამიფართოვდა
-მოგესალმებით,მე ფრენკ სმიტი ვარ-თვალი ჩამიკრა
-ძალიან სასაცილოა-განზე გავწიე თავი.
როგორცკი სასტუმროში შევედით ყველამ ჩვენ შემოგვხედა.
ზეინი მაღალ მაგიდასთან მივიდა და პასპორტები დააწყო.
-მას უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა-გაიღიმა ზეინმა და მაგიდასთან მდგარ გოგონას ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა
-ძალიან კარგი წყვილი ხართ-თბილად გაგვიღიმა და ოთახის გასაღები,პასპორტებთან ერთად მომაწოდა
-ერთი ოთახი?-წამოვიყვირე.
გოგონამ კი გაკვირვებული თვალებით გმომხედა.-ვიხუმრე-გავიცინე.
-სჯობს წავიდეთ-ზეინი ლიფტისკენ დაიძრა-კიდევ კარგი შენივე გაფუჭებული საქმე შენვე გამოასწორე,თორემ არვიცი რას მოვიმოქმედებდი-შემომიბღვირა ზეინმა.
-ზეინ ლიფტში ნუ შედიხარ.დაგავიწყდა კლაუსტროფობია რომ მაქვს?-მხარზე ვუბრწკინე
-იცოდე კიდევ მიბრწკენ და ძირს დაგაგდებ-ტუჩები მოკუმა და კიბეებზე ავიდა
-ზეინ დანარჩენები რას იზამენ?-ახლაღა გამახსენდნენ ბიჭები.
-ცალ-ცალკე აიღებენ ოთახებს,რომ ეჭვია არ გამოიწვიონ
-და ჩვენ რატომ არ ავიღეთ ცალ-ცალკე ოთახები?
-ამას მართლა მეკითხები?-თვალები აატრიალა
-რაა?-დაბნეულმა გავხედე
-შენ ფეხზე დგომაცკი არ შეგიძლია.ამასთან მე შენი დაცვა ვარ და სხვა ოთახში ვერ წავიდოდი ლაილა!-ისე მიხსნიდა,როგორც დედა ორი წლის ბავშვს.
-ისე ნუ მიყურებ თითქოს ჩემი მოკვლა გინდა-შევუბღვირე
-ასე მეტყობა?-სერიოზული სახით შემომხედა,თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც შეეპარა ღიმილი
-საზიზღარი ხარ.ეს იცი?-დავიჭყანე
-კიი.უკვე ბევრჯერ მითხარი-გაიცინა.
რაღაც ხშირად იცინის ამ ბოლო დროს.
-ეს ჩვენი ოთახია-ერთ-ერთ კართან დადგა-მიდი გასაღები მოარგე-გასაღები კარებს მოვარგე და გავაღე.
ზეინმა საწოლთან მიმიყვანა და ზედ დამაწვინა.
-გშია?-ქურთუკი გაიხადა და შემომხედა
-ძალიან-თვალები გამინათდდა.
Chapter 5:
-გშია?-ქურთუკი გაიხადა და შემომხედა
-ძალიან-თვალები გამინათდდა.
- - - - - - - - -
-ძალიან ბევრს ჭამ-წვენი მოსვა ზეინმა
-მერე რა?-ხორცის ახალი ნაჭერი ჩავიდე პირში
-მერე ის,რომ ყოველთვის ჩემი სათრევი ხარ და წონა უნდა დაარეგულირო-ნიშნისმოგებით გამომხედა
-ღმერთო-თვალები ავატრიალე-ერთხელ ამიყვანე ხელში და უკვე წუწუნებ.იქნებ პრობლემა შენშია-ვიღიმი
-ეს რასნიშნავს?-წარბს მაღლა სწევს
-იმას,რომ საკმარისად ძლიერი არ ხარ-ვიკრიჭები და პირს ლუკმით ვიტენი
-კარგად ხუმრობ-თვალებს ატრიალებს
-საქმეც ის არის,რომ არ ვხუმრობ-წვენს ვსვამ და ბალიშს ვაწვები
-იცი,რომ შენგამო რამოდენიმე დღეა ქალთან არ ვყოფილვარ?-ჩემკენ იწევა,ჩემი ფეხებიდან ლანგარს იღებს და განზე დებს-მოდი ვნახოთ რამდენად ძლიერი ვარ-წარბებს მაღლა სწევს,მისი სახე ჩემსასთან ახლოს მოაქვს და ტუჩებზე მაჩერდება.
სუნთქვა მეკვრის და ხელები მიოფლიანდება.
-ზეინ გაიწიე-ხელს მკერდზე ვადებ და ვცდილობ მოვიცილო,მაგრამ ვერ ვახერხებ.
ეს იმიტომ ხდება,რომ ენას ვერ აჩერებ ლაილა.საკუთარ თავს შევუბღვირე
-რატომ?-თვალები უნათდება.
მის ბაგეებს ჩემსას უხახუნებს.ძალაუნებურად ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.
თვალებს ვხუჭავ და ველოდები როდის მაკოცებს,მაგრამ ეს არხდება.
თვალებს ვახელ და ყურებამდე მომღიმარ ზეინს ვხედავ.
-გინდა რომ გაკოცო?-ეშმაკურად იღიმის.
პირს ვხურავ და გაბრაზებული ვაჩერდები
-ეგ შენგიდა-თვალს ვარიდებ და ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუო.
-მითხარი,რომ გინდა-ისევ მიახლოვდება
-არ მინდა-ვუბღვერ და კბილებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ.
"სინამდვილეში მინდა".
რაზე ვფიქრობ?
-კარგი-თვალს-თვალში მიყრის და ოთახიდან გადის
-სად მიდიხარ?-ვყვირი
-სააბაზანოში-მეორე ოთახიდან ყვირის.
ასეთი ზეინი პირველად ვნახე.
თინეიჯერივით იქცეოდა.
"ისკი არა შენ იქცეოდი თინეიჯერივით" გამომესარჩლა ჩემი მეორე მე.
"არა.ტყუილია" თავი დავიცავი.
"კი როგორ არა.ნეტავ პირი ვინ გააღო?"
"მოკეტე"
თავი გავაქნიე.
თვალები დავხუჭე,რომ დამეძინა,მაგრამ ტკივილმა საშუალება არ მომცა.
მუცელზე ხელი დავიდე.ბლანტი სითხე ვიგრძენი თითებზე.შეშინებულმა ხელებზე დავიხედე,სისხლიანი მქონდა.
ყველაფერი მგზავრობის ბრალია.
საწოლიდან ვიწევი და ვდილობ წამოვდგე
-რას აკეთებ?-ოთახში წელს ზემოთ შიშველი ზეინი შემოდის
-სისხლი მომდის ჭრილობიდან-ვიჭყანები
-ჯანდაბა,რატომ არ დამიძახე?-მსაყვედურობს და რაღაც ყუთს იღებს.სავარაუდოდ სამედიცინო დახმარების ყუთია
-ყველაფერზე შენ ხომ არ დაგიძახებ-ვოხრავ და თავს ბალიშზე ვასვენებ
-იცი რომ,როცა ადგებოდი შეიძლებოდა სისხლისგან დაცლილიყავი?-ზედას მიწევს
-არ ვიცოდი
-რათქმაუნდა არ იცოდი-თვალებს ატრიალებს
-რაა?-თავს მაღლა ვწევ და გაბრაზებული ვაჩერდები.
ჰგონია რომ სულელი ვარ?
-დაწექი-თავს უკან მაბრუნებინებს.
ჭრილობას ასუფთავებს და ახალ საფენს ადებს.
-მაისური უნდა გამოიცვალო,სისხლიანია-ფეხზე დგება და ყუთს თავის ადგილზე აბრუნებს
-სხვა ტანსაცმელი მააქვს?
-არა,მაგრამ სანამ მოვიტან შეგიძლია ჩემით ისარგებლო-ჩანთას ხსნის და შავი მაისური ამოაქვს
-მადლობა-მაისურს ვართმევ.
ვუყურებ,მაინტერესებს როდაის მიხვდება,რომ ოთახიდან გავიდეს.-არ გახვალ?-ვახველებ
-სერიოზულად?-იღიმის
-ხო ზეინ,სერიოზულად-თვალებს ვატრიალებ.
ოხრავს და ოთახიდან გადის.
ოდნავ ვიწევი საწოლიდან და ვცდილობ მაისურის გახდას,მაგრამ არ გამომდის.
მაღლა ავწევ თუარა ხელს ჭრილობა მტკივდება.
ჯანდაბა,ისევ მისი დახმარება მჭირდება
-ზეიინ
-ჩაიცვი?-ოთახში შემოდის
-არაა,ვერა-ვოხრავ.
ეცინება და ჩემთან მოდის
-რამის გაკეთება მაინც შეგიძლია შენით?
-აჰაჰ,ძალიან სასაცილოა-ვუბღვერ.
ზედის გახდაში მეხმარება.
ჯანდაბა,ახლა ნახევრად შიშველს უნდა მიყუროს?
-სწრაფად დამეხმარე,რომ ჩავიცვა-ვუბღვერ.იღიმის და მაისურს მაცმევს
-კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ მის მარტეს?
-არა,გმადლობთ მისტერ მალიკ-ვეჭყანები.
- - - - - - - - - -
-რას აკეთებ?
-გგონია იატაკზე დავიძინებ?-ზედას იხდის და საწოლზე წვება.
ვერ ვიტან.
რაცშეიძლება კიდისკენ ვიწევ
-ფრთხილად არ გადავარდე-ფხუკუნის ხმა მესმის
-ნუ ნერვიულობ-თვალებს ვატრიალებ.

LaylaWhere stories live. Discover now