Chapter 6

273 18 0
                                    

Chapter 6:
-ლაილა-მონოტონურად ჩამესმის ხმა-გაიღვიძე,უკვე პარიზში ვართ
-ნუ მანჯღრევ,მღვიძავს უკვე-მის ხელს ვიცილებ და ვდგები.
თვითფრინავიდან ჩავდივარ და ზეინს მივყვები
-შენს ბარგს შენთვითონ ატარებ-ხელში მაჩეჩებს უზარმაზარ ჩანთას
-დიდი მადლობა.ძალიან თავაზიანი ბრძანდებით მისტერ-თვალებს ვატრიალებ და უკან მივყვები.
ზეინი ტაქსს აჩერებს.
-ისევ სასტუმრო?-ვოხრავ
-არა-მოკლედ მიჭრის.
დიდებულია.ძველი ზეინი დაბრუნდა,უხეში და უხასიათო.
მანქანა ერთ დიდ სახლთან ჩერდება.
ზეინი ტაქსის მძღოლს ფულს აწვდის და ორივენი მანქანიდან გადმოვდივართ.
საბარგულიდან ჩემთვის განკუთვნილი ჩანთა გადმომაქვს და სახლის ეზოში შევდივარ.
ასეთი მდიდრული სახლი ჯერ არ მინახავს.
-ვისი სახლია?-მდიდრულ სახლს თავიდან ბოლომდე ვათვალიერებ
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ვისი სახლია?!-კარს აღებს და შიგნით შედის
-შეგიძლია ნორმალურად გამცე პასუხი?ყელში ამოვიდა შენი სიუხეშე-ხმას ვუწევ და ბარგს სახლში შესვლისთანავე ძირს ვაგდებ.
მისი ხასიათის ცვლილება ყელში ამოვიდა უკვე
-არ გეჩვენება,რომ ზედმეტი მოგდის?-წარბებს კრავს და გაბრაზებული მაჩერდება
-არა-ვუღრენ
-ტონს ნუ უწევ ჩემთან-მიახლოვდება
-არ ვუწევ
-ნუ ყვირი-ლარნაკს ხელს კრავს და ამსხვრევს
-არ ვყვირი-წარბებს ვკრავ
-არანაირი კითხვები და არანაირი ხმის ტონის ცვლილება.გასაგებია?-საჩვენებელ თითს წინ წევს.
კბილებს ერთმანეთს ვაჭერ,რომ რამე სისულელე არ წამომცდეს.
ბარგს ხელს ვავლებ და მაღლა ავდივარ.
პირველივე შემხვედრ კარს ვაღებ და შიგნით შევდივარ
-პირველ ოთახში არ შეხვიდე.ჩემია-დაბლიდან ყვირის ზეინი.
რა?
ამდენი ოთახებიდან როგორ მოვახერხე ზეინის ოთახში შესვლა?
მაოცებს საკუთარი თავი.
რატომ ვარ ასეთი უიღბლო?
ბარგს ხელს ვკიდებ და მოპირდდაპირე ოთახში შევდივარ
-ლაილა-ისევ ეს მომაბეზრებელი ხმა
-რა ზეინ?ესეც შენი ოთახია?-მოთმინება დაკარგული ვყვირი.
-ნუ ყვირი.აქ ვარ-კარს აღებს-ეს ოთახი არაკომფორტულია.ჩემი ოთახის გვერდით რომ ოთახია იქ შედი-კარს ცილდება და სავარაუდოდ დაბლა ჩადის.
ისევ ვკიდებ ჩანთას ხელს და იმ ოთახში შევდივარ,რომელიც ზეინმა მირჩია.
მართლაც ეს უფრო კომფორტულად გამოიყურება.
კარს ვხურავ და საწოლზე ვწვები.
თვალს ვხუჭავ თუარა მაშინვე მეძინება
-   -   -    -    -    -    -    -    -    - 
თვალებს ვახელ,ვიზმორები და საწოლიდან ვდგები.
სააბაზანოში შევდივარ,ხელ-პირს ვიბან და ოთახში ვბრუნდები.
ჩანთს ვხსნი და იქიდან მთლიანი,მოკლე,ჯინსის კაბა ამომაქვს.
ვათვალიერებ და საწოლზე ვაგდებ.
შარვალს და ზედას ვიხდი და იქვე ვყრი.
სარკეში ჩემი ჭრილობის შრამებს ვათვალიერებ.
-ლაილა-ოთახში ზეინი შემოდის
-ააააა-ვყვირი-ნუ იყურები-საწოლთან ვიმუხლები და ვდილობ დავიმალო
-არ გიყურებ-იცინის და უკან ბრუნდენა
-რატომ შემოდიხარ დაუკაკუნებლად?-ვუბღვერ.
კაბას სწრაფად ვიცვამ და ქვემოთ დაყრილ ბარგს კალათაში ვყრი,რომელიც სააბაზანოში დევს
-კარზე არასდროს ვაკაკუნებ.შეიძლება შემოვბრუნდე?
-კი შეიძლება-თასმის შეკვრას ვასრულებ და ფეხზე ვდგები
-მაინტერესებდა ლაზანია მოგწონდა თუ არა-იღიმის.
აი ამაზე ვამბობ.
ცოტახნისწინ მიყვიროდა,მეუხეშებოდა,ლარნაკიც კი გატეხა ახლა კი,დგას და იღიმის.
გიჟია ჩვეულებრივი.
-არმიყვარს ლაზანია-ვიმანჭები
-აბა რაგიყვარს?-თვალებს ატრიალებს
-რა გვაქვს?-ვეკითხები
-ლაზანია-იცინის
-სადმე რომ გავიდეთ არ შეიძლება?
-საშიშია-იმანჭება
-კარგი რა-წამწამებს ვაფახულებ
-კარგი-იღიმის-წავიდეთ
-ხო თან ქალაქი დავათვალიეროთ-დიდზე ვიღიმი
-არც იოცნებო-წარბებს მაღლა სწევს
-მაგასაც ვნახავთ-ოთახიდან გავდივარ
-ლაილა
-ჰო
-რაღაც უნდა მოგცე-ჯიბიდან ტელეფონი ამოქვს-ეს გქონდეს ყოველი შემთხვევისთვის
-მადლობა-ტელეფონს ხელში ვიჭერ და ვათვალიერებ
-სოციალური ქსელები დაივიწყე.მხოლოდ მირეკავ მე,მელაპარაკები მე ან მწერ მე-თვალებს ვაფართოვებ-გაიგე?
-კიი-თავს ვუქნევ
-ახლა კი,წავიდეთ-კარს აღებს.
ჯერ მე მითმობს გზას
-სერიოზულად?-ვიცინი და გავდივარ
-თუ ასეთი რეაქცია გექნება მანქანის კარს აღარ გაგიღებ-კარს ხურავს-გზაზე გადი,მე მანქანას გამოვიყვან-თავს ვუქნევ და ეზოდან გავდივარ.
2 წუთიც არ არის გასული,რომ ზეინი მანქანით ჩემს წინ ჩნდება.
-კარს არ გაგიღებ-ჩამოწეული ფანჯრიდან მიმზერს.
კარს ვაღევ და თვალების ტრიალით ვჯდები მანქანაში.

LaylaWhere stories live. Discover now