დაახლოებით 15 წუთის მგზავრობის შემდეგ,მანქანა ჩერდება.
ზეინი კარს აღებს და გადადის.
მანქანას უვლის და ჩემს კარსაც აღებს
-მადლობა-გამოწვდილ ხელზე ვეჭიდები და მანქანიდან გადავდივარ
-არაფრის-იღიმის და მიყურებს.
-ასე რატომ მიყურებ?-ვიცინი
-არ გიყურებ-თვალს მიკრავს.
მან რა ახლა ეს მართკა გააკეთა?
მეფლირტავები ზეინ მალიკ?
წინ მიდის და მეც უკან მივყვები.
ერთ-ერთ რესტორანში შევდივართ.
-რას მიირთმევთ?-ოფიციანტი წიგნაკით ხელში დადგა ჩვენს წინ.
-ლაილა-ზეინმა შემომხედა-შეუკვეთე
-მე მინდა ქათმის ფილე,ბოსტნეულის სალათი,სპაგეტი და სასმელად წითელი ღვინო.დესერტად შოკოლადის ნაყინი-ვიღიმი.
ზეინი მიყურებს და იცინის-რაა?-უდანაშაულოს სახით ვაჩერდები
-კარგი მადა გაქვს-დიდზე იღიმის
-თქვენ რას მიირთმევთ?-ზეინს მიუბრუნდა ოფიციანტი
-სპაგეტს,სასმელად მეც იგივეს-ოფიციანტი იწერს და მიდის.
-ასე ნუ მიყურებ-ვტუქსავ ზეინს
-მაპატიე-იღიმის.
-გპატიობ-მეც ვუღიმი.
10 წუთში შეკვეთა მოაქვთ და მეც მადიანად შევექცევი ჩემს ულუფას
-შენ მართლა აპირებ ამდენი რამის ჭამას?-თვალებგაფართოებული მიმზერს ზეინი
-ხოო-თავს ვუქნევ.
სალათის დამთავრების შემდეგ, ნაყინს ვიდებ წინ და ბოლომდე ვჭამ-ჰუჰ,დავნაყრდი
-რატომ არ მიკვირს?-წარბს წევს ზეინი
-ნუ დამცინი-ვუბღვერ
-ანგარიში თუ შეიძლება-ოფიციანტს ეძახის ზეინი.
ფულის გადახდის შემდეგ,რესტორანს ვტოვებთ.
-ზეინ სახლში არ მინდა.სადმე წავიდეთ-პატარა ბავშვივით დავუწყე ხვეწნა
-ლაილა დიდიხანია გარეთ ვართ.საშიშია.ახლა სახლში წავალთ,საღამოს კი კინოში წაგიყვან-პირობას მაძლევს
-კარგი-ვუღიმი.
ორივენი მანქანაში ვჯდებით
-გზაში მაღაზიასთან გავაჩერებ და რაღაცეები ვიყიდოთ.სახლში არაფერი გვაქვს-თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ
-როგორც ჩანს აქ დიდხანს დავრჩებით არაა?-კითხვა შევაპარე ზეინს.
იმედია ისევ არ გაღიზიანდება და ჩხუბს არ დამიწყებს.
-ერთი კვირა.შემდეგ იტალიაში წავალთ და იქ უკვე ჩემგან გათავისუფლდები
-ანუ ჩემი მცველი იტალიაშია?-ჩავიცინე
-ხოო-ხასიათი ეცვლება-იქიდან შეიძლება სხვა მცველი დაგინიშნონ,ასე რომ შეიძლება მას შემდეგ ვერც ვერასოდეს ვნახოთ ერთმანეთი
-მე არ მინდა სხვა მცველი-დაუფიქრებლად ვროშავ.
ჯანდაბა!
ეს რამ მათქმევინა?
-რა?-გაკვირვებული მაჩერდება ზეინი
-ანუ..იმის თქმა მინდა,რომ სხვას ვერვენდობი
-მე მენდობი?-თვალს ჩემსკენ აპარებს ზეინი
-კი...გენდობი-თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ-შენ ხომ არაერთხელ მიხსენი სიკვდილისაგან-
არაფერს ამბობს.
გზას გაცქერის და ხანდახან გამომხედავს ხოლმე.
-აქ დარჩები თუ გამომყვები?-უეცრად ჩერდება მანქანა
-გამოგყვები-კარს ვაღებ და გადავდივარ.
მე და ზეინი ყველაფერს ვყიდულობთ რაც სახლისთვისაა საჭირო.
-   -   -   -   -   -   -   -   -   -   -   -
სახლში მივედით თუ არა მაღლა,ჩემს ოთახში ავედი და დასვენება გადავწყვიტე.
ბალიშს ვიხუტებ და ჩემს ცხოვრებაზე ფიქრს ვიწყებ.
არ ვიცი რა მოხდება იტალიში ჩასვლის შემდეგ.
მთელი ცხოვრება ხომ არ დამიცავენ არაა?
მეშინია.
მეშინია იმაზე ფიქრი,რომ ერთ დღესაც მობეზრდებათ ჩემი დაცვა და მე ვიღაცის მსხვერპლი გავხდები.
არცკი ვიცი რატომ სურთ ჩემი მოკვლა.
მე ხომ არაფერი დამიშავებია.
რა გააკეთეს ჩემმა მშობლებმა?
რითი გაამწარეს ისინი.
არმინდა მთელი ცხოვრება შიშში გავატარო.
მინდა ისეთი ცხოვრება მქონდეს,როგორიც სხვებს აქვთ.
მეც მინდა ყველას თვალში ერთი ჩვეულებრივი,არავისგან განსხვავებული გოგონა ვიყო ჩვეულებრივი ცხოვრებით.
ძალიან მინდა დაბრუნდეს ის დრო,როცა მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობდი.
მინდა რომ სკოლა დამთავრებული იმ სასწავლებელში ჩავრიცხულიყავი,რომელიც მე მომინდებოდა.
მინდა შეყვარებული მყავდეს,ბევრი მეგობრები.
მინდა მყავდეს ვინმე ვინც ჩემზე იზრუნებს.
მომავალიც ჩვეულებრივი მინდა,ქმართან და შვილებთან ერთად.
მინდა დღესასწაულებზე ვიღაც ჩემი სახლის კარზეც აკაკუნებდეს.
მინდა ვინმეს ღირებულად მივაჩნდე.
მინდა ვინმეს ვუყვარდე.
სიყვარული მინდა.
ოჯახი მინდა.
ბედნიერება მინდა.
მინდა დავტკბე სიცოცხლით.
არმინდა მთელი ჩემი ცხოვრება ვიღაცას ვემალებოდე.
არ ვიმსახურებ ასეთ ცხოვრებას,არავინ იმსახურებს.
-    -    -   -    -    -    -    -    -    -    -
არცკი ვიცი როდის ჩამეძინა.
თვალებს რომ ვახელ უკვე მოსაღამოვებულია.
ფეხზე ვდგები,ტანსაცმელს ვიცვლი და დაბლა ჩავდივარ.
იმედია ზეინს არ დავიწყნია მისი დაპირება
-ზეინ-დაბლა ჩასული ვყვირი-ზეინ სად ხარ?-სამზარეულოში შევდივარ.როცა იქაც ვერ ვპოულობ მისაღებში გავდივარ,არც იქაა.-ზეინ ეს ძალიან ცუდი ხუმრობაა-მაღლა ავდივარ და მისი ოთახის კარზე ვაკაკუნებ-ზეინ-კარს ვხსნი.
სააბაზანოშიც კი შევდივარ,მაგრამ არსად არ არის-ზეინ სად ხარ?-ხმა მიკანკალებს-ზეინ იცოდე თუ მაშინებ ვერ გადამირჩები-ვყვირი.
-რა გაყვირებს?-ზურგსუკან ზეინის ხმას ვცნობ.
ვბრუნდები და წელსზემოთ შიშველ,მთლიან სველ ზეინს ვაჩერდები
-იდიოტი ხარ?-მისკენ მივდივარ და ხელს ვკრავ-სად ჯანდაბაში იყავი?სპეციალურად გააკეთე არა?საზიზღარი ხარ-მკერდე ხელს ვურტყამ
-შეწყვიტე-ხელებს მიკავებს და კედელს მაყუდებს-უკანა ეზოში ვიყავი,აუზში.შენი ძახილის ხმა არ გამიგია
-არ გაგიგია?-ვყვირი გამწარებული
-იცი რომ გული გამიხეთქე?რა აღარ ვიფიქრე-ვსაყვედურობ
-მაინც რა იფიქრე?-მის სახეს ჩემს სახესთან აახლოვებს
-მომშორდი-ვუბღვერ და ვცდილობ მისი სხეული ჩემსას მოვაშორო
-რატომ?-ცბიერად მაჩერდება
-იმიტომ რომ...შენ..შენ სველიხარ-თვალებს ვახამხამებ
-მხოლოდ ამიტომ?-მისი გამონასუნთქი ჰაერი ჩემს სახეზე ეცემა და საოცრად ვხურდები.
არ ვიცი რა მემართება.უბრალოდ როცა ის ჩემთან ასე ახლოსაა,სუნთქვა მეკვრის
-ხოო..მხოლოდ ამიტომ-ვადასტურებ
-კა..
-ზეიინ-ნაილის ნაცნობი ხმა მთელს სახლში ვრცელდება.
ღმერთო მან ამ წამს გადამარჩინა.
-როგორც ჩანს ბიჭები ჩამოვიდნენ-ზეინი მშორდება-ჩადი.მე გამოვიცვლი და შემოგიერთდებით
-ჰეიი-კიბეებზე ჩავდივარ.
ბიჭებს ხელს ვუქნევ და ვუღიმი
-ჰეიი-ისინიც იღიმიან
-ლაილა სველი რატომ ხარ?-ლუი გაკვირვებული მაჩერდება
-მეე?-ჯანდაბა ზეინის ბრალია.
ახლა რით ვიმართლო თავი?
დავიღუპე-ისაა...ზეინი აუზში ბანაობდა..ხოდა მე სამზარეულოში ვიყავი..უფროსწორად მისაღებში და როცა ზეინი შემოვიდა მე შემთხვევით...დავეტაკე-
რა საშინელებაა.შევრცხვი.
-დაეტაკე და ასე დასველდი?-იცინის ჰარი
-ამ..ხოო-ძალით ვიღიმი-წავალ გამოვიცვლი-მაღლა ავდივარ და ზეინს ვეჩეხები
-სულ შენი ბრალია-ვუბღვერ ზეინს და ოთახში შევდივარ.

LaylaWhere stories live. Discover now