მეექვსე თავი

Start from the beginning
                                    

− ახლა კი, სახლში წავიდეთ და ყველაფერი ავღნშნოთ!!- მხიარულად წამოვიძახე და გასასვლელისკენ ედისთან ერთად წავედი.

*ნაილის P.O.V*

ამ წამს უბედნიერესი ვიყავი. ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე ბენდში ვიქნებოდი. სულ მალე, მეყოლება ოთხი საუკეთესო მეგობარი, რომლებთან ერთადაც ძალიან დიდ და მაგარ დროს გავატარებ.

აი დედაჩემიც გამოჩნდა, ისიც ბდნიერია რათქმაუნდა. მასთან მივრბივარ, ძლიერად ვეხუტები და... ეს.. ეს... ბოთლი ისევ ხელში მეჭირა. ის გოგო... მისი ეს საქციელი ძლიან კეთილშობილური იყო და ისე დაემთხვა, რომ თითქოს იცოდა რაღაც კარგი მოხდებოდა. მან გამაბედნიერა, იღბალი მომიტანა, მე კი.. მე კი მადლობაც ვერ გადავუხადე.

უეცრად ვირაცამ ცხვირწინ ხელი ჩამიქნია.

− ჰეი, ნაილ, გამოფხიზლდი, რაზე ფიქრობ?- ჩემი უფროს ძმა იყო, გრეგი.

− არაფერია, უბრალოდ.. დაივიწყე!-ვუთხარი და ჩავეხუტე.

− მაშ გილოცავ, ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, რომ ძალიან პოპულარული გახდები!-მითხრა და გამიღიმა.

მეც გავუღიმე, თან ვცდილობდი იმ ბოთლის რაენაირად დამალვას და თვალებით, კი ყველგან იმ გოგოს ვეძებდი. მინდოდა, ძალიან მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა გამხნევებისთვის, მაგრამ ის არსად ჩანდა.

მე დღეს ორმაგად ბედნიერი ვიყავი. ერთი იმიტომ, რომ მე იქს ფაქტორის სრულუფლებიან მონაწილედ ვითვლებოდი, მეორე კი იმიტომ, რომ იმ გოგოსნაირ კეთილ ადამიანს პირველად შევხვდი. მართალია, მეტჯერ ვეღარასოდეს ვნახავ, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ.

*კეიტის P.O.V.*

რაც იქს ფაქტორი დაიწყო, ჰარის ჩემთვის დრო საერთოდ აღარ აქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამას მოველოდი კიდეც. მართალია ის ყოველ საღამო მიკავშირდება მობილურის დახმარებით, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის საკმარისი.

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now