•1•საიდუმლო ოთახი

2.5K 136 24
                                    

გათენდა თუ არა საშინელი გრძნობა დამეუფლა.თითქოს გულში რაღაც ჩამაწვა.თავს საშინალად ვგრძნობდი და დარწმუნებული ვიყავი რომ დღეს ძალიან ცუდი დღე მექნებოდა.
მთელი ღამე თვალები არ მომიხუჭავს,როცა გარედან ჩიტების ჭიკჭიკის ხმა გავიგე,მხოლოდ მაშინ გავანალიზე რომ გათენდა.
ადგომა არ მინდოდა.საერთოდ არ მინდოდა აქედან წასვლა.ლოგინზე წამოვჯექი და ჩემ ოთახს შევავლე თვალი.ნახატები რომლებიც კედელზე მქონდა ჩამოკიდებული ერთ დროს, გამრალიყვნენ. აღარც ჩემი საყვარელი წიგნები ეწყო თავიანთ ადგილას.ოთახის მეორე მხარე ყუთებით იყო სავსე,რომლებშიც ჩემი ნივთები ეწყო.სარკეს გავხედე,შიგნით ჩემი ანარეკლი დავინახე და დამაჟრიალა.არ მინდოდა აქედან წასვლა!
-ემი ადექი ერთ საათში უნდა გავიდეთ!.-მომესმა კარს იქით ხმა.
მინდოდა მეთქვა გააჯვი თქო მაგრამ უბრალოდ დავაიგნორე მისი ნათქვამი.
ალბათ გაინტერესებთ ასე რატომ მიჭირს აქაურობის დატოვება არა?! ალბათ ფიქრობთ რომ აქ მეგობრების დატოვება მიწევს,ან იქნებ შეყვარებულის,ან საერთოდ ორივესი. თუ ასე ფიქრობთ ცდებით!თან ძალიან.ადამიანებთან ურთიერთობა არასდროს მხიბლავდა.პირიქით!სულ მაღიზიანებდნენ და როცა მათთან კონტაქტი მიწევდა ერთი სული მქონდა ლაყბობას როდის მორჩებოდნენ რომ გამოვქცეულიყავი იქიდან.ვაღიარებ საკმაოდ ანტისოციალური ადამიანი ვარ.ამით არ ვამაყობ მაგრამ რაც არის არის!ვერ შევიცვლები,და სიმართლე რომ გითხრათ არც მინდა რომ შევიცვალო.ან რატომ უნდა მინდოდეს ეს?ყველა ფიქრობს რომ ადამიანებთან კონტაქტი აუცილებელია,მაგრამ მე ეს სისულელედ მიმაჩნია.რა საჭიროა სულ ერთანეთთან ჭორაობა და არაფრის მომცემი დიალოგების გამართვა?! მაშინ როცა შეგიძლია შენ თავთან გაატარო დრო და დატკბე მარტოობით.სიმართლე რომ გითხრათ მარტოობა სულ მიყავრდა.მაშინაც როცა სულ პატარა ვიყავი,მახსოვს სხვადასხვა ადგილებში ვიმალებოდი ხოლმე რომ არავის ვეპოვნე. ჩემი საყვარელი სამალავი კარადა იყო ხოლმე. როცა წამოვიზარდე სამალავად ჩემი ოთახი მექცა.სწორედ ამიტომ მიჭირდა მასთან განშორება.ეს ოთახი თითქოს ჩემი ნაწილი იყო.თითქოს აქედან წასვლით საკუთარ თავს ვკარგავდი..
-ახლავე თუარ ადგები აქ მარტო დაგტოვებთ!-ხმაურიანად შემომიღო კარი დედამ.ისე თქვა თითქოს სწორედ ეგ არ მდომოდა. მინდოდა მეთქვა რომ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი თქო მაგრამ უბრალოდ თავი დავუქნიე,მოვერიდე მასთან კონტაქტს.
ჩემი მშობლები ცუდი ადამიანები არ არიან სხვათაშორის.და ალბათ ანტისოციალური რომ არვიყო კარგი ურთიერთობა მექნებოდა მათთან.მაგრამ რას ვიზამთ,ასეთი ვარ და ადამინებთან კონტაქტს სიკვდილი მირჩევნია.
კიდევ რამდენიმე წუთი ვინებივრე ჩემს საყვარელ ლოგინში,ამჯერად საბოლოოდ.
და მხოლოდ მაშინ ავდექი ლოგინიდან როცა ჩემს ძალით წასაყვანად დედამ კიდევ ერთხელ შემოაღო კარები.რადგან არ მინდოდა რომ შემხედბოდა ამიტომ უხმოდ ავდექი და სააბაზანოში შევედი. კბილები გავიხეხე და სახეზე შევისხი წყალი.ვიფიქრე ბოლოჯერ შევავლებ ჩემ თავს თვალს ამ სააბაზანოში თქო და ჩემს ანარეკლს მივაშტერდი.თავს ლამაზად ვერასდროს აღვიქვამდი,მიუხედავად იმისა რომ ადამიანები ხშირად მეუბნებოდნენ ამას.მაგრამ როგორც სხვა მათ დანარჩენ მონაროშს არც ამას ვაქცევდი ყურადღებას.ალბათ იქიდან რაც მოგიყევით ნარცისი გგონივართ,მაგრამ ასე არ არის.ჩემ თავზე არ ვგიჟდები მაგრამ სხვა ადამიანებზე მეტად ნამდვილად ვაფასებ საკუთარ თავს.დიდად არც გარეგნობას ვანიჭებ მნიშვნელობას.ან რა საჭიროა იმის აღნიშვნა რაც წარმავალია?! რამდენიმე წელში ხომ ყველა დავბერდებით და აღარ გვექნება ადრინდელი ხიბლი.ასე რომ გარეგნობა წარმავალი რამაა და მასზე ყურადღების გამახვილება სისულელედ მიმაჩნია.მაგრამ ამისდა მიუხედავად გეტყვით როგორი ვარ.სარკეში ჩავიხედე და მუცელთან მივიტანე ხელები.დიდ მაიკაში არ მეტყობოდა ის რომ ძალიან გამხდარი ვიყავი.მაისური გადავიძრე და ხელები გადავაჯვარედინე.მენჯის ხვლები ყველაზე მეტად მეტყობოდა,აქამდე არ შემიმჩნევია ასეთი თუ ვიყავი.სახე სარკესთან ახლოს მივიტანე და დაკვირვება დავიწყე. სწორი მოკლე ცხვირი,საშუალო ზომის ტუჩები და ჩაშავბული თავალები მქონდა.მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანი დავიძინებ მაინც ზომბის ვგავარ რატომღაც.მწვანე თვალები საბაზანოს განათებაში რატომღაც ყავისთრად მომრჩვენა.თმები მაღლა ავიწიე და იქიდან გამოვედი.ტანსაცმელი ჩავიცვი,რომელიც წინა დღეს გავამზადე გზაში ჩასაცმელად და ყველაზე დიდ ჩემოდანს მოვკიდე ხელი რომ დაბლა ჩამეტანა.ჩავედი თუარა მაშინვე დედამ გამომართვა ჩემოდანი და გარეთ გაიტანა მანქანაში ჩასადებად.როცა დაბრუნდა ტოსტის ჭამა მაიძულა.მეც ყალბად გავუღიმე და ტოსტი ჩავკბიჩე მის დასანახად,მაგრამ შებრუნდა თუარა გადმოვაფურთხე და გარეთ გავედი. აქაური ეზო სიმართლე რომ ვთქვა არასდროს მომწონდა.პრინციპში გარეთ ძალიან იშვიათად გავდიოდი ხოლმე. ეზოში ჩემი და შევნიშნე.მის აღსაწერსდ ბევრი სიტყვა დამჭირდება.არვიცი ერთი სიტყვით როგორ ავღწერო ეს საშინელი,ამაზრზენი,ყალბი, თავხედი,გაუნათლებელი და გარყვნილი არსება. ადამიანებიდან ალბათ ყველაზე მეტად ის მძულს. ერთმანეთს არაფრით ვგავართ (მადლობა ღმერთს),არც გარეგნულად და მითუმეტეს არც შინაგანი თვისებებით.ის ბავშვობიდანვე ყურადღების ცენტრში იყო და ეს ძალიან მოსწონდა.ყოველთვის უამრავი ხალხი ყავდა გარშემო.ალბათ გაინტერესებთ რატომ?იმიტომ არა რომ ლამაზია ან რამე მსგავსი,უბრალოდ ისეთი ადამიანია თავს ანგელოზად რომ მოგაჩვენებს.ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ანტისოციალურობის სწორედ ჩემი და, კესია. ის იდეალური მაგალითია ისეთი ყალბი არსებების რომლებსაც ადამიანებს ვუწოდებთ.შეუძლია ისეთი როლი მოირგოს როგორიც ჭირდება.მაგალითად მშობლებთან სხვანაირია,ჩემთან სხვანაირი, თავის მეგობრებთან კი საერთოდ გეგონება სხვა ადამიანიაო.ზოგჯერ მიკვირს როგორ არ ერევა ერთმანეთში და როგორ ახერხებს ამდენი ყალბი პიროვნული თვისების მორგებას საჭირო ადამიანთან.
მახსოვს ბავშობიდანვე მადარებდნენ მას.სულ მეუბნებოდნენ რომ მასსავით გახსნილი და თავისუფალი უნდა ვყოფილიყავი.თავიდან ვცდილობდი კიდეც მასნაირი გამხდარიყავი რადგან ყველა ამას მეუბნებოდა.მაგრამ რაც წამოვიზარდე მივხვდი რომ ყალბი ადამიანები ყველაზე მეტად მძულს და მეც ერთ-ერთი მათგანი არასდროს გავხდები.
კარებიდან ორი ნაბიჯი გადავდგი და მწვანე ბალახზე ამოვყავი თავი. დიდი მანქანა სავსე იყო ჩვენი ნივთებით რომელებსაც სულ რამდენიმე საათში ახალ სახლში წაიღებენ. სახლს ცოტა მოვშორდი და ვეცადე გარედან მომეთვარიელებინა.ჩემი ოთახის ფანჯარას მოვკარი თვალი და კიდევ უფრო დავსევდიანდი.
-იმედია იქ ინტერნეტი არის ხო?.-იკითხა მანქანაზე მიყუდებულმა კესიმ.რომელიც ტელეფონში იყურებოდა და თავი ერთხელაც არ აუწევია.
-რა თქმა უნდა იქნება კეს,ის რომ დიდი და ძველი სახლია იმას არნიშნავს რომ ინტერნეტი არ ექნება.-მაშინვე უპასუხა დედამ და თან დარჩენილი ყუთები ჩააწყო მანქანაში.
-და საერთოდ სად იშოვეთ ეგ სახლი არ მესმის.-ისევ თავ აუწევლად თქვა კესიმ.
-დამიჯერე მოგეწონება.-უპასუხა დედამ და ბოლო ყუთი ჩადო მანქანაში.მას მალევე მამაც შეუერთდა და როცა ჩალაგებას საბოლოოდ მორჩნენ ერთმანეთს გაუღიმეს.
-აბა წავედით!-აღტაცებით წამოიძახა მამამ.
მის ნათქვამზე თვალები გადავატრიალე და ყურსასმენები გავიკეთე რომ არც ერთის ხმა არ გამეგო. ჩემი ფლეილისთი ჩავრთე რომელსაც "მაშინ მომისმინე როცა  მათი მოსმენა არ გინდა" ჰქვია. უმეტესად ჩემი საყვარელი სიმღერებია და რამდენიმე ხმაურიანი,ეს იმ შემთხვევისთვის მათი ხმის გადაფარვა თუ გამიძნელდა.
წინა სავარძელზე მოვთავსდი,მუხლებში ჩემი საყვარელი წიგნი და კიდევ დღიური დავიდე და ფანჯრიდნ ბუნებას გავხედე,რომელიც სწრაფად ნაცვლდებოდა ახალ-ახალი ხეებითა და სახლებით.
ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით ჩემს შესახებ. ეს არავინ იცის ასე რომ შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ.დღიური იმისთვის არ მაქვს, რომ მასში ჩემი გრძნობები, ჩემი თავგადასავალი ან რამე მსგავსი დავწერო. ის ჩემი ნიღაბია.უცნაურად ჟღერს არა?ძალიან კარგად ვიცი რომ ყოველ საღამოს როცა მე სააბაზანოში შევდივარ დედა შემოდის და მას კითხულობს.იგივე ხდება კესისთანაც,ერთხელ ფაქტზე წავასწარი,მაგრამ თავი ისე მოვაჩვენე თითქოს ვერ მივხვდი რას აკეთებდა.ალბათ გაინტერესებთ ამას რატომ ვაკეთებ, არა? უმეტესად ჩემხელა ბავშვები ცდილობენ დამალონ ხოლმე დღიურები.საქმე იმაშია რომ ეს დღიური, როგორც ვთქვი ჩემი ნიღაბია,გარანტიაა იმის, რომ ადამიანების ილუზიაში ვიცხოვრო.ამაში იმას ვგულისხმობ რომ დედამ რომ იცოდეს სინამდვილეში რასაც ვგრძნობ სავარაუდოდ ათას თერაპევტთან წამიყვანდა.მაგრამ იმ ტყუილების წყალობით რასაც დღიურში ვწერ გამომდის რომ დედას დავუმალო ის რაც სინამდვილეში ხდება.
გზაში მშობლებს პირი არ გაუჩერებიათ,ათაში ერთხელ კესიც ყვებოდა.რამდენიმე საათის მოსაწყენი მგზავრობის შემდეგ სახლიც გამოჩნდა.ძალიან დიდი და ძველმოდური იყო გარედან.თავიდან ვერ ვიჯერებდი რომ ის მართლა ჩვენ გვეკუთნოდა რადგან არ დაგიმალავთ და ძალიან მომეწონა.შემართებით დავტოვე მანქანა და უზარმაზარი სახლის ეზოში შევაბიჯე.იქაურობა თითქოს ნელ-ნელა ჩემი ნაწილი ხდებოდა.კარი შევაღე და ძველებური მაგრამ მდიდრულად მოწყობილი ოთახები შევნიშნე. ცარიელი ოთახების თვალიერება დავიწყე და ისეთს ვეძებდი,რომელშიც თავს ყველაზე დაცულად ვიგრძნობდი. საბოლოოდ ერთ ოთახს მივადექი. ძალიან დიდი არ ყოფილა მაგრამ მისმა განლაგებამ მომხიბლა რატომღაც.
უეცრად პირველი სართულიდან ხმაური მომესმა.ეს მხოლოდ ერთ რამეს მოასწავლებდა.კესიმ სავარაუდოდ თავისი მეგობრები მოყარა და ახლა ერთ ოთახში უნდა გამოვკეტილიყავი რომ მათთან კონტაქტი არ მქონოდა. რადგან ოთახში არც ავეჯი იყო და შესაბამისად არც არაფერი საინტერესო იქ ყოფნა მომბეზრდა და ვეცადე რაც შემეძლო ჩუმად და შეუმჩნევლად ჩავსულიყავი პირველ სართულზე,რომ დედასთან მეწუწუნა.ყოველთვის როცა კესის ვინმე მოჰყავდა სახლში ძალიან დიდ დისკომფორტს ვგრძნობდი.ვერ ვიტანდი როცა უცხო ადამიანი ჩემს სიახლოვეს იყო.შეიძლება არც გავსულიყავი და პირისპირ არც მენახა ვინ იყო,მაგრამ რატომღაც ეს ფაქტი სულ მაღიზინებდა.
კიბეზე ჩუმად ვაბიჯებდი რომ ჩემი ხმა არავის გაეგო,ბოლომდე არც ვიყავი ჩასული,როცა შევნიშნე რომ კესი და მისი ორი მეგობარი სასტუმრო ოთახში კიბესთან იყვნენ მოკალათებულნი. როგორც ჩანს დედა და მამა წასულან,ეს იქიდან დავასკვენი რომ ლუდს სვამდნენ და ეწეოდნენ. ერთხანს ასე ვიდექი ვფიქრობდი ღირდა თუარა ჩასვლა მაგრამ ბოლოს მაინც ჩავედი. კესიმ ჩვეულებრივსამებრ რაღაც უცენზურო კომენტარი მესროლა,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.გარეთ გამოვედი და დედას მოძებნა ვცადე,არც გარეთ იყვნენ.სავარაუდოდ ავეჯის მოსატანად წავიდნენ და კარგა ხანს არ დაბრუნდებოდნენ.კესისთან და მის მეგობრებთან გაჩერება ერთ სახლში არ შემეძლო ამიტომ გარეთ გამოვედი რომ ეზო დამეთვარიელებინა.ცოტა ხანში ესეც მომბეზრდა და სახლში შევედი.კესი და მისი "კლანი" კიბესთან არ დამხვდა რამაც თავიდან ძალიან გამახარა. მეორე სართულზე ავედი და ჩემს ოთახში შესვლა დავაპირე როცა მტვრევის ხმა გავიგე.
-იდიოტო ცოტა ფრთხილად!-მას კესის ყვირილის ხმა მოყვა.
დიდად არ მაინტერესებდა რა დაამტვრიეს მაგრამ ცარიელ ოთახში ჯდომას მაინც ვამჯობინე მათთან მივსულიყავი. ღია კარებში დავინახე რომ სარკე დაუმსხვრევიათ. თავიდან გამიკვირდა რადგან მთელ სახლში ავეჯი არ იყო და ამ ოთახში სარკე და დიდი კარადა შევნიშნე.
-ჯანდაბა! ახლა ამის ალაგებას არ დავიწყებ,ჩემებს ვეტყვი რომ ასეთი დამხვდა.-თქვა კესიმ და ოთახიდან გამოვიდა.გამოსვლისას მე შემეჩეხა და დამცინავად თქვა.-ამას უყურეთ გვითვალთვალება!-მაღალ ხმაზე გადაიხარხარა და მას მისნაირი ორი იდიოტი გამოყვა.
როცა ოთახი დატოვეს შიგნით შევედი. სარკის ნამტვრევები ძირს ეყარა,მაგრამ მისი ნახევარი ჯერ კიდევ მთელი იყო.ოთახში დიდი ფანჯარა იყო საიდანაც შუქი შემოდიოდა. კარადას მივუახლოვდი. ძველებური იერფერი ქონდა.ჯერ კარებს ხელი გადავუსვი მერე კი შევაღე.შიგნიდან მტვერი გამოვიდა,რომელმაც მთელი ოთახი მოიცვა.შიგნით ტანსაცმელი ეკიდა, სამოცდაათიანების სტილის. ზოგადად ასეთი სტილის ტანსაცმელი ძალიან მომწონდა ამიტომ დამაინტერესა და ერთ-ერთი ჯინსის მოსაცმელი ჩამოვხსენი.მოვიზომე,საკმაოდ დიდი მქონდა,ჩემს პირდაპირ გატეხილ სარკეში ჩავიხედე და კარადას ზურგი ვაქციე.
-ჰმმ...არ ისე ცუდია.-ჩემთვის ვთქვი და კარადისკენ შევბრუნდი.
მაშინვე გავშევშდი.თავლები შიშმა ამივსო.კარადიდან ვიღაც მიყურებდა. ვერ ვმოძრაობდი,თითქოს ენა გადავყლაპე. ჩემს წინ მის სახეს ვხედავდი და ვგრძნობდი როგორ მაშტერდებოდა თვალებში.მაშინვე ვიკივლე და ოთახიდან რაც შემეძლო სწრაფად გამოვიქეცი.
-რა ჯანდაბა გაყვირებს სულ გაგიჟდი?-კესი წამოდგა და გაბრაზებული სახე მიიღო.
-იქქ....იქქქ ვიღაც არის...კარადაში...იქ იყო.... მიყურებდა...
-რეებს ბოდავ?რა მოწიე?.-ირონიულად მითხრა კესიმ.
-შეხედე რა სახე აქვს არამგონია იტყუებოდეს.-კესის მეგობარმა ბიჭმა თქვა რომელიც აქამდე არასდროს მენახა.
-რაღაც იდიოტობას ამბობს ვერ ხედავ?უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა.
-ემი რა დაინახე?.-იმ ბიჭმა მკითხა.
-მე...მე...ის იქ იყო...მისი თვალები დავინახე...
-ვინ?ვინ იყო?-ახლოს მოვიდა და ისე მკითხა.
-არვიცი...მარტო თვალები დავინახე.
-ხომ გითხარი ბოდავს თქო.უბრალოდ დააიგნორე მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს.-თქვა კესიმ.
-მოდი ვნახოთ,იქნებ მართლა დაინახა რამე?!
-მეღადავები ხო?-სერიოზული სახით იკითხა კესიმ.-ვერ ხედავ რო გიჟია? ხალხთან საერთოდ არ აქვს კონტაქტი და ახლა თქვენ რომ დაგინახათ ყურადღების მიქცევა უნდა.
-უბრალოდ გავყვეთ იქნებ სიმართლეს ამბობს?მართლა ვინმე რომ იყოს აქ ჩვენგარდა მერე სად მიდიხარ?ამ სახლში სიკვდილი ნამდვილად არ მინდა.
-კარგი ასე ძალიან თუ გინდა შენ აყევი მე განძრევას არ ვაპირებ.
იმ ბიჭმა ხელი მომკიდა.სრულ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი  შეხების უფლებას არ მივცემდი მაგრამ ისე ვიყავი შეშინებული რომ თითქოს დამამშვიდა კიდეც ამან.
-დამშვიდიდი და უბრალოდ მაჩვენე სად დაინახე კარგი?.-მითხრა და მეც თავი დავუქნიე.მის უკან ვიდექი და ოთახს მივუახლოვდით თუარა შიშმა ამიტაცა.
-ვერ შემოვალ!ისევ იქ რომ იყოს?მე...მე არ შემიძლია ამის კედევ ერთხელ დნახვა!
-უბრალოდ ჩემს უკან იდექი,ნუ შეგეშინდება.-ჯობიდან დანა ამოიღო რამაც უფრო შემაშინა.
ოთახში შევიდა და მეც თან გავყევი,შიშისგან ვკანკალებდი და თვალები მეწვოდა.
-აბა სად დაინახე?მგონი აქ არავინ არ არის.
-ის...კარადაში იყო.
-კარადაში?.-მკითხა მან.კარადას მიუახლივდა და კარი გააღო.მე კი თვალები დავხუჭე რადგან არ მინდოდა ამის კიდევ ერთხელ დანახვა.-აქ არავინაა.-განაცხადა ბიჭმა და მეც თვალები გავახილე.
-შეუძლებელია!აქ იყო.-კარადას მივუახლოვდი და შიგნით შევიხედე. ყველაფერი თავის ადგილზე იყო.მოიცა! ის მოსაცმელიც იქ ეკიდა საიდანაც ჩამოვხსენი არადა გამოქცევისას ძირს დავაგდე!
-ეს მოსაცმელი აქ არ უნდა იყოს!ვიღაცამ ჩამოკიდა,მე ის ძირს დავაგდე.აქ მართლა ვიღაც არის!
-მოსაცმელი?იქნებ უბრალოდ არ გახსოვს,ისეთი სახით გამოიქეცი იქიდან... დარწუნებული ხარ რომ ძირს დააგდე?
-კი.
-ხომ მაგრამ აქ არავინ არ არის.
ეს თქვა თუარა ოთახიდან დააპირა გასვლა მეც კარადას გავხედე და ჩავთვალე რომ ალბათ მომეჩვენა თქო, მაგრამ კედლიდან გამოსული ხელი დავინახე.ჩემსკენ იწევდა...მიახლოვდება....და ყელში მიჭერს......

ჰჰეიი!ეს პირველი თავია,ცოტა უინტერესო მეჩვენა ამიტომ იმედია კითხვისას არ ჩამოგეძინათ:დდდ შემდეგ თავებში უფრო საინტერესო ამბები მოხდება.
აუცილებლად გამაგებინეთ მოგეწონათ თუ არა და ღირს თუარა ამ ისტორიის გაგრძელება.
P.S.ეს ამბავი დაფუძნებულია სიზმარზე რომელიც კარგა ხნის წინ მქონდა და იმის შემდეგ ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ ამიტომ გადავწყვიტე რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა😊❤
იმედია მოგეწონათ.
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიიი

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now