3 (ემილი)

19 3 2
                                    

28 ივლისი

საწოლზე ვზივარ, ფანჯარას ვუყურებ და მინდა, რომ ადრიანასთან გავიქცე, მაგრამ
არ შემიძლია. მინდა, რომ ვიტირო, მაგრამ ვიცი ახლა შესაფერისი დრო არ არის. ფიქრებში გართულს, უეცრად ტელეფონის ხმა ჩამესმის. თავიდან ჩემი ტელეფონი მგონია, მაგრამ ავრორას აღმოჩნდა. ნიტა ურეკავს... ავრორას ვუყურებ, სძინავს. არვიცი, რატომ მაგრამ ვუთიშავ. ისევ ფიქრებში უნდა ჩავფლულიყავი, როდესაც საწოლზე მოძრაობის ხმა მესმის, რაზეც ვხვდები, რომ ავრორას ღვიძავს. ვყოყმანობ, მეშინია მისთვის თვალის გასწორების, მაგრამ ამ ყველაფერს საბოლოოდ ბოლო უნდა მოეღოს. მიყვარს და მისთვის ვიბრძოლებ, შეიძლება ის გაფანტული რვა წელი ვერ ავანაზღაურო, მაგრამ დარჩენილ წლებს გავხდი დასამახსოვრებელს. მისკენ ვტრიალდები და ვეკითხები
-გაიღვიძე?
არვიცი ასეთი სულელური შეკითხვა რატომ
დავუსვი, როდესაც აშკრად ღვიძავს. ავრორა თანხმობის ნიშნად თვალებს ოდნავ ხრის მე კი ვაგრძელებ
-დაკმაყოფილდი?-არ ვაცდი პასუხის გაცემას, რასაც ისედაც არ აპირებდა და პირდაპირ ვაგრძელებ ჩემს სათქმელს.
-თუ დაკმაყოფილდი მაშინ ვილაპარაკოთ- გაბრაზებული ვარ, მაგრამ არა მასზე, არამედ ჩემს თავზე. კაბას ხელს ვკიდებ და ჩაცმას ვიწყებ. მის გვერდით ვჯდები ისევ და ლაპარაკს განვაგრძნობ.
-როდესაც მე წავედი, ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო! ყოველი შემთხვევისთვის მე მაშინ ასე მეგონა. სულ რაღაც რამდენიმე წუთში ჩემი ცხოვრება მოგიყევი, ტრამვები გაგანდე, გითხარი იმ ადამიანებზე, რომლებმაც გამანადგურენ. ის რაც მე გადავიტანე ადვილი გადასატანი არ იყო და არც გთხოვ ამის გაგებას, რადგან არც ხარ ვალდებული. იმ დროს როდესაც მე იქ შენ სახურავზე დაგტოვე, თან ჩემი ნაწილიც შენთან დავტოვე. როდესაც, მე შენ იქ მიგატოვე, მას შემდეგ წუთიც არ გასულა, რომ ეგ გადაწყვეტილება არ მენანოს! მაგრამ მაშინ მე ეს სწორი გადაწყვეტილება მეჩვენებოდა. ცუდად ვიყავი და დახმარება მჭირდებოდა, მე კი არ მინდოდა შენ ჩემს გვერდით ყოფილიყავი. არ მინდოდა შენი ჩათრევა შიგ, იმის მიუხედავად, რომ უკვე ჩათრეული მყავდი და ამას ვერ ვაანალიზებდი. ცხოვრებაში პირველად საკუთარი თავის მოსმენა გადავწყვიტე და ჩემს ცხოვრებაში უდიდესი შეცდომა დავუშვი! შენ მიგატოვე და ვამჯობინე, რომ ყველაფერი ჩემით გადამელახა. მაგრამ ვერ გავიაზრე, რომ ამით საკუთარ თავსაც ვტკენდი და შენც. მე შენ მხიარული გოგონა დაგტოვე ახლა კი შენში ჩემს ძველ თავს ვხედავ. ეს კი ყველაზე მეტად მტკენს! ქალი, რომელიც მიყვარდა იმად ვაქციე რისგანაც მე გავრბოდი. ყველანაირად მესმის შენი და არ გამტყუნებ, რადგან არც არაფერი გჭირს გასამტყუნებელი და არც მე მაქვს არანირი უფლება, რომ განგსაჯო. ყველანაირად მართალი ხარ, რომ ჩემზე ბრაზობ! ჩემს გამო მთელი რვა წელი დავკარგეთ, რადგან იდიოტი ვიყავი და ვერ შევძელი იმ ფაქტის მიღება, რომ საკუთარი თავის პოვნა სხვა ადამიანთან ერთადაც შეიძლებოდა. ახლა კი უფრო კარგად მისმინე! იყავი ჩემზე გაბრაზებული, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, ახლა როცა უკვე გიპოვე, აღარ ვაპირებ წამის დახარჯვასაც და შენთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.  მიყვარხარ ავრორა და ეს სულ ასე იქნება! და ვიცი, რომ ჩემს მიმართ გრძნობები შენც გაქვს....-ვეუბნები და ვჩუმდები. ვგრძნობ კისერში რაღაც როგორ მიჭერს, ვხვდები, რომ ასე თუ გააგრძელა მალე ავტირდები.
-აღარ მაქვს შენს მიმართ გრძნობები. ამას გუშინ საბოლოოდ მივხვდი.
ისე მეუბნება თითქოს არც არაფერი.... ვიცი, რომ მატყუებს.... არვიცი, შეიძლება თავს ვაიმედებ, მაგრამ მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ! არ ვუყვარვარ? თავიდან შემიყვარებს!
-მე ვერ მომატყუებ. და თუნდაც ასე იყოს, არაუშავს, გამოვასწორებთ.-ვდგები, ფეხსაცმელს ხელს ვკიდებ და კარებთან მივდივარ. ვყოყმანობ, მაგრამ მისკენ ვტრიალდები და მთელი ჩემი გულით ვეუბნები.
-არ გტოვებ, აღარასდროს მიგატოვებ... ბოდიში.-კარებს ვაღებ და მივდივარ. ვიცი, რომ დავაგვიანე და თან როგორ ძლიერ, მაგრამ დაგვიანების მიუხედავად, ის მობოდიშებას იმსახურებს.
ტაქს ვაჩერებ და ჩემი სახლის მისამართს ვეუბნები. დღეს პაციენტები მყავს, სახლში მალე უნდა მივიდე, შხაპი მივიღო და გამოვიცვალო. ტელეფონს ვიღებ და ადრიანას ვურეკავ, მაგრამ არ იღებს. ალბათ ისევ ვიღაც გოგოსთან გაათია გუშინ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 12 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

sweet hell (heaven's second part)Where stories live. Discover now