1 (ემილი)

62 5 4
                                    

შევცვალე ეს თავი და გთხოვთ თავიდან წაიკითხოთ ეს თავი🙏🏻❤️

რვა წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ავრორა ვნახე. იმ დროს როდესაც მე ის მივატოვე დაბნეული და გულგატეხილი ვიყავი. არ შემეძლო იქ დარჩენა, იმის მიუხედავად თუ როგორ მიყვარდა... მიყვარს ავრორა. როგორ უნდა მეგრძნო ან როგორ უნდა მეჩუქებინა მისთვის ბედნიერება, როდესაც ჯერ საკუთარი თავიც კი არ მქონდა ნაპოვნი? ვნანობ თუ არა მის მიტოვებას? არა. არ ვნანობ მის მიტოვებას, მე გული იმაზე შემტკივა, რომ მე მას ვავნე, მე მას ვატკინე. საკუთარი თავის პოვნა მჭირდებოდა ამ ყველაფრის შემდეგ. მე რომ დავრჩენილიყავი ეს ორივეს უარესად გაგვანადგურებდა. არ იყო ჩემთვის მარტივი წასვლა და იმ ადამიანის უკან მოტოვება, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდა, თუმცა მაშინ დარჩენა არ შემეძლო... მთელი ამ დროის განმავლობაში ვმოგზაურობდი, ბევრი ადგილი ვნახე და ფაქტიურად ყველა ქვეყნიდან შევიძინე მეგობარი. ყველა ადგილას რამდენიმე თვე ვჩერდებოდი, შემდეგ კი ისევ სხვა ქყვენაში მივდიოდი. როდესაც სადმე ვრჩებოდი ვცდილობდი სამსახური გამომენახა, რაც ძალიან რთული იყო, მითუმეტეს, როდესაც უცხოელი ხარ, თუმცა როგორღაც ვახერხებდი. მოგზაურობის ფულს დეას ანგარიშიდან ვხარჯავდი, რომელიც მან გადმომცა. თავიდან არ მინდოდა, მაგრამ მივხვდი რომ საკუთარ თავზე მეფიქრა აჯობებდა. როცა იუნამ ყველაფერი მომიყვა ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ თავს ვიტყუებდი. მეგონა, რომ იუნა მაშინ ბოდავდა, როდესაც დეას ელაპარაკებოდა. ვერ წარმომედგინა, რომ დეა ასეთ რაღაცას გამიკეთებდა.... როგორც არის ახლა ყველაფერი შეიცვალა. ევა 4 წლის შემდეგ გარდამეცვალა... ჩემთვის ეს მძიმე იყო, ძალიან მიყვარდა ამიტომაც მის სახელზე ჩემი პირველი ტატუ გავიკეთე. ტატუ იაპონიაში გავიკეთე, ევას თათის სურათი მქონდა ამიტომაც მისი თათი დავიხატე. თათის გულზე კი "E" ასო დავაწერეთ. მას შემდეგ ბევრი ტატუ დავიხატე. მოგზაურობიდან მეშვიდე წელს ტაილანდში ჩავედი, სწორედ იქ გავიცანი ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი, ნიტა. დავმეგობრდით და ჩემი მთელი მოგზაურობის მანძილზე პირველად გავჩერდი ერთ ადგილას 6 თვე. ყველაზე მაქსიმუმი სამი თვე იყო ჩემი გაჩერების თუმცა ნიტამ იცის, როგორ დაითანხმოს ადამიანი. 6 თვის შემდეგ კალიფორნიაში დავბრუნდი... იქ სადაც მე და ავრორას ბევრი მოგონება გვაქვს. მისი ნახვა მინდოდა თუმცა ის უკვე დიდი ხანია რაც წასულიყო. ამის შემდეგ მაიამიში წავედი და ბატონი ბენედიქტი ვინახულე. ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა და მთელი ერთი წელი იქ ვცხოვრობდი. არ მინდოდა მისი დატოვება, ერთი წლის თავზე გარდაიცვალა... მისმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ შემაზიზღა თავი, რომ დავტოვე და მთელი რვა წლის განმავლობაში არ დავკონტაქტებივარ... ის ჩემი მეგობარი, მესაიდუმლე და... მამა იყო. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მთხოვა, რომ საკუთარი თავი ბოლომდე მყვარებოდა და წარსული სამუდამოდ გამეშვა ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან ვნანობ იმ გადაწყვეტილებას, რომ მასთან კონტაქტი გავწყვიტე... უკეთესი დაიმსახურა თუმცა მიხარია, რომ მის ბოლო დაბადების დღეზე მაინც ვიყავი მასთან ერთად...
ბევრ რამეზე ვლაპარაკობდით, ბევრი რამ მომიყვა. თურმე ავრორა ხშირად ნახულობდა მას თუმცა ერთი წლის უკან უთქვამს, რომ საცხოვრებლად ტაილანდში გადადიოდა. როდესაც, ეს გავიგე გულში რაღაც ვიგრძენი. მთელი ექვსი თვის განმავლობაში წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ის ჩემს გვერდით იყო. როდესაც წარმოვიდგინე, რომ შეიძლება უბრალოდ ქუჩაში შევხვედროდი, მივხვდი რა სიგიჟემდე მენატრებოდა. ბენედიქტის სიკვდილის შემდეგ ტაილანდში დავბრუნდი თუმცა ამჯერად საცხოვრებლად. მუშაობა ფსიქოლოგად დავიწყე და საკმაოდ კარგადაც მიმდის საქმე. მართალია რთული იყო მუშაობის დაწყება, თუმცა ნიტას დახმარებით ეს მოვახერხე. დღემდე აქ ვცხოვრობ, იმ იმედით, რომ მას ერთ დღეს ისევ ვნახავ.

sweet hell (heaven's second part)Where stories live. Discover now