2 (ემილი)

72 6 5
                                    

26 ივლისი

სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ავრორა ვნახე. რვა წლის შემდეგ პირველად დავინახე მისი სახე, საბოლოოდ, ძიების შემდეგ, როგორც იქნა მე ის ვიპოვე, მაგრამ.... მგონი ძალიან დამაგვიანდა..
მეცინება ჩემს ფიქრებზე...
-რა სულელი ხარ ემილი! რათქმაუნდა არ დაგიცდიდა-სიცილს ვერ ვიკავებ-შენ მთელი დედააფეთქებული რვა წელი დააგვიანე! რას ელოდებოდი? მკლავებში ჩაგივარდებოდა და კოცნას დაგიწყებდა თუ სიხარულისგან იტირებდა?-საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ და ვხედავ რა საცოდავიც ვარ-საცოდავი ხარ ემილი!
მოსაცმელს ხელს ვავლებ და სახლიდან გავდივარ. ქუჩებს ჩავუყვები და ყველა გამვლელი ჩემს ნერვებზე მოქმედებს, ერთადერთი რაც მაწყნარებს, ის არის, რომ ავრორას ნახვის კიდევ ერთი შანსი მაქვს. როდესაც როგორც იქნა იმ კაფეს ვაღწევ სადაც მე, ნიტა და მეგობრები ვიკრიბებით რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ, როდესაც ვხვდები, რომ უკვე მშვიდად ვარ და თავი ხელში მყავს აყვანილი კარებს ვაღებ და კაფეში შევდივარ.
-ჰეიი! ემილიი!-ნიტა ხალისიანად მიქნევს ხელს, მაგრამ ახლა ის ყველაზე მეტად მოქმედებს ჩემს ნერვებზე! თუმცა ყველანაირად ვცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას.
-ჰეიი ნიტაა-ღიმილით ვეუბნები და ვეხვევი
-დღეს რაღაც ძალიან ბედნიერი ხარ-მეუბნება ადრიანა და თვალს მიკრავს
-დღეს განსაკუთრებული დღეა-თვალს ვუკრავ მეც და ერთმანეთს შეუმჩნევლად ვუღიმით
-ემილი სანამ მოხვიდოდი ჩვენ ავრორას დაპატიჟებაზე ვფიქრობდით... იმედია წინააღმდეგი არ ხარ?
-არა!-რათქმაუნდა არ ვარ წინააღმდეგი!-წამოვიდეს რა პრობლემაა!
-კარგი, მაშინ დავურეკოთ-ტელეფონს იღებს და მის ნომერს არც კი ეძებს. ბოლოს ისედაც მასთან ჰქონდა დანარეკი.
ნერვებისგან თვალებს ვატრიალებ და ადრიანას ვუყურებ. თვალებით მანიშნებს, რომ დავმშვიდდე. დამრჩენია კი სხვა გამოსავალი?
-გისმენ?-პასუხობს ავრორა და იქვე ვშეშდდები.
-ავრორა ხვალ კლუბში მივდივართ მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი და გაგვიხარდებოდა თუ შენც ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი-სხვების არ ვიცი და მე კი ნამდვილად გამიხარდება მისი ნახვა!
-არვიცი...-ვშიშობ მის ამ პასუხში ბრალი მე მიმიძღვის...
-კარგი, მოიფიქრე და დამირეკე-დამწუხრებული ეუბნება ნიტა
-კარგი-მხოლოდ ეს თქვა და გათიშა.
-შენი მეგობარი ძალიან დეპრესიულია-დაინტერესებული ეუბნება ადენილა. მას ყოველთვის აინტერესებდა, მსგავსი ტიპაჟის ადამიანები. ჩაკეტილები და დეპრესიულები. ფიქრობს, რომ მიმზიდველია.
-ჰოო, ეს ძალიან გრძელი ამბავია-დამწუხრებით ამბობს ნიტა-ასე ვიღაცის გამოა...
მისი ამის თქმა და ჩემი გაშეშება ერთი იყო. მე და ადრიანა ერთმანეთს დაძაბული ვუყურებთ, ადელინა კი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არაფერზე ინტერესით უსმენს ნიტას
-ადრე ვიღაც მოსწონდა... მან კი მიატოვა ისე თითქოს არც არაფერი იყო. როდესაც მას პირველად შევხვდი, ისეთი განადგურებული იყო... მინდა, რომ როგორმე ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო. მართალია ის ვიღაც ძალიან დიდი ხანია დაივიწყა, მაგრამ ახლა სამაგიეროდ სხვებისთვის გულის გაღება და ნდობის გამოჩენა უჭირს...
მეტი აღარაფერი მომისმენია... ისიც საკმარისი იყო, როდესაც თქვა, რომ დიდი ხნის წინ დამივიწყა... აღარაფერი მესმის, ვეღარაფერს ვხედავ მხოლოდ ის მიტრიალებს თავში თუ როგორ ძლიერ დამაგვიანდა.... ხელის შეხებას ვგრძნობ, თუმცა არ ვრეაგირებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ადრიანაა. სადღაც მივყავარ... ნელ-ნელა როდესაც გონს მოვდივარ და შოკიდან გამოვდივარ, გარეთ ქუჩაში სკამზე ვზივართ. ადრიანა გვერდით მიზის და თან ხელში წყლის ბოთლი უჭირავს. არაფერს ვეკითხები, რადგან ეს არცაა საჭირო. ვიცი, რომ ამ სიტუაციიდან უჩუმრად გამომიყვანდა, დარწმუნებული ვარ ისეთ რაღაცას იტყოდა, რომ ეჭვი არავის გასჩენოდა ჩემს მდგომარეობაზე.
-წყალს დალევ თუ სახეზე შეგასხა?-ღიმილით მეუბნება და მეც მეღიმება
-აჯობებს დავლიო, რადგან არ მინდა მაკიაჟი გამიფუჭდეს-ბოთლს ვართმევ და თავსახურს ვხსნი
-არ უნდა დანებდე ემ-ჩვენს წინ მიმავალ ხალხს ვუყურებთ
-მაგრამ მან ხომ დამივიწყა
-შენ რა მართლა გჯერავს ნიტას?
-ის მასთან ოთხი წელი იყო!
-მეამიტი ხარ!
-ეგ რა შუაშია?!
-მან გითხრა, რომ ჯერ კიდევ სიგიჟემდე უყვარხარ, ხოდა რატო უჯერებ ნიტას სიტყვებს?!-ეს სახე აქამდეც მინახავს და ის არასოდეს შემცდარა.-ეგ გოგო გიყვარს! ხოდა მისთვის იბრძოლე! თუ კიდევ აპირებ გაქცევას?-მწარე სარკაზმი აქვს.-თუ ტირილს აპირებ, როგორც ამას ყოველღამე აკეთებ? ტიპიური ემილი!-ჩემს ხმას იღებს და სარკაზმით დამცინის-"ად აღარ შემიძლია! მე ის ძალიან მენატრება!"-ახლა ტირილის იმიტაციას აკეთებს რაზეც მეცინება და საბოლოოდ ამ საუბარს სიცილით ვამთავრებთ
-მიყვარხარ ად!
-დამიმტკიცე!
მე და ადრიანა ნიტას ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდით და მაგ დღიდან მოყოლებული განუყოფლები ვართ. ჩემზე ყველა დეტალი იცის, ყველა წვრილმანი. მე ხალხს ვეხმარები ის კი მე მეხმარება.
პარკში წავედით და ცოტა ხნით იქ ვისეირნეთ, შემდეგ კი სახლამდე მიმაცილა და ერთმანეთს მანდ დავემშვიდობეთ. დაღლილმა საწოლზე დავვარდი, როგორც კი სახლში შევედი. ცოტა ხნით საწოლზე ვიყავი დაწოლილი, შემდეგ ავდექი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. სახე დავიბანე და მთელი ღამის რიტუნა შუადღეზე გავაკეთე, რადგან ახლა ძილის მეტი არაფერი მინდოდა. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა, არ ვიცოდი რომლისთვის მომესმინა, ამიტომაც საბოლოოდ გადავწყვიტე ეს ყველა ფიქრი ძილით დამედუმებინა. სააბაზანოდან გამოვედი და საწოლში ჩავწექი, გვერდიდა პატარა მაგიდიდან ძილის აბები ავიღე და ორი ტაბლეტი დავლიე. როგორც ყოველთვის ის მშველოდა ასეთ კრიტიკულ მომენტებში. თავს ბალიშზე ვდებ და ძილისთვის ვემზადები, თუმცა მეეჭვება კომფორტული ძილი მქონდეს.

sweet hell (heaven's second part)Where stories live. Discover now