{12}

364 48 16
                                    

ჯიმინი მთელი გზა მანქანაში მოუსვენრობისგან ბორგავს, როცა გვერდიდან მწველ მზერას, ხოლო თეძოზე ძლიერად ჩაფრენილ ხელს გრძნობს, რომელიც მუხლიდან ნელა მიიწევს მაღლა და თითებს აღმაგზნებლად უჭერს უბესთან. ჯიმინს სუნთქვა ეკვრის და ლამის იხრჩობა, როცა ჯონგუკი მისკენ იხრება, მის ცხელ სუნთქვას კისერზე ახვევს და ყურთან ხმადაბლა, თითქმის გაუგებრად ჩურჩულებს

-ჩემს გარდა კიდევ ვინმესთან გქონია ეს? -ჯიმინი მაშინვე მისგან მოშორებით იწევს და კითხვას უპასუხოდ ტოვებს. თვალის კუთხიდან კი ხედავს ჯონგუკის კმაყოფილ და მხიარულ განწყობას. როგორც ჩანს ჯონგუკი სულაც არ არის აღელვებული იმ სიგიჟის გამო, რაც მათ თავს ტრიალებს.

მანქანა, როგორც კი ჩერდება ჯონგუკი ტაქსისტს ფულს აწვდის, ხურდას არ ელოდება ისე ავლებს ჯიმინს ხელს მაჯაში და სასტუმროში სწრაფი ნაბიჯებით შედის. ჯიმინი უკვე ცახცახს იწყებს სიცივისგან და ნერვიულობისგან, რომ შეიძლება ეს ხვალვე ინანოს, როცა ხედავს ჯონგუკი როგორ მონდომებით იღებს სასტუმროს ნომერს მათთვის. ის თითქმის ყურაბამდე იღიმის, როცა ლიპტისკენ დიდი ნაბიჯებით მიიწევს, სადაც ჯიმინი ელოდება.

ჯიმინი თავს დაკარგულად გრძნობს. მას ჯერ კიდევ ეხვევა თავბრუ და ალკოჰოლიც მის სხეულში ტოქსიკურადაა გაჟღენთილი, თუმცა მისგან განსხვავებით ჯონგუკი თითქოს ბოლომდე გამოაფხიზლა სიტუაციამ. მას მხოლოდ ოდნავ აწითლებული თვალები ამცნობს, რომ ისიც საკმარისადაა ნასვამი. თუმცა ამის მიუხედავად, ის გამართულად მეტყველებს და წონასწორობის აბსოლიტური დაცვით გადაადგილდება.

-წესით ნომერი მოგეწონება. საკმაოდ ძვირი გადავიხადე. არ მინდა იფიქრო, რომ შესაბამისად არ გექცევი. -ჯონგუკი მხიარულად უკრავს თვალს და ოთახის კარს ხსნის. -სადაც საკმაოდ თბილა და ჯიმინი კმაყოფილი ისუნთქავს ოთახის თბილ და სასიამოვნო არომატს. მათი კოტეჯი უკვე ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით იყო გაჟღენტილი. აქ კი სასიამოვნო სუნია. ჯიმინს უნდა ამ რბილ უზარმაზარ საწოლში გაეხვიოს და დაიძინოს. მაგრამ იცის, რომ ახლა ამას ვერ გააკეთებს. ის მაშინვე გრძნობს ხელებს თეძოების გარშემო. ჯონგუკი სახეს მის მხარზე ასვენებს და თითებით შარვლის ღილებს წვდება.

Catch me if you can Where stories live. Discover now