[6]

512 70 31
                                    

~ჰელოუუ?? 👀

**********

გონების რაღაც ნაწილი მეუბნებოდა, რომ ჯიმინი მართალი იყო და რომ უკვე შორს წავედი ჩემი საქციელით. მაგრამ რატომღაც ჩემი სხეული იმ ნაწილს ეთანხმებოდა, რომელიც თვლიდა, რომ პირიქით უფრო მეტად უნდა მივწოლოდი.

სასტიკი სურვილებისგან შეპყრობილი აზრზე ცხელმა ყავამ მომიყვანა, რომელიც ჩემს სხეულს სანამ გავიაზრებდი მანამდე ცეცხლივით მოედო. ეს მართლაც საშინლად მტკივნეული რამ იყო. თუმცა არა იმდენად, რომ მოვეკალი.

მინდოდა ამისთვის ჯიმინი ადგილზევე მიმეხრჩო. უფრო მეტად იმის გამო, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდო. ასე გარეთ, რომ გავსულიყავი ყველა იფიქრებდა, რომ შეშლილები ვიყავით და მათი პატივისცემა სადღაც ტრაკისკენ გაექანებოდა. გაუაზრებელად პერანგს დავეტაკე და ყველა ღილი ავაწყვიტე უკლებლივ. ტკივილზე მეტად ჯიმინის გამაღიზიანებელ კისკისს გამოვყავდი მწყობრიდან. თურმე მასაც არანაკლებად სიამოვნებდა ჩემი წამება. ტყუილად მოაქვს თავი წმინდანად, როცა ასე სასტიკად შეუძლია მომექცეს, შემდეგ კი უბრალოდ დადგეს, სანახაობას უყუროს და იცინოს.

ათასი აზრი მომივიდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გადავუხდი ამ საქციელისთვის სათანადო სამაგიეროს. თუმცა არა ახლა და არა დღეს. ისედაც დიდი დრო გავატარე აქ. ალბათ მამა უკვე დამიწყებდა ძებნას. ძირს დაგდებულ დაგლეჯილ პერანგს ხელი დავტაცე და აბაზანაში შესვლამდე ჯიმინს დავემუქრე, რომ ამისთვის სამაგიეროს გადავუხდდი.

დამწვარ ადგილებზე სველი, ცივი  პირსახოცები დავილაგე, რომელიც მის აბაზანაში ვიპოვე. ჯიმინის საპნის სუნად ვყარდი სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა. ახლა საკუთარი სუნიც კი ჯიმინს გამახსენებდა. ამ პარაზიტს თავიდან ვერასდროს ვიგდებდი. ასისტენს გადავურეკე და სათადარიგო პერანგის მოტანა დავავალე. რომელსაც მუდამ კარადაში ვტოვებ ყოველი შემთხვევისთვის. მანამდე კი არეული თმა შევისწორე.

Catch me if you can Where stories live. Discover now