[4]

608 70 14
                                    

ჯონგუკის მუქარით სავსე სიტყვებმა ჩემში იმდენი ამოუცნობი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო ემოცია აღძრა ვეღარ ვიგებდი ყველაზე მეტად რომელი უფრო სჭარბობდა.

ჩვენი დიალოგი ნამდვილი სიგიჟე იყო. ვინმეს ჩვენთვის, რომ მოესმინა სავარაუდოდ ან ორივე ციხეში აღმოვჩნდებოდით, სადაც შემაკავებელ ორდერს  გამოგვიწერდნენ, რომ ერთმანეთს  200 კილომეტრ რადიუსშიც კი აღარ მივახლოებოდით ან კიდევ საგიჟეში გვიკრავდნენ თავს. 

თავი ვეღარ შევიკავე და ჩემდა გასაკვირად გიჟივით სიცილი ავტეხე. ვეღარ ვწყნარდებოდი. ჯონგუკს ჯერ კიდევ მჭიდროდ ეჭირა ჩემი პიჯაკი მუჭებში მოქცეული და კედელზე მაკრავდა. მის მოკუჭულ ჰალსტუხს ხელი გავუშვი.

ჩემს სიცილზე სახიდან ბრაზი წამებში წაეშალა და გაურკვევლობა გამოესახა. ალბათ ფიქრობდა, რომ გავგიჟდი, თუმცა ეს მართლაც ასეა. მის გვერდით კონტროლს ვკარგავ. ეს ბიჭი დღითიდღე მაგიჟებს თავისი გამოხტომებით.

ხელი როგორც კი გამიშვა გვერდი ავუარე და სიცილით დავტოვე მარტოდ დაბნეული. ლიფტში კი იმაზე ვაგრძელებდი სიცილს თუ როგორი სახით მიყურებდა წამოსვლამდე. ჯონ ჯონგუკი ცხოვრებაში პირველად ერთდროულად დაბნეული და შეშინებული ჩანდა.

ნეტა დღეიდან სულ ასე ხომ არ მოვქცეულიყავი? მეჩვენებინა მისთვის როგორი არაპროგნოზირებადი ვარ. იქნებ ასე მაინც დაენებებინა ჩემთვის თავი.

ეზოში მამა მანქანაში მელოდა მძღოლთან ერთად. რომ დამინახა სახეზე უკმაყოფილება გამოესახა. ალბათ ეგონა, რომ მე და ჯონგუკი სასიამოვნოდ ვსაუბრობდით და ახლა ნამდვილი მეგობრებივით ხელიხელ გადახვეულები ჩამოვიდოდით. მის ოცნებებზე მსუბუქად ჩამეცინა.

-რაზე ისაუბრეთ? არ დააყოვნა და როგორც კი მანქანაში დავჯექი მაშინვე მკითხა რაც აინტერესებდა.

-ისეთზე არაფერზე რაზეც აქამდე არ გვიასუბრია.. მხრები ავიჩეჩე.

Catch me if you can जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें