[11]

437 53 18
                                    

(მაპატიეთ ამდენი ხანი, რომ დავაგვიანე. 🥹
ჯონგუკის სოლო აქტივობების გამო აგონიაში ვიყავი ;დდდ)

კარადაში მყოფი ჯონგუკი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ ცხოვრებაში პირველად მოუსმინა ჯიმინს. მას შემდეგ კი 5 წუთიც არაა გასული და ის უკვე საშინლად ნანობს ამას. ნანობს, რომ ჯიმინის ტანსაცმელებს შორის მდგომი უსმენს მათ საუბარს, როგორც სტალკერი და ჩუმად აკვირდება კარადის ნაპრალიდან როგორ ეკრობა თეჰიონი გულმხურვალედ "მონატრებულ" მეგობარს.

-სად იყავი აქამდე? რატომ არ აღებდი კარს? მეგონა ცუდად იყავი. ყველაფერი რიგზეა?

-უბრალოდ მეძინა. -ჯონგუკს ტუჩის კუთხეები უტყდება მოწოლილი ღიმილის სურვილისგან და თავს კმაყოფილი აქნევს. ცბიერი მელა. როგორ კარგად იტყუება. საკუთარი საუკეთესო მეგობარიც კი გააცურა.

-სიმართლე მითხარი რამე მოხდა გუშინ? ჯონგუკის გამო დარჩი არა სახლში?

-ჯონგუკი არაფერ შუაშია. -ჯონგუკს კმაყოფილებისგან ისევ ეღიმება. მან ხომ იცის. ზუსტად იცის, რომ გუშინდელი ღამის გამო თქვა უარი ჯიმინმა გართობაზე და მოსწონს ფაქტი, რომ ის ამის შესახებ ამჯერად არაფერს ეუბნება მის ყურმოჭრილ მონას. თორემ თეჰიონი მაშინვე დაიწყებდა კბენას, როგორც წინა შემთხვევებში აკეთებდა. ის შეეცდებოდა ჯიმინი დაეცვა და ამისთვის თუ დასჭირდებოდა მის ოთახშიც კი გადმოცხოვრდებოდა. ამის გაფიქრება კი უსიამოვნებას იწვევდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ თეჰიონი ბისექსუალია.

-ჯიმინ მე შენი მეგობარი ვარ. იცოდე არაფერი დამიმალო. -თეჰიონმა გრძელი თითები მესაკუთრედ მოხვია მხრებზე და თვალებში ღრმად ჩახედა. ჯონგუკმა კი სახე გააბრუნა და ტუჩები ზიზღით ასწია. როგორ ვერ იტანს მისნაირებს, რომლებიც პატარა ბავშვებივით აკონტროლებენ თავინთ მეგობრებს. ის დარწმუნებულია, რომ თუ მისი რომელიმე მეგობარი ასე მოეფერება ან მიახლოებას გაბედავს აუცილებალად მოსტეხს მათ რომელიმე ძვალს.

Catch me if you can Where stories live. Discover now