|16: FINAL|

1.2K 67 7
                                    

მილეს პოვ:

უკვე 20 წუთი იყო გასული და ჯონქუქი არსად ჩანდა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ კიმების სახლიდან სანაპირომდე მოსვალს მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდება,ჯონქუქი აქ დიდი ხნის წინ უნდა მოსულიყო.

კიდევ ერთხელ ვცადე დარეკვა ჯონქუქთან, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო.

უკვე ნერვიულობას ვიწყებდი,აღარ ვიცოდი რა მექნა. ბოლოს ჯიმინთან წასვლა გადავწყვიტე.

ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი.

ტაქსისში კიდევ რამდენჯერმე ვცადე დარეკვა თუმცა უშედეგოდ.დაახლოებით 10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავი.

მძღოლს ფული გავუწოდე და სწრაფად გადმოვედი.

სახლთან როცა მივედი ზარი რამდენჯერმე დავრეკე. თუმცა პასუხი არ იყო. ბოლო ბრახუნი დავუწყე და კარი თეჰიონმა გამიღო.

-მილე? ღმერთო! კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავეს?-თეჰიონმა სახლში სწრაფად შემათრია და ჩემი თვალიერება დაიწყო.

-რა უნდა მჭირდეს? თეჰიონ რა ხდება?

-შენ არაფერი იცი?

-რა უნდა ვიცოდე?-თეჰიონი დადუმდა-თეჰიონ მიპასუხე! ჯონქუქს დაემართა რაღაც არა?-აფორიაქებული ვეკითხებოდი და თან ვანჯღრევდი.

-მილე,ოთახში შემოდი -მისაღები ოთახიდან ჯიმინი გამოვიდა,დაღლილი სახით და მალევე უკან შებრუნდა.

მეც სწრაფად შევყევი.

-ჯიმინ შენ მაინც მითხარი რა ხდება.-შევევედრე ჯიმინს უკვე დარწმუნებული ვიყავი,რომ ნამდვილად ჯონქუქს შეემთხვა რაღაც.

-დაჯექი, გთხოვ.-ხმამაღლა ამოვიხვნეშე და თეჰიონს გვერდით დავჯექი,ჯიმინის პირისპირ.

ჯიმინს წინ ლეპტოპი ედო და გვერდზე უამრავი საბუთები.

-ახლა მაინც იტყვი?-ჯიმინი ლეპტოპს მოშორდა და სათვალეებიც მოიხსნა.

-მილე,მისმინე ახლა რასაც გეტყვი შეიძლება შენთვის რთული იყოს,მაგრამ გთხოვ საღად იაზროვნე და პანიკაში არ ჩავარდე ახლა მხოლოდ ეს გვჭირდება.-ჯიმინს თავი მსუბუქად დავუქნიე და დაველოდე როდის გააგძელებდა. ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ვხლართავდი და  ქვედა ტუჩს ვკბენდი.- ჯონქუქი და სანჰი ჰანკონის დაჯგუფებამ შეიპყრო. ეს სწორედ ის დაჯგუფებაა,რომელიც ჯეონების კომპანიას დიდი ხნის მანძილზე ემტერებოდა.

JUST FRIENDS? / უბრალოდ მეგობრები? | jjkOn viuen les histories. Descobreix ara