| 9 |

1K 80 24
                                    

ზოგჯერ სწორედ ის ადამიანი გვტკენს გულს,რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს.

_____________________________

-ლინ? გაიღვიძე! უკვე დილაა-ჩემს დას ვაღვიძებ და თან ვანჯღერევ.

-მოიცადე მეძინება.-ამბობს და მეორე მხარეს ბრუნდება.

-კარგი კიდევ ცოტა ხანს იყავი მე საუზმეს მოვამზადებ,კარგი?

-ჰმმ

ქვემოთ ჩავედი და საუზმის მომზადება დავიწყე.ჩვეულებრივ ისეთ სენდვიჩი მოვამზადე მაშინ, რომ ვამზადებდი ჩემს  დასთან ერთად .

სენდვიჩები  თეფშებზე დავაწყვე ,როცა  ტელეფონზე ესემესი მომდის

JEON_JK sent you a new message
____________________________
-მძინარე მზეთუნახავო,გაიღვიძე?

-მე კი გავიღვიძე,მაგრამ აი შენ რომ გღვიძავს ასე ადრე ნამდვილად გასაკვირია.

-შენს გამო.

-გამეცინა.

-კარგი იცინე რამდენიც გინდა,მაგრამ ახლავე მოემზადე სტუდიაში მივდივართ

-ახლა?!?! ჯონქუქ! დილის 10-ის ნახევარია! ამ დროს
ვინ ცეკვავს?

-ყველა ის ვისაც კონკურსში გამარჯვება სურს.აღარ შემეპასუხო.ნახევარ საათში!

End of the conversation

მიუხედავად იმისა რომ კიდევ მინდოდა რაღაცის მიწერა და კარგად გამოლანღვა იმისთვის რომ მშვიდობისმახარობელივით დილის 10 საათზე მაცეკვებს,მაგრამ იყოს ჯანდაბას ჩემი დის გამო მოითმინე მილე,მოითმინე...

-ლინ!!!

-ჰო ჩამოვდივარ-გავხედე ლინს რომელიც პიჟამოს ამარა ჩამოდიოდა კიბეზე.

-მე უკვე ვჭამე მოვემზადები და სადღაც უნდა წავიდე.

-სად?

-ამ...მეგობრებთან გავივლი ...მაინც კვირაა დავისვენებ.-ტყუილი ჩემი საქმე არაა.

-კარგი,თავს გაუფრთხილდი.მე კი ვეცდები სამსახური ვიპოვო.-დაღონდა და სკამზე დაეშვა

JUST FRIENDS? / უბრალოდ მეგობრები? | jjkWhere stories live. Discover now