| 15 |

801 74 10
                                    

-ის ჩემი შეყვარებულია-ეუნვუ ამას მტკიცედ წარმოთქვამს და მისი მეგობრის რეაქციას ელოდება.

სანჰი სიხარულისგან ხტის და ამბობს,რომ მათი ამბავი ძალიან უხარია.

თუმცა მეორე მხრივ გვყავს ჯონქუქი.მაშინვე როგორც კი მან ეუნვუს სიტყვები გაიგონა ძარღვებში სისხლი მოაწვა და კუნთები სიბრაზისგან დაეჭიმა. ის ეჭვიანობდა თანაც იმაზე მეტად ეჭვიანობდა ვიდრე ვინმე ნორმალური.

-მილე,ჯერ კიდე გუშინ სხვა შეყვარებული გყავდა,დღეს კიდევ სხვა?-კბილებში გამოცრა ჯონქუქმა

-ჰო,რას იზამ იმ ნაბიჭვარმა სხვაში გამცვალა და მივხვდი რომ მასზე უკეთესს ვიმსახურებდი-ნიშნის მოგებით გაუღიმა მილემ ჯონქუქს.

-ღმერთო რა საშინელებაა! ეგეთი კაცები არაფერს არ იმსახურებენ!-აღმოხდა სანჰის.

-მართალია,არაფერს-დაეთახნმა მილე.

-აქ რას ვდგავართ ? შემოდით მაგიდას მივუსხდეთ!-სანჰიმ სტუმრები ოთაში შეიყვანა.

ჯონქუქი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ წასვლას აპირებდა ახლა უყოყმანოდ შემობრუნდა და მის წინ მიმავალ წყვილს გაყვა. აბა მარტო ხო არ დატოვებდა?

  სანჰის მშობლებმა როცა ეუნვუს ამბავი გაიგეს გაუხარდათ და ბედნიერება უსურვეს. თუმცა ბატონი ჯეონი მიხვდა რაც ხდებოდა და ამ ამბით კმაყოფილი ნამდვილად არ იყო.

მაგიდის თავში ბატონი ჯეონი დაჯდა,მისგან მარცხნივ დონსგუ ,ხოლო მარჯვენ სოჯინი.  დონგსუს გვედით ადგილი ჯონქუქმა და სანჰიმ დაიკავეს მათ მოპირდაპირედ კი ეუნვუმ და მილემ.

მილეს სახე პირდაპირ უსწროდება ჯონქუქისას რაც საშინლად სიამოვნებდა. სიამოვნებდა მისი ეჭვიანობა ამით ხვდებოდა,რომ ჯონქუქი ერთ დროს მაინც გრძნობდა რამეს მილესადმი.

ვახშმობა დაიწყეს, უფროსები თავინთში ლაპარაკობდნენ კომპანიის ამბებზე და სხვადასხვა პარტნიორებს განიხილავდნენ ახალი ბიზნესის წარმოსაწყებლად.

JUST FRIENDS? / უბრალოდ მეგობრები? | jjkWhere stories live. Discover now