| 10 |

1K 76 15
                                    

-მეზიზღება!-ამოვიგმინე და საწოლში მეორე მხარეს გადმოვტრიალდი.დილის 6 საათი იყო.თმები გაჩეჩილი მქონდა და თვალები შესიებული გუშინ მთელი ღამის ნატირალი. ჩუმად ვტიროდი,რომ ლინს არაფერი გაეგო.ისედაც ბევრი პრობლემა აქვს.მე შევპირდი რომ სამსახურს დავუბრუნებდი, ახლა კი ამ პირობასაც ვერ შევუსრულებ.გამოუსადეგარი ვარ.

კიდევ კარგად ხანს ვტრიალებდი ლოგინში,თითქოს გამჩენი არ მასვენებდა.ნელ ნელა მზის სხივებმა ჩემს ოთახშიც შემოაღწიეს.

უნებურად ავდექი და ცარიელ სივრცეში დავიწყე ყურება.

ვისი ბრალია ეს ყველაფერი? შეიძლება ითქვას, რომ ჩემი,რადგან სწორედ მე შევთავაზე ჯონქუქს შეყვარებულის როლის მორგება,მაგრამ გუშინწინ ის ჩემთან თავისით მოვიდა და დამემუქრა .ეს ყველაფერი კარგი და დამატებით რესტორანში წამიყვანა და იქ ვიღაც გოგოსთან იზასავა.
ვეჭვიანობ? არა! თავს დამცირებულად,მოტყუებულად ვგრძნობ! იდიოტად! როგორ შემეძლო დამეჯერებინა რომ ის შეიცვალა? ასეთები არასდროს იცვლებიან!  შენი გული  მთლიანად მათ რომ მისცე,ისინი აიღებენ,დააგდებენ და ფეხით  გადაუვლიან.და ბოლოს ერთი არაფრის მთქმელი <ბოდიში> რომელიც თავიანთი აზრით ყველაფერს აგვარებს.

მაგრამ მე არ მივეკუთვნები იმ გოგონების ნაწილს რომლებიც  ღალატის შემდეგ ერთი კვირა დეპრესიაში არიან. მითუმეტეს მე და ჯონქუქი ერთმანეთს მხოლოდ ხალხის დასანახად ვხვდებოდით , ამიტომ რატომ უნდა ვიჯდე აქ და რატომ არ უნდა დავანახო იმ მექალთანე ნაბიჭვარს რომ მისი ღალატი ერთ ადგილზე მკიდია,რომ მქონდეს რათქმაუნდა,თუმცა დამერწმუნეთ ახლაც ნაკლებად მაღელვებს.

<ვის ატყუებ? ლამისაა გული გაგისკდეს ისე გინდა იმ გოგოს თმებით თრევა ვინს ჯონქუქთან ზასაობდა>ჩამძახის შინაგანი ხმა<ალბათ რა სიამოვნებით მოატეხავდი იმ ფეხს რომლითაც მას ეხვეოდა>

მოკეტე! ვითომ ვთქვი და ლოგინიდან წამოვდექი .

ახლა ცხელი შხაპი ნამდვილად არ მაწყენდა.

JUST FRIENDS? / უბრალოდ მეგობრები? | jjkWhere stories live. Discover now