| 11 |

1.1K 69 15
                                    

-მილე,ხომ გესმის?-კითხვა ფიქრებში წასულს უკან მაბრუნებს.

-ჰო მესმის...-ვეუბნები და თვალებით ჯონქუქს ვეძებ. კაფეტერიაში ნამდვილად არ არის. უნივერსიტეტში ერთად მოვედით და შემდეგ ლექციებზეც ჩემთან ერთად იყო.ახლა სად წავიდა?

-ხოდა,რას გეუბნებოდი ხვალ პაკ ჯიმინი დიდ წვეულებას მართავს თავის სახლში! მთელი სკოლა დაპატიჟა.

-ოჰ კი მაგრამ რატომ? ანუ რა მიზეზით?

-მაგათვის წვეულების გამართვას მიზეზი უნდა? თუმცა ჯიმინმა თქვა რომ ჯონქუქისთვის ეწყობა ეს წვეულება.

-მისთვის? რატომ?

-არვიცი შენი შეყვარებული არაა? კითხე.-თმები გადაიწია მინჯემ და ჩემს მაგიდას მოშორდა.ნეტავ რატომ მართვანე ამ წვეულებას? მართალია მე და ჯონქუქი ახლა უკვე ნამდვილად ვართ შეყვარებულები რატომ არ უნდა მივიდე და ვკითხო? ოღონდ ჯერ მოვძებნო...

ჩემი მაგიდიდან ავდექი და ლანგარი ისევ მზარეულს ჩავაბარე.

უნივერსიტეტის ეზოში გავედი.
იქაურობას თვალი გადავავლე და აი ისიც. თავის საძმოსთან ერთად.

-ჯონქუქ!-დავუძახე და მანაც უცებ შემომხედა.ხელით მანიშნა აქ მოდიო და მეც მალევე დავუდექი გვერდზე

-ჰეი ჯიმინ,თეჰიონ დაა ნამჯუნ!-ხელი ჩამოვართვი თითოეულს და შემდეგ ჯიმინს მივუბრუნდი-ჯიმინ, გავიგე წვეულებას აწყობ ჯონქუქისთვის.და რა მიზეზით?-ჯონქუქს გადავხედე, რომელიც რატომღაც იცინოდა.

-ააჰ,მართალი ხარ მილე-დამეთანხმა ჯიმინი-შენ და ჯონქუქი ხომ მალე ამერიკაში მიდიხართ,სწორედ ამიტომ ვაწყობ ამ წვეულებას.ჯონქუქს რატომღაც ძალიან უნდა ამ კონკურსში გამარჯვება...-ჩაფიქრებულად თქვა ჯიმინმა.

-ხო არა? მაგაზე მეც დავეჭვდი.-თქვა თეჰიონმა.

-კარგით რა ბიჭებო .უბრალოდ გამარჯვება უნდა და მილესთან ერთად დროის გატარება.-მხარი გაჰკრა ნამჯუნმა ჯონქუქს.

JUST FRIENDS? / უბრალოდ მეგობრები? | jjkWhere stories live. Discover now