| 14 |

834 67 9
                                    

მილეს პოვ:

გონს ისევ იმ ოთახში მოვდივარ,სადაც ჯონქუქმა დამტოვა. ირგვლივ ვიხედები იმის იმედით, რომ ის ჩემს სასთუმალთან იჯდება,თმაზე ხელს გადამისვამს და ნერვიული ხმით მკითხვას "მილე,კარგად ხარ? ძალიან მანერვიულე" მაგრამ ეს მხოლოდ ფანტაზიაა.ოთახში არავინაა აივნის კარები ფართოდ არის გაღებული და ქარი ფარდებს არხევს.მზის სხივები ლოგინის ბოლოს ეცემა ,გუშინ ეს მახარებდა დღეს კი გაღვიძებაც კი არ მინდოდა.

ოთახის კარი იღება,სწრაფად ვიხედები იქეთ მგონია რომ სწორედ ის იდგება კარის ზღურბლზე,თუმცა არა. ეს ჯიმინია ლანგრით ხელში.

-მილე,გაიღვიძე?-ის  ახლოს მოდის და ლანგარს პატარა მაგიდაზე დებს .თვითონ კი ჩემს გვერდით ლოგინზე ჯდება-ძალიან ვინერვიულე.მეგონა რამე დაგემართა,მაგრამ ექიმმა თქვა,რომ სტრესის გამოა.კარგად უნდა ჭამ-

-ჯიმინ ჯონქუქი ქორწინდება?-ჩავეჭერი და უემოციოდ ვკითხე. ახლა სულ არ მაინტერესებდა ჩემი მდგომარეობა.

ჯიმინმა თავი ჩახარა.ეტყობოდა როგორ არ სურდა ამ თემაზე ლაპარაკი.

-ძალიან ვწუხვარ.-ჩაილაპარაკა,თუმცა მე მკვეთრად გავიგე და თვალებში ცრემლი ჩამიგდა.

ავკანკალდი,მაგრამ ახლა სისუსტის დრო არ იყო.ცალი ხელით მოვიწმინდე ცრემლები თვალებიდან და ახალა უფრო მტკიცედ ვკითხე.

-ვინ არის?-ჯიმინს თვალებში ჩავხედე.მან თითქოს ვერ გაიგო რაზე ვეუბნებოდი ამიტომ,კბილებში გამოვცერი-ვინ არის,ჯონქუქის სატრფო?

-კიმ სანჰი. კიმ დონგუსუს ქალიშვილი.ეს ბატონი და ჯონქუქის მამა ახლო მეგობრები არიან.შეიძლება ეს ყოფილიყო მათი-

-დაქორწინების მიზეზი? მენტალურად განადგურებული, რომ არ ვიყო გავიცინებდი ამ ხუმრობაზე. ჯონქუქს ის უყვარს! ამდენი ხანი უყვარდა და ჩემთან მხოლოდ ერთობოდა. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო...-ვეღარ მოვითმინე და ცრემლები გადმოვღვარე. ჯიმინმა ხელები მომხვია და გამამხნეველ სიტყვებს მეუბნებოდა

JUST FRIENDS? / უბრალოდ მეგობრები? | jjkWhere stories live. Discover now