| 2 |

1K 74 15
                                    

-ჯონგუკ,ჩემი შეყვარებული იყავი.

-სიცხე გაქვს, ხომ? შენი მეგობარი ძლივს ვარ  შეყვარებულზე რომ არაფერი ვთქვათ.

-ჯონგუკ, გთხოვ, გთხოვვვვ!იცი ქაიმ ის გოგო ხელჩაკიდებული შემოიყვანა! მთელი უნივერსიტეტი  ჩემზე იცინოდა!

-და გინდა რომ მის საეჭვიანებლად მე გამომიყენო?

-არა, საეჭვიანებლად არა ნუ, შეიძლება ცოტათი ,მაგრამ უბრალოდ მინდა დავამტკიცო, რომ მის გარდა ბიჭები არსებობენ და მისი დაშორებით აპოკალიფსი არ მოხდა!

-ხოდა წადი და სხვა ბიჭი იპოვე მე შემეშვი-მომახალა და წასვლა დააპირა თუმცა ჯანდაბას!

-მეწყვილედ გამოგყვები!

-რაა??

-რაც გაიგე! ხომ მთხოვდი კონკურსზე ცეკვის მეწყვილედ გამომყევიო! ხოდა მართლა გამოგყვები! ოღონდ, ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე სულ რაღაც ერთი თვე მაინც!

-მეწყვილეობა კარგი, მაგრამ რათ მინდა მეწყვილე რომელმაც ცეკვა არ იცის და სპილოსავით მოუქნელია!

-ჯონგუკ, ჩემს ნერვებზე გიტარასავით რატომ უკრავ?
კარგი იყოს, ასე კვირაში ორ დღეს დავუთმობ ცეკვას!

-სამს!

-ორს!

-სამს!

-ორს!

-სამს ან მივდივარ!

-უჰჰჰჰჰ! ახლა გაგგუდავდი და სადმე ორმოში ჩაგრმახავდიი!

-მეც ასევე. რა ვქნა, რომ ბედმა ჩემს საუკეთესო მეგობრად აგირჩია! რჩეული ხარ!

-რჩეული კი არა ,ეს უფრო წყევლაა ღმერთისგან! ერთი სურვილის შესრულებაზე ამდენი მაწვალე! არადა ყოველდღე ახალი შეყვარებული გყავს ხოლმე! ორანგუტანო! შიმპანზე!

-ორშაბათს,ოთხშაბათს და შაბათს.ჩემს ცეკვის სტუდიაში.

-კარგი. -ჩავიბურტყუნე მე.

-და კიდევ ,პიცების და ბურგერებს ჭამას ცოტა ხანი მორჩი.მეწყვილედ მოქეიფე ღიპიანი  კაცი არ მჭირდება!--თქვა მშვიდად და წავიდა

JUST FRIENDS? / უბრალოდ მეგობრები? | jjkWhere stories live. Discover now