First love [13]

779 61 41
                                    

-მომნატრებია ეს ფიკი... 👀

////////

ჯონგუკი ზემოდან ისე მეტმასნებოდა ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევდა. ასე უხერხულად თავი მასთან არასოდეს მიგრძვნია. ალბათ იმიტომ, რომ ამჯერად ორივეს გვქონდა ერთმანეთის მიმართ გრძნობები. ჩვენს შორის არსებულმა სიახლოვემ კი ინტიმური სახე მიიღო. შეიძლება მე ვიყავი ზედმეტად გარყვნილი და მხოლოდ მე ვფიქრობდი ამას ასე. თუმცა ვხდებოდი, რომ მეტად აღარ შემეძლო ასე გაძლება. ჯონგუკის მხურვალე სხეულის ჩემსაზე აღქმას სრულიად სხვა განზომილებაში გადავყავდი. გონებას მიხშობდა და ტვინს მირევდა. გრძნობების ერთდროული სიჭარბე, მათი ერთმანეთში ათქვეფა და სხეულის უკონტროლობა დამეწყო. თითქოს საკუთარი მე ამიჯანყდა. ისინი ერთხმად და შეთანხმებულად ჯონგუკისკის მიილტვოდნენ. ჰორმონები დაუოკებელ ჟინს შეეპყროთ და მათ შეკავებას ვეღარაფრით ვახერხებდი, როცა ის ასე დამყურებდა ზევიდან. თვალები გაურკვეველი ურვილისგან უელავდა, ხოლო სახეზე ეშმაკური ღიმილი მოჰფენვოდა. მისი რბილო და სურნელოვანი თმა შუბლზე მელამურებოდა. ცხვირს კი ჩემს ლოყებზე დაატარებდა ნაზად.

-ჯონგუკ.. ამოვიკვნესე უკვე გრძნობებში დაკარგულმა.

-რა? ისეთი ტონალობის ხმა აღმოხდა სიკვდილი ვინატრე მის მკლავებში. რადგან კარგად ხვდებოდა როგორც მოქმედებდა მისი ასეთი ქცევა ჩემზე და ამით ხალისობდა. თითის ფალანგებს ჰარმონიულად დაატარებდა ყელსა და ლავიწებზე და მომთხოვნ მზერასთან ერთად უცნაურად მიღიმოდა.

-ასე ნუ მიყურებ.. ამოვიჩურჩულე დარცხვენილმა. ჯონგუკის თვალები  ისე დაჟინებით მიმზერდნენ მის ქვეშ მომწყვდეული მხურვალე მზის გულზე დაგდებული ყინულის ლოდივით ვდნებოდი. მისი მუქი თვალებიდან გამომავალი სხივები უცნაური შეგრძნებებით მავსებდა.. თუთქოს მხვრეტდა, მასკანერებდა, რენგენზე მატარებდა, შემისწავლიდა, თვალებით მაშიშვლებდა და ჩემს სულში იყურებოდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 09, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

First love Where stories live. Discover now