First love [4]

478 60 4
                                    

მთელი ღამე შეუწყვეტლივ თოვდა. ოთახშიც სასიამოვნოდ აგრილდა. თუმცა არა ჯიმინითვის. რადგანაც ახლახანს იცვალა გარემო, მის სხეულს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა. ამიტომ სიცივე მისთვის აუტანელი გახდა. სიცივისგან გაყინულმა და მთელი სხეულით აკანკალებულმა ჯონს მოეკრო. ჯონგუკი გაოგნებული იყო, როცა ჯიმინი ასეთი ათრთოლებული იგრძნო. მჭიდროდ მოხვია ხელები ირგვლივ და მთლიად შეისისხლხორცა პატარა სხეული. ჯიმინი გაყინულ ცხვირს ჯონის კისერში მალავდა და ათრთოლებულ ქვედა ყბას ვერაფერს უხერხებდა. გალურჯებულ ტუჩებს ჯონის ყელში აცმაცუნებდა. კბილებს კი კრაწუნი გასდიოდათ.

-ჯიმინ? რა დაგემართა? ამოიჩურჩულა შეშინებულმა ჯონგუკმა. მას არც კი აწუხედა სიცივე და გაოგნებული იყო ჯიმინის ასეთი რეაქციით.
-ჯონგუკ ძალიან მცივა.. ვგრძნობ სხეული მეყინება.. გესმის ჯონგუკკ? ვგრძნობ, რომ ფეხები მეყინება! ალბათ მალე ყინულის ლოდად გადავიქცევი.. შეიცხადა შეშფოთებულმა, რასაც ჯონის მხრიდან საყვარლი ჩათიმება  მოჰყვა.
-ჯიმინ.. ისევ ეცინებოდა ჯიმინის  საყვარლობაზე. -ჩამეხუტე.. უფრო მჭიდროდ ჩამეხუტე.. აი, ნახავ მალე გათბები.. ჯიმინმა მხოლოდ თავი დაუკრა და ცხვირი ისევ მის კისერში ჩამალა.

დილით პირველს ჯონგუკს გაეღვიძა. ჯიმინი მის მკლავებში სრულიად ჩაკარგულიყო. მხოლოდ თმის ღერები მოუჩანდა. ჯონგუკმა საბანი ცოტა ქვემოთ ჩასწია, რომ ჯიმინის სახე ენახა, რომელსაც მშვიდად ეძინა. ჯიმინს ლოყები საბნის ქვეშ ოდნავ შევარდისფერებოდა. პერანგის ორი ღილი ზედმეტი წრიალისგან და ზეწოლისგან შეხსნილიყო. ტუჩები ოდავ გაეპო და აუღელვებლად  სუნთქავდა. ჯონგუკი უბრალოდ იწვა და უყურებდა ამ სრულყოფილებას. მას სურდა ეს მომენტი უსასრულოდ გაგრძენებულიყო. უსასრულოდ შეხებოდა ჯიმინის ნაზ თმებს, უსასრულოდ ემზირა მისი მშვენიერი სახისთვის და უბრალოდ სურდა, რომ ჯიმინი წოლილიყო მის გვერდით.

ჯონგუკმა ფრთხილად აიღო ხელი და გადაატარა უკვე ცივი ჰაერის სუნთქვისგან შეწითლებულ, პატარა,  სწორ ცხვირს. შავ სწორხაზოვან წარბებს, რომლებიც ასე ზუსტად და თანაბრად გავლებულიყვნენ, თხელ ულამაზეს და დახვეწილ ღაწვებს, რომლებიც ოდესღაც სირბილით თავს იწონებდნენ, სავსე და საოცრად რბილ ღია ვარდისფერ ტუჩებს, ხალებით დაფარულ მოღერებულ ყელს და გამოყვანილ ლავიწებს. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ჯიმინი ყველაზე ლამაზი  მამაკაცი იყო, ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში უნახავს.

First love Where stories live. Discover now