First love [11]

405 55 11
                                    

ჯიმინს მთელი ღამე არ უძინია. საწოლზე მოუსვენრად იცვლიდა მხარეებს და წრიალებდა. ძალიან აინტერესებდა რაზე ისაუბრეს ჯონგუკმა და თეჰიონმა მას შემდეგ რაც ისინი მარტო დატოვა. თუმცა თეჰიონი ისეთი დალეული და დაღლილი იყო ხვდებოდა, რომ ნორმალურად ვერაფერს მოუყვებოდა ან კიდევ შუა საუბრისას ჩაეძინებოდა. ამიტომაც მეგობარს ძილი აცადა. ახლა კი ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა, რომ მისთვის თითოეული დეტალი გამოეკითხა.

გულაღმა იწვა და ანერვიულებული ფიქრობდა, რომ ალბათ როცა ჯონგმინს შესთავაზა სახლში მას გაეცილებინა, ამით ჯონგუკს აფიქრებინა თითქოს ის აირჩია. თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ჯონგუკს გაბრაზებულზე მისთვის გული მეტად აღარ ეტკინა. მას ჯონგმინთან საუბარი სჭირდებკდა. უნდა აეხსნა ყველაფერი და სიმართლე თვითონ ეთქვა. ჯონგმინს უნდა სცოდნოდა, რომ ჯიმინის გული მხოლოდ ჯონგუკს ეკუთვნოდა ყველაფრის მიუხედავად, რათა ტყუილი იმედები არ მიეცა მისთვის. ის კარგი ადამიანი იყო, ეს დღესაც დაამტკიცა.

ჯიმინი დღევანდელ ჯონგმინთან დილაოგს იხსენებდა და იაზრებდა, რომ სწორად მოიქცა როცა მასთან ცალკე საუბარი გადაწყვიტა. რადგან მათ ყველაფერი გაარკვიეს. ჯიმინიც ახლა მშვიდი გულით იწვა, როცა იცოდა, რომ ჯონგმინი შეძლებდა თავისი გრძნობების და ემოციების მართვას ჯონგუკისგან განსხვავებით. ის სხვანაირი იყო.

ჯონგუკი მისგან განსხვავებით ყოველთვის უკონტრილო იყო, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ბრაზობდა. ფიცხია, რის გამოც ხშირად სწრაფად და დაუფიქრებლად საუბრობდა. ჯიმინი დარწმუნებული იყო, რომ ჯონგუკმა გაბრაზებულზე მიზანმიმართულად ატკინა გული ჯონგმინს. დამცინავად უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ ჩემთან შანსი არ გქონდა.

მისი ეჭვიანობა და ეგოიზმი ჯიმინს აშინებდა. თუ ის ყოველთვის ასე მოიქცეოდა მათი ურთიერთობა ტოკსიკურში გადაიზრდებოდა. მაგრამ ჯიმინი ურთიერთობაში სითბოს, სიყვარულს, ნდობას, გაგებას, მხარდაჭერას, ერთგულებასა და კომფორტს ეძებდა.

First love Where stories live. Discover now