First love [6]

424 54 12
                                    

-რა? ჯონგუკის ამ კითხვაში, არ იგრნობოდა არც წყენა და არც ბრაზი. ეს იყო ტკივილი. მე მას ვატკინე. თვალებში ცრემლები ელვისებურად ჩამიდგა.
-ჯონგუკ მე.. არვიცოდი რა უნდა მეთქვა. ან რისი თქმის უფლება მქონდა ამის შემდეგ.
-გთხოვ აღარაფერი თქვა.. მისი ხმა იმდენად გამტყდარი იყო გული გამეხლიჩა. რატომ? რატომ მტკიოდა ასე ძალიან. მას ხომ არ მოვწონდი. არ მქონდა უფლება სხვას შევხვედროდი? თუ რადგან მიყვარდა სამუდამოდ უნდა დავლოდებოდი. საკუთარი თავის გამართლებას ვცდილობდი, მაშინ როცა ჯონგუკს ერთი საყვედურიც კი არ უთქვამს. -სახლში წაგიყვან უკვე აცივდა.. ჯონგუკის ხმა შესამჩნევად მერყევი იყო. თითქოს ტირილს აპირებდა. თავი ყველაზე საშინელ ადამიანად ვიგრძენი. გვერდით ჩამიარა და მანქანისკენ წავიდა. ხელები მანტოს ჯიბეში ჩაეწყო და უხმოდ მიაბიჯებდა. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და უკან ავედევნე.

მანქანაში დაჯდომისთანავე რადიო ჩართო, თითქოს ამით უნდოდა აერიდებინა ჩვენი მოსალოდნელი დიალოგისგან თავი. მთელი გზა სიტყვაც კი არ დაუძრავს. სახლამდე მიმაცილა მოკლე "ძილინებისა" დამიტოვა და უკან გაბრუნდა. მთელი ღამე ვტიროდი, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ ჯონგუკი უკვე მეორედ დავკარგე. ის მართალია, "ვისაც მართლა უყვარს იმას ასე მარტივად არ თმობენ" მე კიდე ის ორჯერ გავუშვი ხელიდან.

მთელი ღამე არ მეძინა. დილით ისეთმა დაღლილმა გამეღვიძა თითქოს მთელმა სამყარომ ზედ გადამიარა. გრილი შხაპის მიღებისას რამდენჯერმე ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ორი ბოთლი წყალი დავლიე და ყავა. რომელიც ჩემი გადარჩენოსთვის ახლა აუცილებელი წყარო იყო. საშინელი უმადობა მქონდა უძილობის გამო. მაგრამ თავს დავაძალე, რომ მესაუზმა. რადგან ეგეც რომ არა სადმე აუცილებლად დავკარგავდი გონებას.

დარბაზში შესვლისას ყველას მივესალმე. თეჰიონმა ისე უცნაურად გამომხედა მივხდი ჯონგუკს უკვე ნათქვამი ექნებოდა გუშინდელ ღამეზე. რეპეტიცია ისე ჩაიარა ჯონგუკი არ გამოჩენილა. ამაშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. მე ჯონგუკს გული ვატკინე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოვიარე და ვიცი რა გრძნობაცაა. მაინც ჩემს საყვარელ ადამიანს ისე მოვექეცი. რეპეტიციას გული ვერაფრით დავუდე. დაღლილი სხეული არ მემორჩილებოდა. რამდენჯერმე ნახაზიც კი ავურიე.

First love Where stories live. Discover now