First love [12]

467 54 14
                                    

თეჰიონზე ისე ვიყავი განაწყენებული ჩვენი ბოლო საუბრის გამო რომ, იმ დღეს მეტად მასთან აღარ მისაუბრია. რამდენჯერმე მობილურზე დამირეკა, თუმცა მის ზარებს არ ვუპასუხე.

თეჰიონი ყოველთვის ის ადამიანი იყო ვისი იმედიც მუდამ მქონდა. მისთვის და ჰოსოკისთვის გული ყოველთვის იმაზე მეტად მქონდა ღია, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა. დღეს კი საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი, როცა მითხრა, რომ ჯონგუკის ჩემგან დაცვა უნდოდა.

ნუთუ მართლა იფიქრა, რომ ჯონგუკისთვის რამე შემეძლო დაშავებინა? თუნდაც უნებლიედ?! ამას არასოდეს დავუშვებდი! გამოდის სათანადოდ არც კი მიცნობს!

თუ ასეთი სუფთა და სპეტაკია თავისი ჯონგუკი, როგორც თვითონ ამბობს.. მაშინ ჩემზე რატომ არ იფიქრა? ერთი წლის წინ მე რატომ არ დამიცვა მისგან? როცა ჯონგუკი დამცინოდა, ხელს მკრავდა, გულს მტკენდა და თვითშეფასებას ნაკუწებად მიქცევდა თავისი უხეში სიტყვებით. მაშინ მე რატომ არ დამიცვა მისგან? ალბათ, იმიტომ რომ მისი ნამდვილი მეგობარი მხოლოდ და მხოლოდ ჯონგუკი იყო და არა მე! გამოდის მე მისთვის არავინ ვარ, როცა საქმე ჯონგუკს ეხება!

როცა თეჰიონის ზარებს არ ვუპასუხე საღამოს კარზე მომადგა. როგორც კი დავინახე სათვალავიდან, რომ ის იყო მაშინვე განათება  გავთიშე და დასაძინებლად საწოლში შევწექი. დრო მჭირდებოდა სიტუაციის გადასახარშად. ჯობდა ცოტახანი თუ შევიკავებდით თავს ნახვისაგან და საუბრისგანაც. ასე ნაკლებად ვატკენდით ერთმანეთს.

თეჰიონი რამდენიმე წუთი უშედეგოდ რეკავდა ზარს და აკაკუნებდა კარზე. საბოლოოდ დანებდა, ზარის რეკვის ხმაც შეწყდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ჩემი გონება მე არ მეკუთვნოდა. ჯონგუკზე ფიქრებში ღრმად ვიყავი ჩაფლული. მაგრამ ძილის წამალმა როგორც კი მოქმედება დაიწყო მაშინვე ჩამეძინა.

დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. საერთოდ არ ვიყავი ცეკვის გუნებაზე. ჰობის მივწერე, რომ  დღეს რეპეტიციას ვაცდენდი. ზლაზნვით წამივდექი თბილი საწოლიდან და დრამატულად გამოვეთხოვე რბილ ბალიშებს.

First love Where stories live. Discover now