Part 18 მოულოდნელი გაქრობა

105 7 31
                                    


ოთახში შემოსულმა სინათლემ პირდაპირ თვალებზე მომანათა და მაიძულა ტკბილი სიზმრის გაწყვეტა. თვალი რომ გავახილე უკვე გათენებულიყო. დრაკოს გათიშული ეძინა, თავი კი ჩემს მუცელზე ედო. ხელი გადავწიე და ტელეფონის მოძებნა დავიწყე, მაგრამ გამახსენდა რომ ტელეფონი გუშინ არც კი შემომიტანია, ასე რომ დრაკოს თავი მუცლიდან ფრთხილად ბალიშზე დავადებინე და გამოვეპარე. როცა ავდექი გავიანალიზე, რომ სრულიად შიშველი ვიყავი. ამიტომ იქვე კარადა გამოვაღე, დრაკოს თეთრი მაისური ავიღე, ჩავიცვი და გარეთ გავედი ტელეფონის მოსაძებნად. მთელი სხეული მტკიოდა, ძვლივს დავდიოდი.  ტელეფონი დივანზე ვიპოვე და შევამოწმე. გუშინდელი საღამოს მერე გამოტოვებული მქონდა: ჯინის 94ზარი, მამას 1ზარი და მამიდას 3ზარი. რა ხდება ნეტა, ხომ მშვიდობაა? გავიფიქრე გულში და პირველი მამას დავურეკე. შემდეგ მამიდას და ბოლოს ჯინის დავურეკე მამიდამ და მამამ ისე მოსაკითხად დამირეკეს, აი ჯინიმ კი მახარა, რომ დღეს უკვე ნიუ-ორკში იქნებოდნენ. სოციალურ ქსელებსაც გადავავლე თვალი, ჩემი და ცნობილი ულტრა მილიარდერის, დრაკო ლუციუს მალფოის სასიყვარულო ისტორია მთელს ქვეყანას მოედო თურმე. ათასობით ნოთიფიქეიშენი და გაუხსნელი შეტყობინება იყო ტვიტერსა თუ ინსტაგრამზე, რომლების გახსნასაც რათქმაუნდა არ ვაპირებდი.

-გრეინჯერრრ!_გაისმა დრაკოს ხმა ოთახის_საწოლშიი დაბრუნდიი!!

-მალფოი საწოლისთვის არ მცალია, უნდა მოვემზადო

-სად მიდიხარ?

-სამსახურში

-შენს უფროსს დაურეკე და უთხარი, რომ გაგათავისუფლოს

-კარგი ახლავე_და დრაკოს ნომერზე დავრეკე. იდიოტია, მიპასუხა.

-გისმენთ_მესმის გაორმაგებული ხმა, ერთი ტელეფონიდან, მეორე კი საძინებელი ოთახიდან.

-შეიძლება დღეს რომ გამათავისუფლოთ?

-გათავისუფლებული ხართ!_მომაძადა და გამითიშა_ახლაა მაინცც დაბრუნდიი

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now