Part 7. მეტჰემოგლობინემია?

115 10 13
                                    


ჯინი იატაკზე იჯდა და თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული. მამაჩემის პალატის კარები დახურული იყო და ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ მწარედ ჩარაზა, რომ არავის გაეღო და შიგნით შეეხედა იმის გასაგებად, თუ რა იმალებოდა მის უკან. ჯინი მარტო არ იყო, მასთან ერთად დაახლოებით 40წლის ქალბატონი და შვიდი-რვა წლის ბიჭუნა იყო, რომლებიც ნერვიულად დადიოდნენ აქეთ იქით. უფრო სწორედ ბიჭი იქვე სკამზე იჯდა აი ქალი კი, ნერვიულად ბოლთას სცემდა საავადმყოფოს სადარბაზოში. შორიდან ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. უბრალოდ გაქვავებული ვიდექი და ვუყურებდი ამ გაუაზრებელ სიტუაციას. დაახლოებით ათი წუთი დამჭირდა გონს მოსასვლელად. შემდეგ მივვარდი პალატასთან და ჯინის მკლავშუ ვწვდი:

-რა ხდებაა ჯინნ? რატომ დამირეკე? რა მოხდა? პალატა რატომაა დაკეტილი? თუ ღიაა?_ პალატის კარებს ვეძგერე, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ დაკეტილი დამხვდა. შემდეგ ისევ ჯინის მოვუბრუნდი_ თუ ღმერთი გწამსს ხმა ამოიღეე, რა ჯანდაბაა ხდებაა?!

-ის სიკვდილის პირასაა_ჩემამდე ნაცნობმა, თუმცა მაინც დავიწყებულმა ხმამ მოაღწია. აი ეს კი ჯინის ხმა ნამდვილად არ ყოფილა. უკან მოვტრიალდი და ხელებში მამიდაჩემი ზანდა შემრჩა. ერთიანად განვიცდიდი ყველა ემოციას: ბრაზს, გაურკვევლობას, გაოცებას, მოულოდნელ შოკსა და მონატრებას. დიახ მონატრებას! მიუხედავად ყველაფრისა მენატრებოდა ადამიანი, რომელიც ჩემს წინ იდგა.

-მამიდა?_გაოცებისგან მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე

-ჰერმიონ, როგორ გაზრდილხარ.

-აქ რას აკეთებ? შენ ხომ წლების წინ წადი აქედან?

-წავედი, მაგრამ უკან დავბრუნდი.

-მიგვატოვე, მაგრამ დაბრუნდი?

-მე თქვენ არასდროს მიმიტოვებიხართ_სინანულით აღმოხდა, მაგრამ რამდენად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო მისი სიტყვების არ მჯეროდა.

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now