Part 6 მოულოდნელი ვიზიტი საინსში

122 8 14
                                    

-გამარჯობა მის გრეინჯერ_გაისმა ნაცნობი ხმა, რომელმაც ერთიანად თან გამაოცა და თან გამაქვავა.

-გ-გამარჯობა_აკანკალებული ხმით ვუპასუხე ადამიანს, რომელიც მალე ჩემი უფროსი უნდა გამხდარიყო. ან იქნებ უკვე იყო კიდეც? ვინ იცის

-ერთი კვირა გავიდა ჩვენი ვიზიტიდან. მენეჯერის ზარებს არ პასუხობდით ამიტომ თავად გადავწვიტე თქვენთან დარეკვა. სამ საათზე გელოდებით კომპანიაში დამუშავებული წიგნებით.

-კიმაგრამ მე..._იმის ძალაც კი ვერ მოვიკრიბე მეთქვა ვერ მოვალ არ შემიძლია თქო როცა ისევ მისი ხმა გაისმა

-ნახვამდის მის გრეინჯერ და გელოდებით სამ საათზე._ეს თქვა და ტელეფონი გათიშა. ესეც ასე ჰერმიონ კიდევ ერთი პრობლემა.მაგარია.

ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და უკან ჯინისთან და ლუკასთან დავბრუნდი საოპერაციოს პალატასთან. ჯინის გვერდით გამოსვლა ვთხოვე, რადგან მეთქვა ამ მოუკოდნელი ზარის შესახებ:

-ჰერმიონ რა მოხდა?_მეკითხებიდა გაკვირვებული ჯინი

-კომპანიიდან დამირეკეს

-რომელი კომპანიიდან?_უცებ ვერ მიხვდა რაზე ვეუბნებოდი

-საინსიდან_ვუთხარი არც თუ ისე დამშვიდებულმა

-რაო რა მინდაო?

-ერთი კვირა გავიდა ვიზიტიდან...

-მერე

-რა მერე ეხლა დამუშავებული წიგნებით ხელში უკვე იქ უნდა ვიყო

-არ უთხარი მამაშენის ამბავი?_გაიკვირვა ჯინიმ

-მე.. მე ვერ მოვახერხე_დავხარე თავი_გამითიშა

-დებილი ხარ ჰერმიონ ჯინ გრეინჯერ, დებილი!_როგორც ყოველთვის კარგი სიტყვებით შემამკო ჯინიმ.

-ჯინი ეხლა მაგის დრო არაა, რა უნდა ვქნა?

-რა უნდა ქნა და მიყურო ქლიავივით. რა რა უნდა ქნა გოგო ადექი, წადი სახლში, მოემზადე და მიდი კომპანიაში. როცა მორჩები გასაუბრებას ისევ აქ დაბრუნდი. ბიძია უილთან მე ვიქნები არ ინერვიულო

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now